Welcome to My Nightmare — ამერიკელი როკ-მუსიკოს ელის კუპერის მერვე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1975 წლის მარტში. იგი ელისის პირველი სოლო-დისკია, ვინაიდან ყველა წინა გამოიცემოდა მისი ჯგუფის სახელით. Welcome to My Nightmare აგრეთვე კუპერის ერთადერთი ალბომია, გამოსული ლეიბლ Atlantic Records-ზე. ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდა ლუ რიდი, ხოლო თანმხლები ტურნე იქცა თავისი დროის მოვლენად.
Welcome to My Nightmare კონცეპტუალური ალბომია. მასში შეტანილი სიმღერები აღწერენ ვინმე სტივენის თავგადასავალს ღამის კოშმარებში. ალბომის მიხედვით შეიქმნა სატელევიზიო ფილმი Alice Cooper: The Nightmare, ხოლო 1976 წელს გამოვიდა საკონცერტო ფილმი Welcome To My Nightmare. ალბომის გაგრძელება, Welcome 2 My Nightmare, 2011 წელს გამოიცა.
ალბომის გარეკანი შექმნილია დრიუ სტრუზენის მიერ. იგი მოხვდა Rolling Stone-ის „ყველა დროის 100 საუკეთესო გარეკანის სიაში“.[4] ჩანაწერის რემასტერი გამოვიდა სამი დამატებითი სიმღერით.
ალბომში შეტანილ „Devil's Food“ საშინელებათა ფილმების ცნობილი მსახიობის, ვინსენტ პრაისის ხმაც ჟღერს.
|
1. | „Welcome to My Nightmare“ | ელის კუპერი, დიკ ვაგნერი | 5:19 |
2. | „Devil's Food“ | კუპერი, ეზრინი, კელი ჯეი | 3:38 |
3. | „The Black Widow“ | კუპერი, ვაგნერი, ეზრინი | 3:37 |
4. | „Some Folks“ | კუპერი, ალან გორდონი, ეზრინი | 4:19 |
5. | „Only Women Bleed“ | კუპერი, ვაგნერი | 5:49 |
6. | „Department of Youth“ | კუპერი, ვაგნერი, ეზრინი | 3:18 |
7. | „Cold Ethyl“ | კუპერი, ეზრინი | 2:51 |
8. | „Years Ago“ | კუპერი, ვაგნერი | 2:51 |
9. | „Steven“ | კუპერი, ეზრინი | 5:52 |
10. | „The Awakening“ | კუპერი, ვაგნერი, ეზრინი | 2:25 |
11. | „Escape“ | კუპერი, კიმ ფაული, ენტონი | 3:20 |
|
|
12. | „Devil's Food“ (ალტერნატიული ვერსია) | კუპერი, ეზრინი, ჯეი | 5:13 |
13. | „Cold Ethyl“ (ალტერნატიული ვერსია) | კუპერი, ეზრინი | 2:56 |
14. | „The Awakening“ (ალტერნატიული ვერსია) | კუპერი, ვაგნერი, ეზრინი | 4:20 |