Watchmen: Music from the Motion Pictureსაუნდტრეკი ფილმიდან „დარაჯები“. მასში შეტანილია ბობ დილანის მიერ დაწერილი სამი სიმღერა - "Desolation Row", "The Times They Are a-Changin'" და "All Along The Watchtower".

Watchmen: Music from the Motion Picture
კინომუსიკა
სხვადასხვა
გამოცემის თარიღი 3 მარტი, 2009 (2009-03-03)
ჟანრი საუნდტრეკი
ხანგრძლივობა 51:13
ლეიბლი Reprise
პროდიუსერი ლოურენს გორდონი, ლოიდ ლეივინი, დიარმაიდ კუინი, ქსავიერ რამოსი, დებორა სნაიდერი, ზაკ სნაიდერი, ტომ უოლი
სინგლები ალბომიდან Watchmen: Music from the Motion Picture
  1. „Desolation Row“
    გამოცემის თარიღი: 26 იანვარი, 2009
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3.5/5 stars[1]
Empire4/5 stars[2]

ფილმში გამოყენებულია ორიგინალურ კომიქსებში ნახსენები მუსიკა - "The Times They Are a-Changin'", ჯიმი ჰენდრიქსის მიერ შესრულებული "All Along the Watchtower"; Simon & Garfunkel-ის "The Sounds of Silence"; ნენას "99 Luftballons"; Tears For Fears-ის "Everybody Wants to Rule the World"-ის ვერსია და ნატ კინგ კოულის "Unforgettable".[3] ფილმისთვის Penteo-ს ტექნოლოგიის დახმარებით ამ სიმღერების ნაწილი 5.1 მოცულობითი ჟღერადობის ფორმატში იქნა გადაყვანილი.[4] ბეიტსმა ახსენა, რომ ამ ცნობილ სიმღერებს შორის ჩასასმელი მუსიკის დაწერა სირთულეს წარმოადგენდა.[5] სნაიდერმა და ბეიტსმა დილანისგან მიიღეს "The Times They Are a-Changin'"-ის გახანგრძლივების უფლება. ამრიგად, 3 წუთიანი სიმღერა 6 წუთს გაგრძელდა.[6] დოქტორ მანჰეტენის ამბის ფონად ჟღერს ფილიპ გლასის "Prophecies" და "Pruit Igoe", რომლებიც თავდაპირველად დაიწერა 1983 წლის საკულტო ფილმისთვის „კოიანისკაცი“. ღამის ბუ II-ისა და აბრეშუმისებრ აჩრდილ II-ის სექსის სცენა ბუს ხომალდზე ნაჩვენებია ლეონარდ კოენის "Hallelujah"-ს თანხლებით. თავდაპირველად ამ სცენაში ზაკ სნაიდერმა გამოიყენა ელისონ კროუს მიერ ჩაწერილი ვარიანტი, მაგრამ იგი „ზედმეტად რომანტიკულად“ და „ზედმეტად სექსუალურად“ ჩათვალა იმ სცენებისთვის, რომელიც უბრალოდ ირონიული და სასაცილო უნდა ყოფილიყო. კოენის ორიგინალური ვერსია საბოლოოდ ფილმში იქნა შეტანილი.[7] My Chemical Romance, რომლის წევრები ამ კომიქსი მოყვარულები არიან, ასრულებენ დილანის "Desolation Row"-ს. იგი ჟღერს ფინალური ტიტრების პირველ ნახევარში.[8] მეორე ნახევარშია კვლავ კოენის სიმღერა, "First We Take Manhattan".

1998 წლის გრემის დაჯილდოებაზე გამარჯვებული The Smashing Pumpkins-ის „The End Is the Beginning Is the End“, რომელიც შეტანილი იყო ფილმში „ბეტმენი და რობინი“, გამოყენებული იყო „დარაჯების“ პრომო ტრეილერში, მაგრამ არ მოხვდა საუნდტრეკულ ალბომში.

სიმღერების სია

რედაქტირება
#სახელწოდებაშემსრულებელიხანგრძლივობა
1.„Desolation Row“My Chemical Romance3:01
2.„Unforgettable“ნატ კინგ კოული3:28
3.„The Times They Are a-Changin'“ბობ დილანი3:14
4.„The Sound of Silence“Simon & Garfunkel3:07
5.„Me and Bobby McGee“ჯენის ჯოპლინი4:31
6.„I'm Your Boogie Man“KC and the Sunshine Band4:03
7.„You're My Thrill“ბილი ჰოლიდეი3:24
8.„Pruit Igoe and Prophecies“ფილიპ გლასი8:37
9.„Hallelujah“ლეონარდ კოენი4:37
10.„All Along the Watchtower“The Jimi Hendrix Experience4:01
11.„Ride of the Valkyries“ბუდაპეშტის სიმფონიური ორკესტრი5:22
12.„Pirate Jenny“ნინა სიმონე6:39

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Allmusic review
  2. Graydon, Danny. Review of Watchmen: Music from the Motion Picture. Empire. ციტირების თარიღი: February 8, 2010.
  3. Larry Carroll (2008-07-23). „Snyder Reveals Hendrix, Dylan, Other Tracks in ‘Watchmen,’ No Smashing Pumpkins“. MTV Splash Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-31. ციტირების თარიღი: 2008-07-23.
  4. Penteo process. PenteoSurround.com. ციტირების თარიღი: 2009-02-12.
  5. Spencer D. (2009-02-06). „Watchmen Composer Sounds Off“. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16. ციტირების თარიღი: 2009-02-08.
  6. Rob Vaux (2009-03-06). „He Watches the Watchmen“. Mania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-07. ციტირების თარიღი: 2009-03-07.
  7. Crave Online: Zack Snyder Talks Watchmen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-06. ციტირების თარიღი: 2009-03-02.
  8. „Warner Sunset/Reprise Records to Release 12" Picture Disc of My Chemical Romance’s Reinterpretation of "Desolation Row" for Watchmen on January 27, 2009“. Buzznet. 2009-01-13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2009-01-21.