Watara Supervision

მეოთხე თაობის 8 ბიტიანი, მონოქრომული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი,

Watara Supervision (ბრიტანეთში ცნობილი როგორც QuickShot Supervision[2]) — მეოთხე თაობის 8 ბიტიანი, მონოქრომული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია Watara-ს მიერ 1992 წელს.[3][4] Supervision-ს კომპლექტში მოჰყვებოდა ოთხი ბატარეა, ყურსასმენები[4] და თამაში სახელად „Crystball“, რომელიც გარკვეულწილად წააგავდა Atari, Inc.-ის არკადულ თამაშს „Breakout“. აგრეთვე გამოდიოდა კონსოლის სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის: Tai-Kerr Boy (ჩინეთი), Vini Supervision (დანია), Quickshot Supervision (დიდი ბრიტანეთი), Hartung Supervision (გერმანია და ნიდერლანდები) და Audio Sonic Supervision (საფრანგეთი და იტალია).[5]

Watara Supervision
მწარმოებელი Watara
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი 1992; 32 წლის წინ (1992)
თავდაპირველი ფასი 49.95 აშშ დოლარი[1]
შეწყდა 1996; 28 წლის წინ (1996)
კვება 4 × AA ბატარეა ან 6 ვოლტიანი AC/DC ადაპტერი
პროცესორი 8-ბიტიანი 65C02 @ 4 მჰც
მონიტორი 160×160 პიქსელები
დაკავშირებული სტატიები Game Boy

იმ დროში Supervision, ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ განვითარებულ მოწყობილობად ითვლებოდა. იგი გამოიყენებდა 8-ბიტიან 65C02-ის ცენტრალურ პროცესორს 4 მჰც ტაქტური სიხშირით, 6,1×6,1 LCD ეკრანს 160×160 პიქსელებით.[6] კვება გააჩნდა ორი სახის: 4 ცალი AA ბატარეები და 6 ვოლტიანი AC/DC ადაპტერი. კორპუსზე განთავსებული იყო კარტრიჯისა და ყურსასმენების ბუდეები, კონტროლერის ხუთი ღილაკი (მიმართულების პადი, ორი სათამაშო ღილაკი, start/pause და select), ხმის/კონტრასტის მარეგულირებელი[3] და D-სუბმინიატურული მაერთებელი მეორე კონსოლთან დასაკავშირებლად მრავალმოთამაშიან რეჟიმში სათამაშოდ. მას აგრეთვე გააჩნდა სტანდარტულ ტელევიზორზე მიერთების შესაძლებლობა სპეციალური მოწყობილობა TV Link-ის საშუალებით.[7]

გამოსვლისთანავე Supervision-მა ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო (ძირითადად დაბალი ფასის გამო), მიუხედავად იმისა, რომ იგი ტექნიკურად აღემატებოდა მის კონკურენტ Game Boy-ის, უხარისხო ეკრანისა და თამაშების სიმცირის გამო ვერ შეძლო ბაზარზე ფეხის მოკიდება. შედეგად, 1996 წელს მისი წარმოება შეწყდა.[8] საერთო ჯამში სისტემაზე ხელმისაწვდომი იყო 70 თამაში, რომელთა უმეტესობა შეიმუშავა Watara-მა. თუმცა მასზე გამოვიდა მესამე მხარის დეველოპერების თამაშებიც, მათშ შორის: „Travellmate“, „Bon Treasure“, „GTC Inc.“, „Thin Chen Enterprise (Sachen)“ და „Hartung“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Evan Amos (2019). A Photographic History from Atari to Xbox, გვ. 117, გვ. 251. ISBN 101593277431 Invalid ISBN. 
  2. Watara Supervision. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2019.
  3. 3.0 3.1 Watara Supervision. Consoledatabase. ციტირების თარიღი: 28 ააგვისტო, 2019.
  4. 4.0 4.1 Watara Supervision. Allgame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-10. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2019.
  5. Supervision Variations/Clones. consoledatabase.com. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2019.
  6. Retro Console Review: Quickshot / Watara Supervision. RetroCollect (2011-02-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-16. ციტირების თარიღი: 2011-11-06.
  7. WATARA SUPERVISION: A BEGINNER’S GUIDE. racketboy.com. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2019.
  8. East Meets East. Electronic Games Magazine (ნოემბერი, 1993). ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2019.[მკვდარი ბმული]