WISE 0855−0714 (სრული სახელი: WISE J085510.83−071442.5[2]) — (სუბ-)ყავისფერი ჯუჯა 2,31 ± 0,08 პარსეკის (7,53 ± 0,27 სინათლის წელიწადი) მოშორებით დედამიწიდან, რომლის აღმოჩენა 2014 წლის აპრილში კევინ ლუჰმანმა განაცხადა WISE-დან მიღებული მონაცემებით.[1] 2014 წლის მონაცემებით, მას აქვს მესამე ყველაზე მაღალი მახასიათებელი მოძრაობა (8130 ± 22 მაწ/[3]) ბარნარდის ვარსკვლავისა (10300 მაწ/წ) და კაპტეინის ვარსკვლავის (8600 მაწ/წ) შემდეგ. 2014 წლის მონაცემებით, ის აგრეთვე არის მეოთხე ყველაზე დიდი პარალაქსის (433 ± 15 მაწ[3]) მქონე ვარსკვლავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეოთხე ყველაზე ახლოს მყოფი ეგზოპლანეტური სისტემაა მზესთან.[1] ის აგრეთვე ამ ტიპის ყველაზე ცივი ობიექტია ვარსკვლავთშორის სივრცეში, რომლის ტემპერატურა −48-დან −13 °C-მდეა.[1]

WISE J085510.83−071442.5

WISE 0855−0714-ის ცაზე მოძრაობის ხანგრძლივი გადაღების შედეგად მიღებული ფოტოების მიმდევრობა WISE-სა და სპიცერის ტელესკოპებიდან.[1]
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: ჰიდრა
პირდაპირი ასვლა: 08სთ 55წთ 10,83წმ
დახრილობა: -7გრად 14მინ 42,5სეკ
მანძილი: 7,53± 0,26 სინათლის წელიწადი(2,31 ± 0,08 პარსეკი)
მასა: ~3–10 MJup
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Clavin, Whitney; Harrington, J. D. (25 April 2014). „NASA's Spitzer and WISE Telescopes Find Close, Cold Neighbor of Sun“. NASA.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი 2015.
  2. Luhman, K. L. (21 April 2014). „Discovery of a ~250 K Brown Dwarf at 2 pc from the Sun“. The Astrophysical Journal Letters. 786 (2): L18. arXiv:1404.6501. Bibcode:2014ApJ...786L..18L. doi:10.1088/2041-8205/786/2/L18.
  3. 3.0 3.1 Luhman, K. L.; Esplin, T. L. (2014). „A New Parallax Measurement for the Coldest Known Brown Dwarf“. The Astrophysical Journal. 796 (1): 6. arXiv:1409.5899. Bibcode:2014ApJ...796....6L. doi:10.1088/0004-637X/796/1/6.