ბარნარდის ვარსკვლავი
ბარნარდის ვარსკვლავი — ჯუჯა M 5 სპექტრული ტიპის ვარსკვლავი გველისმჭერის თანავარსკვლავედისა. ხილული სიდიდე 9,5, მანძილი მზიდან 1,83 პს. ვარსკვლავებს შორის უდიდესი საკუთარი მოძრაობით (ვარსკვლავის წლიური კუთხური გადაადგილება ცაზე) ხასიათდება, რაც განპირობებულია ვარსკვლავის შედარებითი სიახლოვითა და მისი დიდი სივრცული სიჩქარით. ამიტომ მას ბარნარდის მფრინავ ვარსკვლავსაც უწოდებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 212.