La Via Campesina (ესპ. la vía campesina, გლეხების გზა) ― ფერმერთა საერთაშორისო ორგანიზაცია. დაარსდა 81 ქვეყნის 182 ორგანიზაციის მიერ, 1993 წელს, მონსში, ბელგიაში[1] და აღწერილია, როგორც „საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც კოორდინაციას უწევს აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ევროპის მცირე და საშუალო მწარმოებლთა, სოფლის მეურნეობის მუშების, სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალებისა და ადგილობრივი თემების გლეხთა ორგანიზაციებს“.[3]

La Vía Campesina
აბრევიატურა LVC
შეიქმნა 1993, მონსი, ბელგია
ტიპი არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია
მიზანი გლეხთა საერთაშორისო მოძრაოობა
შტაბ-ბინა ჰარარე, ზიმბაბვე
მდებარეობა მსოფლიო
წევრები 81 ქვეყნის 182 ორგანიზაცია[1]
გენერალური კოორდინატორი ელიზაბეთ მპოფუ
ქვეყანა საფრანგეთი[2]
viacampesina.org

Via Campesina მხარს უჭერს საოჯახო ფერმერობაზე დაფუძნებულ მდგრად სოფლის მეურნეობას. ამ ჯგუფის წყალობით დამკვიდრდა ტერმინინ „სურსათის სუვერენიტეტი“.[3] ორგანიზაცია ატარებს კამპანიებს ფერმერთა უფლებების დასაცავად, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღსაკვეთად, აგრარული რეფორმის გასატარებლად და ზოგადად, გლეხთა უფლებების აღიარებისთვის.[4]

 
     ქვეყნები, რომელთა ორგანიზაციებიც La Vía Campesina-ის წევრები არიან

1980-იანი წლებიდან მთავრობები სოფლის ცხოვრებაში ნაკლებად ერეოდნენ, რამაც გლეხთა ორგანიზაციებზე კორპორატიული კონტროლი შეასუსტა, ხოლო სოფლად ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა.[5] შედეგად, ჯერ ლათინურ ამერიკაში, შემდეგ კი, გლეხთა ეროვნულმა ჯგუფებმა ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებთან დაამყარეს კონტაქტი.[5]

გლეხების უფლებების მოძრაობა 1990-იან წლებში აღზევებულ ახალი უფლებების ადვოკატირების ტალღას შეერწყა. ამ დროიდან, ადამიანის უფლებები განვითარების აგენდას შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გარდა სოციალური და ეკონომიკური უფლებების მოიცვა.[6] გლეხთა მოძრაობა მსოფლიოს მასშტაბით მშრომელთა უფლებების დასაცავად სხვადასხვა ალტერნატივის შემუშავებას ისახავს მიზნად.[6]

ორგანიზაცია 1993 წელს ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აფრიკის ფერმერთა ორგანიზაციების მიერ დაარსდა. დაფუძნების შემდეგ ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმების ურუგვაის რაუნდზე ხელი მოეწერა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებას სოფლის მეურნეობის შესახებ და შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ.[7] ამ შეთანხმებების საპასუხოდ, მსოფლიო მასშტაბით ბევრი ადამიანი ტექნიკურ პრობლემებზე უფრო ფოკუსირდა, ვიდრე საკვების თავისუფლებაზე, განსაკუთრებით, გლობალურ სამხრეთში.[8] გლობალიზაციამ ბევრ ინდუსტრიაზე მოახდინა გავლენა, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზეც.[9] La Vía Campesina-მ მცირე ფერმერებისთვის პლატფორმა შექმნა, რათა გაერკვიათ, რა გავლენას ახდენდა გლობალიზაცია მათ ცხოვრებაზე.[9]

მოძრაობა გაფართოვდა და დღეს საკვებისა და სოფლის მეურნეობის შესახებ გლობალური დიალოგის ნაწილადაა აღიარებული. იგი რამდენიმე საერთაშორისო ფორუმზეა წარმოდგენილი:

Via Campesina ჩართული იყო გაეროს გლეხების უფლებების დეკლარაციის მოლაპარაკებებში,[12] რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2018 წლის დეკემბერში მიიღეს.[13]

ჯილდოები

რედაქტირება

2004 წელს La Vía Campesina-ს Global Exchange-მა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჯილდო გადასცა.[14] 2015 წელს ორგანიზაციას ლათინური ამერიკის აგროეკოლოგიის სამეცნიერო საზოგადოების ჯილდო გადაეცა.[15] 2018 წლის ნოემბერში La Vía Campesina-ს სოლიდარობისთვის ნავარის საერთაშორისო პრემია (Premio Internacional Navarra a la Solidaridad) მიენიჭა.[16]

ორგანიზაცია

რედაქტირება
 
ორგანიზაციის ქალი წევრები VII მსოფლიო სოციალურ ფორუმზე

La Vía Campesina-ს წევრები 81 ქვეყნიდან არიან, რომლებიც 9 რეგიონში ორგანიზდებიან.[9] საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტში ყოველ რეგიონს ერთი კაცი და ერთი ქალი, ხოლო ყოველ კონტინენტს ― ერთი ახალგაზრდა წარმოადგენს, რომლებსაც შესაბამისი რეგიონის წევრი ორგანიზაციები ირჩევენ.[9] მოძრაობის წევრია 182 ლოკალური და ეროვნული ორგანიზაცია, რომლებიც მსოფლიოს 200 მილიონამდე ფერმერს წარმოადგენენ.[9]

მენსერის მიხედვით (2008), La Via Campesina ტრანსნაციონალური მოძრაობის მონაწილეობით დემოკრატიად გარდაქმნისა და წარმატების მაგალითია მისი საორგანიზაციო მოდელისა და სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სახით.[17]

შეხვედრები

რედაქტირება

ყოველი რეგიონის წარმომადგენლები საშუალოდ ოთხ წელიწადში ერთხელ ხვდებიან საერთაშორისო კონფერენციაზე. შეხვედრები ჩატარდა მონსში (1993), ტლასკალაში (1996), ბენგალურუში (2000), სან-პაულოში (2004), მაპუტუში (2008), ჯაკარტასა (2013) და დერიოში (2017).[18] საერთაშორისო სამდივნო მის ცენტრალურ ადგილმდებარეობას საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 1993-996 წლებში სამდივნო ბელგიაში იყო, 1997-2004 წლებში ― ჰონდურასში, 2005-2013 წლებში კი ― ინდონეზიაში.[18] 2013 წლიდან სამდივნო ჰარარეში, ზიმბაბვეში მდებარეობს.[9] ამჟამინდელი გენერალური კოორდინატორი ელიზაბეთ მპოფუა.[19]

ქალთა ჩართულობა

რედაქტირება

მოძრაობის საწყის ეტაპზე გენდერის საკითხი იგნორირებული იყო. მანაგუის დეკლარაციის ― La Via Campesina-ის წინამორბედის ― ხელმოწერისას, რვავე წარმომადგენელი კაცი იყო.[7] გლეხი ქალები უფრო აქტიურად ტლასკალაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩაერთნენ და ქალთა უფლებების საკითხი წამოწიეს წინა პლანზე. შეხვედრაზე ქალთა უფლებებისა და გენდერული საკითხების კომიტეტის შექმნა გადაწყდა, რომელიც საბოლოოდ Vía Campesina-ის ქალთა კომისიის სახით ჩამოყალიბდა.[7] კომისიის წევრი ქალები აქტიურად იყვნენ ჩართული სურსათის სუვერენიტეტის პროექტის მომზადებაში, რომელიც 1996 წლის სურსათის მსოფლიო სამიტზე წარადგინეს.[7]

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  • Desmarais, Annette Aurélie (2007): La Vía Campesina: Globalization and the Power of Peasants, Fernwood Publishing, ISBN 978-0-7453-2704-4
  • Desmarais, Annette Aurélie (2002). „Vía Campesina: Consolidating an International Peasant Movement“. Journal of Peasant Studies. 29 (2): 91–124. doi:10.1080/714003943. S2CID 153878334.
  • Martínez-Torres, María Elena, and Peter M. Rosset, "La Vía Campesina: the birth and evolution of a transnational social movement", Journal of Peasant Studies, 2010

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Members of La Via Campesina as of 2018
  2. https://viacampesina.org/en/write-us/
  3. 3.0 3.1 "Global Small-Scale Farmers' Movement Developing New Trade Regimes", Food First News & Views, Volume 28, Number 97 Spring/Summer 2005, p.2.
  4. Borras Jr., Saturnino M. "La Vía Campesina and its Global Campaign for Agrarian Reform.." Journal of Agrarian Change 8, no. 2/3 (April 2008): 258-289.
  5. 5.0 5.1 Martínez-Torres, María Elena; Rosset, Peter (2010). „La Vía Campesina: the birth and evolution of a transnational social movement“. The Journal of Peasant Studies. 37: 149–175. doi:10.1080/03066150903498804. S2CID 143767689.
  6. 6.0 6.1 Shawki, Noha (2014). „New Rights Advocacy and the Human Rights of Peasants: La Via Campesina and the Evolution of New Human Rights Norms“. Journal of Human Rights Practice. 6 (2): 311. doi:10.1093/jhuman/huu009.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Desmarais, Annette Aurélie (2003). „The Via Campesina: Peasant Women on the Frontiers of Food Sovereignty“. Canadian Woman Studies. 23 (1): 140–145. ISSN 0713-3235.
  8. Hawkes, Shona; Plahe, Jagjit Kaur (2013). „Worlds apart: The WTO's Agreement on Agriculture and the right to food in developing countries“. International Political Science Review. 34 (1): 21–38. doi:10.1177/0192512112445238. S2CID 154496914.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 La Via Campesina: International Peasant's Movement. Organisation. Published 9 Feb. 2011. Retrieved from <http://viacampesina.org/en/index.php/organisation-mainmenu-44 დაარქივებული 2017-07-10 საიტზე Wayback Machine. >
  10. FAO. "La société civile et les biotechnologies", interview of Guy Kastler, La Via Campesina, intervenant de la société civile à l'occasion du Symposium international sur le rôle des biotechnologies agricoles. ციტირების თარიღი: 5 May 2020
  11. UPOV. (5 August 2016) European Coordination Via Campesina (Mr. Guy Kastler), on UPOV. ციტირების თარიღი: 5 May 2020
  12. „UNITED NATIONS: Third Committee approves the UN Declaration on the Rights of Peasants and Other People Working in Rural Areas“. Via Campesina. 20 November 2018. ციტირების თარიღი: 5 May 2020.
  13. A. Wise, Timothy (24 January 2019). „UN Backs Seed Sovereignty in Landmark Peasants' Rights Declaration“. Resilience. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 March 2020. ციტირების თარიღი: 5 May 2020.
  14. Global Exchange Human Rights Awards. Past Honorees. Retrieved from <Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-27. ციტირების თარიღი: 2015-04-13>
  15. La Via Campesina receives award for "tireless struggle in favor of Agroecology" (13 October 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 20 November 2015
  16. "Globalising the struggle also means globalising solidarity and hope" - La Via Campesina, while accepting the XV Navarra International Prize for Solidarity“. Via Campesina English (ინგლისური). 2017-12-07. ციტირების თარიღი: 2018-06-04.
  17. Menser, Michael (2008). „Transnational Participatory Democracy in Action: The Case of La Via Campesina“. Journal of Social Philosophy. 39 (1): 20–41. doi:10.1111/j.1467-9833.2007.00409.x.
  18. 18.0 18.1 La Via Campesina: International Peasant's Movement. Our Conferences. Published 11 Apr. 2014. Retrieved from <http://viacampesina.org/en/index.php/our-conferences-mainmenu-28 დაარქივებული 2017-07-10 საიტზე Wayback Machine. >
  19. La Via Campesina: International Peasant's Movement. La Via Campesina International passes on the torch to Africa. Published 13 Jun. 2013. Retrieved from <http://viacampesina.org/en/index.php/our-conferences-mainmenu-28/6-jakarta-2013/1427-la-via-campesina-international-passes-on-the-torch-to-africa დაარქივებული 2016-03-02 საიტზე Wayback Machine. >
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Via_Campesina&oldid=4534097“-დან