V ანუ ვენდეტა

(გადამისამართდა გვერდიდან V ნიშნავს ვენდეტას)

V ანუ ვენდეტა“ (ინგლ. „V for Vendetta“) — 10 გამოცემისგან შემდგარი კომიქსების სერია. მისი ავტორები არიან ალან მური და ილუსტრატორი დევიდ ლოიდი.

„V ანუ ვენდეტა“
„V for Vendetta“

გამომცემელი ბრიტანეთი
Quality Comics
აშშ
Vertigo (DC Comics)
საფრანგეთი
Delcourt
გამოცემის თარიღი მარტი 1982 - მაისი 1989
რაოდენობა 10
გმირი(ები) V
ივი ჰემონდი
ერიკ ფინჩი
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი ალან მური
მხატვარი(ები) დევიდ ლოიდი
კონტური დევიდ ლოიდი, ტომ უირი
მელანი დევიდ ლოიდი, ტომ უირი
შრიფტი სტივ კრედოკი
ფერი სტივ უიტეკერი, დევიდ ლოიდი, შივონ დოდსი
შემქმნელი(ები) ალან მური, დევიდ ლოიდი
რედაქტორი(ები) კერენ ბერგერი, სკოტ ნიბაკენი
ISBN ISBN 0-930289-52-8

კომიქსში მოქმედება მიმდინარეობს მომავლის ანტიუტოპიურ ბრიტანეთში, 1980-1990-იან წლებში. იდუმალი ნიღბიანი რევოლუციონერი, რომელიც თავს V-ს უწოდებს, აპირებს ტოტალიტარული ხელისუფლების განადგურებას და ღრმა ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებსაც ხვდება.

სერიაში ბრიტანეთი აღწერილია, როგორც ქვეყანა ბირთვული ომის შემდგომ ეტაპზე. უკანასკნელმა გაანადგურა მსოფლიოს დიდი ნაწილი. ამ მომავალში ფაშისტური პარტია Norsefire ოპონენტებს უსწორდება საკონცენტრაციო ბანაკებში და ქვეყანას პოლიციის რეჟიმის სტატუსით მართავს. ანარქისტი V, რომელიც გაი ფოუქსის ნიღაბს ატარებს, იწყებს გულმოდგინე, ძალადობრივ და გამიზნულ დადგმულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მისი პირადი მტრების განადგურებას, მთავრობის გადაყენებას და ადამიანების დარწმუნებას იმაში, რომ საკუთარი თავი თავად უნდა მართონ.

Warner Bros.-მა 2006 წელს გამოუშვა კომიქსის ეკრანიზაცია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება