V.Flash (აგრეთვე ცნობილი როგორც V.Smile Pro) — მეშვიდე თაობის საგანმანათლებლო სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი V.Smile-ის კონსოლების სერიიდან, რომელიც შექმნა და გამოსცა ამერკულმა კომპანია VTech-მა 2006 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში.

V.Flash

VTech-ის ლოგო
სხვა სახელწოდებები V.Smile Pro
მწარმოებელი VTech
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეშვიდე თობის ვიდეო თამაშების კონსოლები
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. 2006[1]
მედია CD-ROM[2]
პროცესორი LSI Logic-ის ARM9
მეხსიერების საცავი მეხსიერების ბარათი
კონტროლერის შეტანა ჯოისტიკი
წინა V.Smile

V.Smile-ისგან განსხვავებით, V.Flash გამოიყენებს 3D კომპიუტერული გრაფიკას და შექმნილია ხუთი წლის ზემოთ ბავშვებისთვის. მასში განთავსებულია 32 ბიტიანი LSI Logic-ის ARM9 ცენტრალური პროცესორი და სათამაშო კარტრიჯის ნაცვლად ძირითად მედია საშუალებად მოიხმარს CD-ROM მოწყობილობას.

V.Flash-ის თამაშების რაოდენობა ძალიან მწირია, საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი არის 9 ერთეული თამაში, ხოლო გრაფიკა არ აღემატება მეხუთე თაობის კონსოლებისას, მაგალითისთვის როგორებიცაა PlayStation და Nintendo 64.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. information about VTech V.Flash, rfgeneration.com, წაკითხვის თარიღი 4 დეკემბერი, 2017
  2. Multimedia Mike. (26 ოქოტმბერი, 2017) Unboxing the VTech V.Flash. Multimedia.cx. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=V.Flash&oldid=3403899“-დან