Trybuna Ludu
Trybuna Ludu (პოლ. Trybuna Ludu; „ხალხის ტრიბუნა“) — პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის ბეჭვდითი ორგანო. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზეთი. გამოდიოდა 1948 წლის 16 დეკემბრიდან. მუშაობა შეწყვიტა 1990 წლის 28 იანვარს. შეიქმნა პოლონეთის სოციალისტური პარტიის „რობოტნიკისა“ (პოლ. Robotnik) და პოლონეთის სახალხო პარტიის „გლოს ლუდუს“ (პოლ. Głos Ludu) გაზეთების შერწყმის შედეგად და ამ პარტიების გაწევრიანებით პოლონეთის გაერთიანებულ მუშათა პარტიაში.
Trybuna Ludu | |
---|---|
ენა: | პოლონური |
სათავო ოფისი: | {{{სათავო ოფისი}}} |
საიტი: | {{{საიტი}}} |
პოლონეთში დემოკრატიული გარდაქმნის პერიოდში გაზეთს ეწოდებოდა „ტრიბუნა კონგრესოვა“ (პოლ. Trybuna Kongresowa). 1981 წლისათვის ტრიბუნა ლუდუს ტირაჟი შეადგენდა 1 მლნ. ეგპემპლარს,[1] 1984 წლისათვის დაახლოებით 800 ათას ეგზემპლარს.[2] პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის დაშლის შემდეგ გაზეთი ოფიციალურად დაიხურა.
მთავარი რედაქტორები
რედაქტირებასახელი | ვადის დაწყება | ვადის დასრულება |
---|---|---|
ლეონ კასმანი | 1948 | 1953 |
ვლადისლავ მატვინი | 1953 | 1957[3] |
ლეონ კასმანი | 1957 | 1967 |
სტანისლავ მოიკოვსკი | 1967 | 1972 |
იუზეფ ბარეცკი | 1972 | 1980 |
ვესლავ ბეკი | 1980 | 1985 |
ეჟი მაიკა | 1985 | 1990 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Poland: Pressing On“. Time. 118 (9). August 31, 1981. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2011. ციტირების თარიღი: August 27, 2011.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 47.
- ↑ Matwin was absent for a short while in 1956. During that time, Roman Werfel, Jerzy Morawski, and Walenty Titkow served as acting chief editors.