Transair Georgia-ს თვითმფრინავის ჩამოგდება
1993 წლის სექტემბერში, სოხუმის მახლობლად, სამი ტუპოლევის გამოშვების ავიალაინერი რომელიც ეკუთვნოდა Transair Georgia-ს ჩამოგდებულ იქნა აფხაზი სეპარატისტების მიერ გაშვებული საჰაერო რაკეტების მოხვედრის შედეგად. საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვმა 136-ს მიაღწია
ზოგადი მონაცემები | |
---|---|
თარიღი | 1993 წლის 21-23 სექტემბერი |
ადგილი | საქართველი, შავი ზღვა |
სულ დაშავებული | ? |
სულ დაღუპული | 136 |
სულ გადარჩენილი | 24 |
პირველი თვითმფრინავი | |
აეროფლოტის კუთვნილი იგივე თვითმფრინავი | |
ტიპი | Tupolev Tu-134 A-3 |
ავიაკომპანია | Transair Georgia |
რეგისტრაცია | CCCP-65893 |
გაჩერება | სოჭის აეროპორტი |
ბოლო გაჩერება | სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი |
მგზავრი | 22 |
ეკიპაჟი | 5 |
დაღუპული | 27 (ყველა) |
გადარჩენილი | 0 |
მეორე თვითმფრინავი | |
აეროფლოტის კუთვნილი იგივე თვითმფრინავი | |
ტიპი | Tupolev Tu-154 B-2 |
ავიაკომპანია | Transair Georgia |
რეგისტრაცია | 4L-85163 |
გამოფრენა | თბილისი |
ბოლო გაჩერება | სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი |
მგზავრი | 120 |
ეკიპაჟი | 12 |
დაშავებული | ? |
დაღუპული | 108 |
გადარჩენილი | 24 |
21 სექტემბერი
რედაქტირებაTu-134 ტიპის თვითმფრინავს, რომელიც სოჭიდან მიფრინავდა სოხუმის ბაბუშარის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და რომელსაც გადაჰყავდა მშვიდობიანი მოქალაქეები, სოხუმის მახლობლად მოხვდა რუსებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ გაშვებული მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა. თვითმფრინავი ჩაეშვა შავ ზღვაში. დაიღუპა ბორტზე მყოფი 22 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთივე წევრი.[1]
22 სექტემბერი
რედაქტირებათბილისიდან სოხუმისაკენ მფრენი Tu-154 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც გადაჰყავდა ქართველი მოხალისეები[2], რუსი სამხედროებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ გაშვებული რაკეტის მოხვედრის შედეგად აფეთქდა სოხუმის აეროპორტში დაჯდომისას, ასაფრენ ბილიკზე. ბორტზე იმყოფებოდა 132 ადამიანი, რომელთაგანაც დაიღუპა 108 მათგანი.[3]
23 სექტემბერი
რედაქტირებაერთ-ერთ თვითმფრინავს, რომელიც უნდა აფრენილიყო ბაბუშარას აეროპორტიდან, მგზავრთა ჩასხდომის პროცესში აფხაზმა სეპარატისტებმა საარტილერიო დანადგარიდან ესროლეს რაკეტა. ავიალაინერს გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა. დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-03. ციტირების თარიღი: 2016-01-12.
- ↑ მიხაილ ჟიროვი, Авиация в абхазском конфликте (ავიაცია აფხაზეთის კონფლიქტში) (რუსული)
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2016-01-12.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-19. ციტირების თარიღი: 2016-01-12.