შავი ზღვის სტავრიდა
(გადამისამართდა გვერდიდან Trachurus mediterraneus)
შავი ზღვის სტავრიდა (ლათ. Trachurus mediterraneus) — თევზი სტავრიდასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის მაქსიმალური სიგრძე 60 სმ აღწევს, ჩვეულებრივ 30 სმ სიგრძისაა. პელაგიური სუბტროპიკული თევზია. გვერდითი ხაზი დაფარულია ძვლოვანი ფირფიტებით. დიდი თავი აქვს. პირი დიდია, სასრული. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ბისკაიის ყურიდან მავრიტანიამდე. გვხვდება მარმარილოს, შავ და აზოვის ზღვებში. მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია.
შავი ზღვის სტავრიდა | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Trachurus mediterraneus | ||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 198645 | ||||||||
|