ტინამუსნაირნი
(გადამისამართდა გვერდიდან Tinamiformes)
ტინამუსნაირნი, ფარულკუდიანები (ლათ. Tinamiformes) — ფრინველთა რიგი. მათი სხეულის სიგრძე 20-53 სმ, მასა 200 გ–1,5 კგ აღწევს. გავრცელებული არიან ამერიკის ტყეებში, ბუჩქნარებსა და ველებზე მექსიკიდან პატაგონიამდე. ფრენა არ უყვართ. ბუდედ იყენებენ მიწაში ამოთხრილ პატარა ორმოებს. დებენ 1–6 (12-მდე) კვერცხს, ინკუბაციის ხანგრძლივობა — 19–20 დღე-ღამე. კრუხობს მამალი. ფორმათა უმრავლესობა პოლიგამურია, ნაწილი - მონოგამიური. აღწერილია 47 თანამედროვე და რამდენიმე ამომწყდარი სახეობა.[1] ტინამუსნაირნი იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით (მწერებით, სხვა უხერხემლოებით, პატარ-პატარა ქვეწარმავლებით). სანადირო ობიექტებია.
ტინამუსნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დიდი ტინამუ (Tinamus major) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Tinamiformes (Huxley, 1872) | ||||||||||||
|
სისტემატიკა
რედაქტირება- Tinamidae — ტინამუსებრნი
- ქვერიგი Tinaminae — ტყის ტინამუები
- ქვერიგი Rhynchotinae — სტეპის ტინამუები
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 720.