The Way I Am (ემინემის სიმღერა)
The Way I Am — რეპერ ემინემის მეორე სინგლი ალბომიდან The Marshall Mathers LP. იგი გამოიცა 2000 წლის 7 აგვისტოს. ისევე როგორც შემდგომში გამოცემული სინგლები, The Way I Am განწყობით შესამჩნევად ბნელია და ემოციურია, ვიდრე მხიარული The Real Slim Shady.
„The Way I Am“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ემინემი | ||||
ალბომიდან The Marshall Mathers LP და Curtain Call: The Hits | ||||
B-მხარე |
Kids 97 Bonnie & Clyde Steve Berman | |||
გამოსვლის თარიღი | 7 აგვისტო 2000 | |||
ჟანრი | ჰარდკორ ჰიპ-ჰოპი | |||
ხანგრძლივობა | 4:44 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Aftermath/Interscope | |||
პროდიუსერი | ემინემი | |||
ემინემი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
ისტორია
რედაქტირებასაგულისხმოა, რომ The Way I Am-ის პროდიუსერი მთლიანად ემინემია. მას ეკუთვნის სახასიათო ბასის არანჟირება, ფორტეპიანოს მელოდიის პროგრამირება და სხვა. სიმღერაში ემინემი აკრიტიკებს ხალხს, რომელიც მას სტრესის ქვეშ ამყოფებს - შეშლილ თაყვანისმცემლებს და ხმისჩამწერი ლეიბლების წარმომადგენლებს. ამ უკანასკნელებს იგი განსაკუთრებით დასცინის იმის გამო, რომ მისგან მხოლოდ My Name Is-ის წარმატებას მოითხოვენ. სიმღერის სტრიქონების წარმოთქმისას იგი თითქმის უყვირის ამ სიტყვებს.
სიმღერის რემიქსი დენი ლონერმა მოამზადა. მასში მოწვეული შემსრულებლის სახით გამოჩნდა მერილინ მენსონი (რომელიც ასევე ნახსენებია სიმღერაში და ემინემთან ერთად გამოვიდა სიმღერის კლიპში და რამდენიმე კონცერტზეც).
ბრიტანული სინგლების ჩარტში სინგლმა #8 პოზიცია დაიკავა, თუმცა აშშ-ში არც თუ დიდი წარმატებით სარგებლობდა. 2005 წელს იგი გამოვიდა კრებულზე Curtain Call: The Hits.
2008 წელს გამოვიდა ემინემის ავტობიოგრაფია The Way I Am.
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებასიმღერის მუსიკალურ ვიდეოში ჟღერს ემინემის Kim-ის ნაწყვეტი და სტუდიურ ალბომზე ჩაწერილი სახუმარო ნომრის Steve Berman ნაწილი. ვიდეო იწყება ემინემით, რომელიც აპირებს მაღალი შენობიდან გადმოხტომას. საბოლოოდ, იგი ხტება და მთელი კლიპის მსვლელობისას ჰაერში მოფრინავს, სანამ არ ეცემა მიწაზე (იგი უვნებელი რჩება). სხვა კადრებში ემინემთან ერთად ჩნდება მერილინ მენსონი (რომელიც ნახსენებია ერთ-ერთ სტრიქონში). კლიპის რამდენიმე კადრი ასახავს ემინემის საკუთარ ფანებთან ურთიერთობას. 2000 წელს ჟურნალმა Complex ეს ვიდეორგოლი დაასახელა საუკეთესოთა სიაში #19 ადგილზე.[1]
სიმღერები
რედაქტირება# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერი(ები) | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „The Way I Am“ | იანგი, მაზერსი | ემინემი | 4:53 |
2. | „Kids“ (სრული ვერსია) | მაზერსი, ბასი, ბასი, კინგი | Bass Brothers, ემინემი | 5:07 |
3. | „'97 Bonnie & Clyde“ | მაზერსი, ბასი, ბასი | Bass Brothers, Eminem | 5:17 |
4. | „Steve Berman“ (ხუმრობა) | 0:56 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-20. ციტირების თარიღი: 2010-07-27.