The Real Slim Shady
The Real Slim Shady — რეპერ ემინემის სინგლი ალბომიდან The Marshall Mathers LP. იგი გამოიცა სინგლის სახით, 2000 წელს. ეს არის ემინემის პირველი სინგლი ამ ალბომიდან.
„The Real Slim Shady“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ემინემი | ||||
ალბომიდან The Marshall Mathers LP და Curtain Call: The Hits | ||||
გამოსვლის თარიღი | 16 მაისი 1999 | |||
ჟანრი | ჰიპ-ჰოპი, კომედიური რეპი | |||
ხანგრძლივობა | 04:47 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Aftermath/Interscope | |||
პროდიუსერი | Dr. Dre, მელ-მენი | |||
ემინემი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
ანოტაცია
რედაქტირებაThe Real Slim Shady თავდაპირველად არ იყო განკუთვნილი ალბომში შესატანად, ვინაიდან იგი დაიწერა ალბომის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე. სინამდვილეში, დაგეგმილი იყო პირველი სინგლის სახით სიმღერის Who Knew გამოცემა.
სიმღერაში ძირითადად ჟღერს კრიტიკა იმ პერიოდის პოპ-სამყაროს მისამართით. ცალკე შემთხვევებში ამან ამა თუ იმ პიროვნების მხრიდან აღშფოთება გამოიწვია:
- პამელა ანდერსონი - შეურაცხყოფილი იყო სიმღერაში და მის მუსიკალურ ვიდეოში გამოტანილი მისი პირადი ცხოვრების განხილვით (სტრიქონით, სადაც ნახსენებია, თუ როგორ ექცეოდა მას მეუღლე, ტომი ლი).
- სიმღერაში ემინემი აგრძელებს ცნობილ სინგლში My Name Is გაჟღერებულ სტრიქონს And Dr. Dre said... (Dre-მ თქვა). მასში Dr.Dre პასუხად ეუბნება - Slim Shady, you're a basehead., თუმცა სინგლში The Real Slim Shady იგი არაფერს ამბობს და ემინემიც ხუმრობით აუწყებს მსმენელს, რომ რეპერი სინამდვილეში მის სახლშია გამოკეტილი (And Dr. Dre said—nothing, you idiots/Dr. Dre's dead, he's locked in my basement.).
- ემინემი ხუმრობს ტომ გრინის თემაზე, რომელიც ტელეეთერში მკვდარ ცხენირემზე ხუმრობდა.
- ასევე ტექსტში მოხვდა უილ სმითი, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ საკუთარი ჩანაწერების გასაყიდად სულ არ აპირებს მკვლელობებზე ტექსტების შესრულებას ან უცენზურო სიტყვების გამოყენებას. ემინემი ამ სიმღერაში თამამად უსვამს ამ ფაქტს ხაზს (Will Smith don't gotta cuss in his raps to sell records/well, I do. So fuck him, and fuck you too).
- კლიპში ემინემი ბრიტნი სპირსის პიროვნებას და გრემის დაჯილდოებასაც აკრიტიკებს. (You think I give a damn about a Grammy?/Half of you critics can't even stomach me, let alone stand me/But Slim, what if you win, wouldn't it be weird?/Why? So you guys could just lie to get me here?/So you can sit me here, next to Britney Spears?).
- კრისტინა აგილერა ასევე იქცა ბოროტი ხუმრობის ობიექტად - ტექსტის მიხედვით იგი კარსონ დელისთან (MTV-ს წამყვანთან) ორალური სექსით იყო დაკავებული.
- 'N Sync-ის და სხვა ბოიბენდების მისამართით გაჟღერებული სტრიქონია I'm sick of you, little girl and boy groups, all you do is annoy me/so I have been sent here to destroy you..
სიმღერის მისამღერში ემინემი ხაზს უსვამს, თუ რატომ გახდა ასეთი პოპულარული: მე ვარ სლიმ შეიდი, თქვენ კი მხოლოდ ცდილობთ, განასახიეროთ (I'm Slim Shady, yes I'm the real Shady/All you other Slim Shadys are just imitating/So won't the real Slim Shady please stand up, please stand up, please stand up?).
სიმღერები
რედაქტირება# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერები | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „The Real Slim Shady“ | იანგი, მაზერსი, ელიზონდო, კოსტერი | Dr. Dre, მელ-მენი | 4:45 |
2. | „Bad Influence“ | მაზერსი, ბასი, ბასი | ემინემი, Bass Brothers | 3:40 |
3. | „My Fault“ (რემიქსი) | მაზერსი, ბასი, ბასი | ემინემი, Bass Brothers | 3:36 |