The Bravery (ინგლ. გულადობა) — ამერიკული როკ ჯგუფი ნიუ-იორკიდან. ჯგუფის მუსიკა არის ინდი-როკისა და ელექტრუნიკის ნაზავი, რამაც ამერიკულ ჩარტებში მეათე ხოლო ინგლისურში მეხუთე ადგილს მიაღწია.

The Bravery

ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი ინდი როკი ელექტრონული მუსიკა პოსტ პანკი
აქტიური 2003 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Island Records
წევრები სემ ენდიკოტი, ჯონ კონვეი, მაიკლ ზაკარინი, მაიკ ჰინდერტი, ენტონი ბურულსიჩი.
საიტი thebravery.com
The Bravery ვიკისაწყობში

ფრონტმენი და სიმღერების ავტორი სემ ენდიკოტი და კეიბორდისტი ჯონ კონვეი კლასელები იყვნენ. მათი მუსიკალური ურთიერთობა არცთუისე ხელსაყრელად დაიწყო სკა პანკ ჯგუფში "Skabba the Hut" დაკვრით. სემი ბასზე უკრავდა ხოლო ჯონი კეიბორდზე. აღსანიშნავია რომ "Skabba the Hut" ში უკრავდა ფილმის CSI: Miami ვარსკვლავი ჯონათან ტოგო. კლასელებმა ჯგუფი დატოვეს და მრავალ სხვადასხვა new wave ჯგუფებში ერთად დაკვრის შემდეგ ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს. ენდიკოტმა ბას გიტარიდან ვოკალში გადაინაცვლა და სიმღერების წერა დაიწყო. ჯგუფს შეუერთდნენ გიტარისტი მაიკლ ზაკარინი და ბასისტი მაიკ ჰინდერტი (ზაკარინი და ჰინდერტი კურსელები იყვნენ ). დრამერი ენტონი ბურულსიჩი ნიუ იორკში ბოსტონიდან ახალი ჩასული იყო როცა მას სემი დაუკავშირდა (ბურულსიჩი მანქანას ატარებდა როცა სემმა დაუძახა) ენტონის და სემს საერთო მეგობრები ჰყავდათ ჯგუფიდან Bishop Allen.

დასაწყისი

რედაქტირება

ჯგუფმა The Bravery კონცერტების გამართვა ბრუკლინში Stinger Club ში დაიწყო. შოუებზე ხალხის მისაზიდად წევრებმა დაბეჭდეს ათასი პოსტერი და შექმნეს სამი "სემპლერი". პოსტერები და დისკები ბიჭებმა თვითონვე გაავრცელეს ხალხში. ჯგუფი თავის თავის პოპულარიზებას ინტერნეტითაც ცდილობდა. Bravery იყო ერთ-ერთი პირველი ჯგუფი რომელსაც MySpace ში პროფილი ჰქონდა. პატარა კლუბებში რამდენიმე თვიანი გამოსვლის შემდეგ ჯგუფმა კლუბ Arlene’s Grocery ში დაიმკვიდრა ადგილი სადაც სამშაბათობით გამოდიოდა. კონცერტები ანშლანგით მიდიოდა და Bravery მ ბევრი ლეიბლის ყურადღება მიიპყრო. ამავე პერიოდში ჯგუფის სიმღერა პირველად გაჟღერდა რადიოში. მალე ბრეივერის სიმღერა "An Honest Mistake" 3 პრესტიჟულ რადიოში ისმოდა, ნიუ იორკში კონცერტები წარმატებით ტარდებოდა და ჯგუფის ფანების რაოდენობაც ნელ-ნელა იზრდებოდა და 2004 წლის აგვისტოში ჯგუფი 2 ლეიბლს Island Def Jam (ამერიკა)ს და Loog Records (ინგლისი) ს შეუერთდა.

ნოემბერში ბრეივერი ლონდონის ერთ-ერთ ნაწილში Stoke Newington ში გადავიდა. სადაც მეტრო კლუბ "SOHO" დაიწყო გამოსვლა. სოჰოში გამოსვლებს შორის ჯგუფი ტურებს აწყობდა დიდ ბრიტანეთში საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. გარდა ამისა The Bravery მონაწილეობდა ჯგუფების Yeah Yeah Yeahs და Razorlight შოუებში. ამ პერიოდში Loog Records მა გამოუშვა Unconditional EP, (შეზღუდული ვერსია) რომელშიც სამი სიმღერა შედიოდა. “Unconditional,” “No Brakes,” და “Out Of Line.” ბრეივერის სატელევიზიო დებიუტი შოუში Later With Jools Holland შედგა. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საახალწლო შოუში "Motherfucker Party" სადაც ბასისტი მაიკ ჰინდერტი კინაღამ დაიჭირეს სტრიპტიზის გულისთვის.

პირველი ალბომი (The Bravery)

რედაქტირება

სადებიუტო ალბომის პირველი სინგლი An Honest Mistake 2005 წლის 28 თებერვალს გამოუშვეს. სიმღერამ №7 ადგილი დაიკავა დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტებში და №12 ამერიკის შეერთებული შტატების თანამედროვე როკის ჩარტში (Modern Rock Chart). ალბომი The Bravery გამოშვებული იქნა 2005 წლის თოთხმეტ მარტს დიდ ბრიტანეთში ოცდაცხრა მარტს აშშში 4 აპრილს ევროპაში და 4 მაისს ავსტრალიაში. მის გარეკანად გამოსახული იყო C. Finley ს ნახატი “Phoenix”.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Bravery&oldid=4713557“-დან