Tapwave Zodiac

პორტატიული სათამაშო კონსოლი

Tapwave Zodiacმეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია Tapwave-ის მიერ. დაანონსდა 2003 წლის მაისში, ხოლო გაყიდვები დაიწყო იმავე წლის ოქტომბერში.[1]

სახელწოდების გარეშე

The Zodiac, ალუმინის კორპუსში
მწარმოებელი Tapwave
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი/PDA
თაობა მეექვსე თაობა
შეწყდა 26 ივლისი, 2005 (2005-07-26)
ოპერაციული სისტემა Palm OS
პროცესორი 200 მჰც Motorola i.MX-1 ARM9
მეხსიერება 10 მბ DRAM
მეხსიერების საცავი 32 მბ (Zodiac 1)
128 მბ (Zodiac 2)
კავშირი Wi-Fi, Infrared, Bluetooth, USB 2.0
ყველაზე გაყიდვადი თამაში „Warfare Incorporated“

სისტემა გათვლილი იყო 18-34 წლამდე აუდიტორიისთვის და გააჩნდა მუსიკის მოსმენის, ფოტოს დათვალიერებისა და ვიდეოების ნახვის შესაძლებლობა.

თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო Zodiac-ის ორი მოდელი, Zodiac 1 (32მბ, 299 აშშ დოლარი) და Zodiac 2 (128მბ, 399 აშშ დოლარი). მასზე გამოვიდა ისეთი ცნობილი თამაშები როგორებიცაა „Tony Hawk's Pro Skater 4“ (Activision); „Mototrax“ (Activision); „Spy Hunter“ (Midway); „Madden NFL 2005“ (EA/MDM); „Doom II“ (id Software); „Golden Axe III“ და „Altered Beast“ (Sega); „Warfare Incorporated“ (Handmark); და „Duke Nukem Mobile“ (3D Realms/MachineWorks).

კონსოლი წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულად. ეს გამოწვეული იყო არასაკმარისი დაფინანსებით, აგრეთვე Sony-ს PlayStation Portable-ისა და Nintendo DS-ის მხრიდან ძლიერი კონკურენციით. Tapwave Zodiac-ის წარმოება შეწყდა 2005 წლის 25 ივლისს.[2][3]

კონსოლს წილად ხვდა უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. მას აგრეთვე გადაეცა უამრავი ჯილდო, მათ შორის „წლის 10 საუკეთესო გაჯეტი“ (Stuff“), „Fetish Award“ „Wired“), Best of What’s New Award '(„Popular Science“)[4] „რედაქტორთა არჩევანი“ (CNET), „2004 Next Gear Innovations Award“ („PC World“), „2003 წლის ყველაზე ინოვაციური ჯიბის კომპიუტერი“ („Handheld Computing“),[5] „2003 წლის საუკეთესო მოწყობილობა“ („Time“),[6] 2003 წლის საუკეთესო პროდუქტი („Business Week“) და სხვა.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Описание презентации Mobile Gaming: Riding the Next Wireless Wave. MIT/Stanford Venture Lab (2003-10-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-04-04.
  2. Tapwave Zodiac выходит из игры. iXBT.com (2005-07-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-26. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  3. Tapwave-ის ოფიციალური საიტი დაარქივებული Internet Archive-ის მიერ
  4. Tapwave Zodiac — Gadgets. Best of What's New 2003. Popular Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-12-05. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  5. Handheld Computing Magazine names Best Products of the Year. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-10-16. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  6. Wilson Rothman. (17 ნოემბერი, 2003) Best Gear 2003 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-27. ციტირების თარიღი: 24 აგვსიტო, 2020.
  7. The Best Products Of 2003: Handheld Doom — Tapwave Zodiac en. BusinessWeek. Bloomberg (15 დეკემბერი, 2003).