RAPPIST-1D (აგრეთვე ცნობილი როგორც 2MASS J23062928-0502285D) — სავარაუდოდ კლდოვანი პლანეტა, რომელიც ბრუნავს ულტრაცივი ჯუჯა ვარსკვლავის, TRAPPIST-1-ის სასიცოცხლო ზონაში ან სასიცოცხლო ზონის ოდნავ გარეთ. პლანეტა აღმოჩენილია ტრანზიტული მეთოდით. Trappist-1D არის დედამიწის ზომის პლანეტა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი მასა და რადიუსი დაახლოებით იგივეა რაც დედამიწის. მისი წონასწორობის ტემპერატურა დაახლოებით არის 288 K (15 °C; 59 °F). პლანეტის რადიუსია დაახლოებით 0,772 R⊕. მისი მასა უკვე დადგენილია და უნდა იყოს 0.41 M⊕. ეს მონაცემები იძლევა შეფასდეს მისი გრავიტაცია და ის დაახლოებით შეადგენს დედამიწის გრავიტაციის 69 პროცენტს.

TRAPPIST-1d, მხატვრის წარმოსახვა

თავდაპირველად ეს პლანეტა ორჯერ დიდი ეგონათ, რადგან შეცდომით ორ პლანეტას თვლიდნენ ერთად.[1]

Trappist-1D ორბიტალური პერიოდი დაახლოებით 4,05 დღეა, რაც იმას ნიშნავს რომ პლანეტა თავის დედა ვარსკვლავის გარშემო ერთ სრულ ბრუნს 4.05 „დედამიწურ“ დღეს ანდომებს. პლანეტა სავარაუდოდ არის გრავიტაციულად ჩაჭერილი დედა ვარსკვლავის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის ერთი მხრიდან „უყურებს“ თავის დედა ვარსკვლავს. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ პლანეტის გარკვეულ ადგილებში იყოს წყალი თხევად მდგომარეობაში (დაახლოებით 273 K (0 °C; 32 °F). პლანეტამ წყალი სავარაუდოდ სისტემის ფორმირების პირველი რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში დაკარგა. [2]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=TRAPPIST-1d&oldid=4672327“-დან