TRAPPIST-1
TRAPPIST-1 (ასევე ცნობილია როგორც 2MASS J23062928-0502285[1]) — 40 სინათლის წლის დაშორებით მდებარე ვარსკვლავური სისტემა, რომლის გარშემოც 7 კლდოვანი პლანეტა ბრუნავს. ვარსკვლავური სისტემა მდებარეობს მერწყულის თანავარსკვლავედში.[2][3] ნასამ აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე გამოაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.[3] NASA-მ აღნიშნული აღმოჩენა გააკეთა სპიცერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით. სპიცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოჩენისთვის ტრანზიტული მეთოდი გამოიყენა.[3]
დაკვირვების მონაცემები | |
---|---|
ეპოქა: | J2000.0 |
მანძილი: | 39.5 ± 1.3 სინ. წელი (12.1 ± 0.4 პკ) |
მასა: | 0,08 ± 0,009 |
რადიუსი: | 0,114 ± 0,006 |
სიკაშკაშე: | 0,000525 ± 0,000036 |
ტემპერატურა: | 2550 ± 55 |
მეცნიერთა შეფასებით, სამი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში იმყოფება და შესაბამისად, თხევადი წყალიც არსებობს, რაც სიცოცხლის არსებობის წინაპირობაა.[3]
სისტემაში მდებარე ერთ-ერთი პლანეტა გრავიტაციულადაა ჩაჭერილი თავის დედა-ვარსკვლავთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სულ ერთი სახით უყურებს ვარსკვლავს.[3]
სამი პატარა პლანეტა წითელ ჯუჯასთან ძალიან ახლოს მოძრაობს (მზესა და დედამიწის მანძილის 1%-ით, 1,5%-ით და 5%-ით). წელიწადი უახლოეს პლანეტაზე მხოლოდ დედამიწის 1,5 დღე გრძელდება, მეორეზე 2,4 დედამიწის დღე. რაც შეეხება მესამე პლანეტას, მისი ორბიტა ცოტა გაურკვეველია. მეცნიერთა შეფასებით, მისი ორბიტალური პერიოდი 4,5-7,3 დედამიწის დღეა.[3] რაც შეეხება დედა-ვარსკვლავს, იგი წითელი ჯუჯაა.[3]
მისი მასა მზის მასის 8%-ია, ხოლო რადიუსი 11%. მისი ზედაპირის ტემპერატურა 2277 გრადუსი ცელსიუსია და დაახლოებით 500 მილიონი წლისაა. შედარებისთვის, ჩვენი მზე 4,6 მილიარდი წლისაა და ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5727 გრადუსი ცელსიუსია. ასეთი მასის გამო, წითელ ჯუჯებს 4-5 ტრილიონ წელიწადს შეუძლიათ არსებობა. თავდაპირველად, აღნიშნულ სისტემაში ორი პლანეტა იყო აღმოჩენილი.[3]
TRAPPIST-1 პლანეტური სისტემა [4] [5] | ||||||
კომპანიონი
(ვარსკვლავიდან დაშორებით) |
მასა | დიდი ნახევარღერძი (აე) | ორბიტალური პერიოდი (დღეები) | ექსცენტრისიტეტი | დახრილობა | რადიუსი |
b | 0.85±0.72 M⊕ | 0.01111 | 1.51087081 ± 0.00000060 | < 0.081 | 89.65 ± 0.25° | 1.086 ± 0.035 R⊕ |
c | 1.38±0.61 M⊕ | 0.01522 | 2.4218233 ± 0.0000017 | < 0.083 | 89.67 ± 0.17° | 1.056 ± 0.035 R⊕ |
d | 0.41±0.27 M⊕ | 0.021 ± 0.006 | 4.049610 ± 0.000063 | < 0.070 | 89.75 ± 0.16° | 0.772 ± 0.030 R⊕ |
e | 0.62±0.58 M⊕ | 0.028 | 6.099615 ± 0.000011 | < 0.085 | 89.86 ± 0.11° | 0.918 ± 0.039 R⊕ |
f | 0.68±0.18 M⊕ | 0.037 | 9.206690 ± 0.000015 | < 0.063 | 89.680 ± 0.034° | 1.045 ± 0.038 R⊕ |
g | 1.34±0.88 M⊕ | 0.045 | 12.35294 ± 0.00012 | < 0.061 | 89.710 ± 0.025° | 1.127 ± 0.041 R⊕ |
h | უცნობია (სავარაუდოდ <1) M⊕ | 0.063+0.027
−0.013 |
20+15
−6 |
უცნობია | 89.80 ± 0.07° | 0.755 ± 0.034 R⊕ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2MASS J23062928-0502285
- ↑ Where is TRAPPIST-1? How long would it take to get to TRAPPIST-1 from Earth?
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 რა აღმოაჩინა NASA-მ? პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
- ↑ http://www.eso.org/public/archives/releases/sciencepapers/eso1615/eso1615a.pdf
- ↑ http://www.eso.org/public/archives/releases/sciencepapers/eso1706/eso1706a.pdf