t-კვარკი
t-კვარკი, ტოპ-კვარკი, უმაღლესი კვარკი (ინგლ. Top quark < top — „ჭერი“ ან ინგლ. Truth quark < truth — „ჭეშმარიტი“; აღნიშვნა: t) — ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი, კვარკი. შედის ფერმიონების მესამე თაობის ჯგუფში, აქვს მუხტი +(2/3)e.
ინგლ. Top (truth) quark | |
---|---|
შემადგენლობა | ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი |
ოჯახი | ფერმიონი |
ჯგუფი | კვარკი |
თაობა | მესამე |
მონაწილეობს ურთიერთქმედებებში | ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული |
სიმბოლო | t |
ანტინაწილაკი | t-ანტიკვარკი (t) |
თეორიულად დაამტკიცა |
მაკოტო კობაიაში ტოშიჰიდე მასკავა (1973) |
აღმოჩენილია | CDF და DØ collaborations (1995) |
მასა | გევ/c² |
იშლება |
b-კვარკი (99.8%) s-კვარკი (0.17%) d-კვარკი (0.007%) |
მუხტი | |
მუხტის ფერადობა | r, g, b |
სპინი | |
სუსტი იზოსპინი | LH: , RH: 0 |
სუსტი ჰიპერმუხტი | LH: , RH: |
როგორც ყველა კვარკი, ის მონაწილეობს ოთხივე სახის ურთიერთქმედებაში: ძლიერში, სუსტში, ელექტრომაგნიტურსა, გრავიტაციულში. ცოდნის ამჟამინდელ დონეზე, t-კვარკი არის უსტრუქტურო ნაწილაკი, ანუ ფუნდამენტური, ისევე როგორც სხვა კვარკები და ლეპტონები.
მესამე თაობის კვარკების არსებობა, მათ შორის b- და t-კვარკები, იწინასწარმეტყველეს 1973 წელს მაკოტო კობაიაშიმ და ტოშიჰიდე მასკავამ CP-სიმეტრიის დარღვევის ფენომენის ასახსნელად.[1]
t-კვარკის ძიება დაახლოებით 20 წელი გაგრძელდა.[2] იგი აღმოაჩინეს 1994-1995 წლებში ამერიკულ ფერმილაბის ლაბორატორიაში ტევატრონის კოლაიდერის ექსპერიმენტებში CDF[3] და D0[4] თანამშრომლობით. ექსპერიმენტული მონაცემების უმეტესობა დაგროვდა 1994 წელს. CDF და D0 თანამშრომლობის ნაშრომები, რომლებიც აღმოჩენაზე აცხადებდნენ პრეტენზიას, გადაეგზავნა ჟურნალ Physical Review Letters-ს 1995 წლის 26 თებერვალს. სტატიების შინაარსი არ იყო გამჟღავნებული აღმოჩენის ოფიციალურ განცხადებამდე, რომელიც მოხდა 1995 წლის 2 მარტს ფერმილაბის სემინარზე.
დიდი ადრონული კოლაიდერის გაშვებამდე, ტევატრონი იყო ერთადერთი ექსპერიმენტული კომპლექსი მსოფლიოში, სადაც წყვილი t-კვარკების წარმოება შეიძლებოდა. პროტონ-ანტიპროტონული წყვილის შეჯახების ენერგია ამ ამაჩქარებლის მასის ცენტრში შეადგენს 1.96 ტევ. ამ ენერგიაზე წარმოიქმნება t-კვარკისა და t-ანტიკვარკის წყვილი 7 პიკობარნის ფართობზე, რაც შეესაბამება სტანდარტული მოდელის პროგნოზს (6.7-7.5 პიკობარნი t-კვარკის მასისთვის 175 გევ/ც2).
t-კვარკის აღმოჩენამ, რომლის მრავალი თვისება ნაწინასწარმეტყველი იყო სტანდარტული მოდელით, საბოლოოდ დაადასტურა კვარკების რეალობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Боос Э. Э., Брандт О., Денисов Д., Денисов С. П., Граннис П. Top-кварк (к 20-летию открытия) // Успехи физических наук. — Российская академия наук, 2015. — Т. 185. — С. 1241—1269. — doi:10.3367/UFNr.0185.201512a.1241.
- Andrea Giammanco. Single top quark production at the LHC (англ.) // Reviews in Physics. — 2016. — Vol. 1. — P. 1—12. — doi:10.1016/j.revip.2015.12.001.
- Giorgio Cortiana. Top-quark mass measurements: Review and perspectives (англ.) // Reviews in Physics. — 2016. — Vol. 1. — P. 60—76. — doi:10.1016/j.revip.2016.04.001.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Пескин М., Шрёдер Д. . Введение в квантовую теорию поля. — Ижевск: НИЦ «Регулярная и хаотичная динамика», 2001. — 784 с. — ISBN 5-93972-083-8. — С. 681.
- ↑ Боос Э. Э., Брандт О., Денисов Д., Денисов С. П., Граннис П. Top-кварк (к 20-летию открытия) // Успехи физических наук. — Российская академия наук, 2015. — Т. 185. — С. 1241—1269
- ↑ Abe F. et al. Observation of Top Quark Production in ppbar Collisions with the Collider Detector at Fermilab (англ.) // Physical Review Letters : journal. — 1995. — Vol. 74, no. 14. — P. 2626—2631.
- ↑ Abachi S. et al. Search for High Mass Top Quark Production in ppbar Collisions at s½ = 1.8 TeV (англ.) // Physical Review Letters : journal. — 1995. — Vol. 74, no. 13. — P. 2422—2426