s-კვარკი, უცნაური კვარკი (ინგლ. Strange quark < Strange — „უცნაური“; აღნიშვნა: s) — ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი, კვარკი. შედის ფერმიონების მეორე თაობის ჯგუფში, აქვს მუხტი +(2/3)e.

s-კვარკი
ინგლ. Strange quark

კაონის სტრუქტურა შემდგარი ერთი u-ანტიკვარკისა და ერთი s-კვარკისაგან
შემადგენლობა ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი
ოჯახი ფერმიონი
ჯგუფი კვარკი
თაობა მეორე
მონაწილეობს ურთიერთქმედებებში ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული
სიმბოლო s
ანტინაწილაკი s-ანტიკვარკი (s)
თეორიულად დაამტკიცა მიურეი გელ-მანი (1964)
ჯორჯ ცვაიგი (1964)
აღმოჩენილია SLAC (1968)
მასა მევ/c²
იშლება u-კვარკი
მუხტი
მუხტის ფერადობა r, g, b
სპინი
სუსტი იზოსპინი LH: , RH: 0
სუსტი ჰიპერმუხტი LH: , RH:

როგორც ყველა კვარკი, ის მონაწილეობს ოთხივე სახის ურთიერთქმედებაში: ძლიერში, სუსტში, ელექტრომაგნიტურსა, გრავიტაციულში. ცოდნის ამჟამინდელ დონეზე, s-კვარკი არის უსტრუქტურო ნაწილაკი, ანუ ფუნდამენტური, ისევე როგორც სხვა კვარკები და ლეპტონები.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი უცნაური ნაწილაკი (კაონი) აღმოაჩინეს 1947 წელს, თავად უცნაური კვარკის (და u- და d-კვარკების) არსებობა მხოლოდ 1964 წელს დაადგინეს მიურეი გელ-მანმა და ჯორჯ ცვაიგმა, რათა აეხსნათ ჰადრონის კლასიფიკაციის რვაჯერადი გზა. კვარკების არსებობის პირველი მტკიცებულება 1968 წელს მიღებულ იქნა სტენფორდის ხაზოვანი ამაჩქარებლის ცენტრში ღრმა არაელასტიური გაფანტვის ექსპერიმენტების შედეგად. ამ ექსპერიმენტებმა დაადასტურა u- და d-კვარკებისა და ასევე უცნაური კვარკების არსებობა, რადგან მათი არსებობა აუცილებელი იყო „რვამაგი გზის“ თეორიის ასახსნელად.

ლიტერატურა

რედაქტირება