b-კვარკი
b-კვარკი, უდაბლესი კვარკი (ინგლ. Bottom quark < Bottom — „უდაბლესი“ ან ინგლ. Beauty quark < Beauty — „მომხიბლავი“; აღნიშვნა: b) — ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი, კვარკი. შედის ფერმიონების მესამე თაობის ჯგუფში, აქვს მუხტი −(1/3)e.
ინგლ. Bottom (beauty) quark | |
---|---|
შემადგენლობა | ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი |
ოჯახი | ფერმიონი |
ჯგუფი | კვარკი |
თაობა | მესამე |
მონაწილეობს ურთიერთქმედებებში | ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული |
სიმბოლო | b |
ანტინაწილაკი | b-ანტიკვარკი (b) |
თეორიულად დაამტკიცა |
მაკოტო კობაიაში ტოშიჰიდე მასკავა (1973) |
აღმოჩენილია | ლეონ მაქს ლედერმანი (1977) |
მასა |
გევ/c² გევ/c² |
იშლება | c-კვარკი ან u-კვარკი |
მუხტი | |
მუხტის ფერადობა | r, g, b |
სპინი | |
სუსტი იზოსპინი | LH: , RH: 0 |
სუსტი ჰიპერმუხტი | LH: , RH: |
როგორც ყველა კვარკი, ის მონაწილეობს ოთხივე სახის ურთიერთქმედებაში: ძლიერში, სუსტში, ელექტრომაგნიტურსა, გრავიტაციულში. ცოდნის ამჟამინდელ დონეზე, b-კვარკი არის უსტრუქტურო ნაწილაკი, ანუ ფუნდამენტური, ისევე როგორც სხვა კვარკები და ლეპტონები.
მესამე თაობის კვარკების არსებობა, მათ შორის b- და t-კვარკები, იწინასწარმეტყველეს 1973 წელს მაკოტო კობაიაშიმ და ტოშიჰიდე მასკავამ CP-სიმეტრიის დარღვევის ფენომენის ასახსნელად.[1] ეს პროგნოზი ექსპერიმენტულად დადასტურდა 1977 წელს ფერმილაბის ლაბორატორიაში (E288 ექსპერიმენტი პროტონების შეჯახების შესასწავლად, ლეონ ლედერმანის და სხვების ხელმძღვანელობით): ამ ექსპერიმენტში აღმოაჩინეს — იფსილონის ნაწილაკი — b-კვარკითა და b-ანტიკვარკით შედგენილი ვექტორული ϒ-მეზონი. თითქმის მაშინვე მოჰყვა სისტემის აღგზნებული მდგომარეობის: მეზონური რეზონანსების , და აღმოჩენა.[2][3]
პროცესებს, რომლებიც ხდება b-კვარკის მონაწილეობით, სწავლობს ე. წ. „B-ფიზიკა“. ვინაიდან b-კვარკის დაშლა მსუბუქი არომატის კვარკებად ძლიერად ითრგუნება და მიმდინარეობს ძირითადად სუსტი ურთიერთქმედების შედეგად, ამ ნაწილაკების შემცველ სისტემებში შეინიშნება მრავალი საინტერესო პროცესი — კერძოდ, CP პარიტეტის დარღვევა, ნეიტრალური B-მეზონების რხევები. მრავალი კვლევა B-ფიზიკის სფეროში 2000-იან წლებში ჩატარდა BaBar-ის (სტენფორდის ხაზოვანის აქსელერატორის ცენტრი, აშშ) და Belle-ის (KEK, იაპონია) ექსპერიმენტებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Пескин М., Шрёдер Д. . Введение в квантовую теорию поля. — Ижевск: НИЦ «Регулярная и хаотичная динамика», 2001. — 784 с. — ISBN 5-93972-083-8. — С. 681.
- ↑ Храмов Ю. А. Физики: Биографический справочник. 2-е изд. — М.: Наука, 1983. — С. 389. — 400 с.
- ↑ Намбу Ё. Кварки. — М.: Мир, 1984. — С. 129. — 225 с.