ქიცვიანი ზვიგენი
(გადამისამართდა გვერდიდან Squalus acanthias)
ქიცვიანი ზვიგენი, კატრანი (ლათ. Squalus acanthias) — თევზი ნამდვილი ზვიგენების ქვერიგისა. სხეულის სიგრძე 1,5 მ, ხოლო წონა 10 კგ აღწევს. ქარავნული პელაგური მტაცებელია. გავრცელებულია ყველა ოკეანის ზომიერ წყლებში. გვხვდება 1460 მ სიღრმეზე. რაციონი მრავალფეროვანია. იკვებება თევზებით. აქვს სხეულის გარსშემოდენილი ფორმა. შეწყვილება ხდება გაზაფხულზე. კვერცხცოცხლადმშობია. გვხვდება შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში, სადაც მისი ღვიძლისაგან დამზადებულ ექსტრაქტს, „კატრექსს“ იყენებენ როგორც ბიომოდულატორს და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.[1] ქიცვიანი ზვიგენი რეწვის ობიექტია.[2] ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
ქიცვიანი ზვიგენი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Squalus acanthias | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 91209505 | ||||||||||
|