თავჩაქუჩა ზვიგენები

(გადამისამართდა გვერდიდან Sphyrnidae)

თავჩაქუჩა ზვიგენები (ლათ. Sphyrnidae) — ხრტილიანი თევზების ოჯახი. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში სანაპირო ხაზისა და კონტინენტური შელფის თბილ წყლებში. შედიან ღია წყლებშიც. დღისით ჩვეულებრივ ჯოგებად დაცურავენ, ხოლო ღამით განმარტოებულად ნადირობენ. მათი სხეულის სიგრძეა 0.9–6.0 მ, ხოლო წონა 3-იდან 580 კგ-მდე.[1] ახასიათებთ ღია რუხი ფერი მომწვანო ელფერით. სახელი ეწოდათ მათი თავის უჩვეულო და განმასხვავებელი სტრუქტურის გამო.

თავჩაქუჩა ზვიგენები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ხრტილიანი თევზები
რიგი:  Carcharhiniformes
ოჯახი:  თავჩაქუჩა ზვიგენები
ლათინური სახელი
Sphyrnidae
გავრცელება
  1. Hessing, S. (2000). Sphyrna tiburo. Animal Diversity Web. Retrieved on 2012-12-19.