სპარუსისებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Sparidae)

სპარუსისებრნი (ლათ. Sparidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნართა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10-150 სმ აღწევს. სხვადასხვაგვარი შეფერილობა აქვთ. მტაცებლები არიან, იკვებებიან აგრეთვე პლანქტონით. სპარუსისებრნი შეიცავს 30-ზე მეტ გვარს. გავრცელებული არიან მსოფლიო ოკეანის ზომიერ და ტროპიკულ წყლებში. შავ, აზოვის და იაპონიის ზღვებში ბინადრობს 8 გვარის 9 სახეობა. ჰერმაფროდიტები არიან. უმრავლესობა რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება ზღვის კარჩხანა (Diplodus annularis) და ოქროსფერი სპარუსი (Sparus aurata).

სპარუსისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Sparidae

ლიტერატურა

რედაქტირება