ჟანგა ხრაშუნა
(გადამისამართდა გვერდიდან Russula ochroleuca)
ჟანგა ხრაშუნა (ლათ. Russula ochroleuca) — სოკოს სახეობა. ქუდი — 4-8 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ბრტყელი, შემდეგ — ძაბრისებრი, ზედაპირი სადაა, ლორწოვან-წებოვანი, კიდეები ზოლიანი, ჟანგისფერია, იშვიათად — მომწვანო. ფირფიტები სქელია, თეთრი, შემდეგ მოყვითალო ხდება.
ჟანგა ხრაშუნა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Russula ochroleuca | |||||||||||||
|
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება დასამწნილებლად წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირებანახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 203, ISBN 99940-856-1-1.