Resident Evil Code: Veronica

(გადამისამართდა გვერდიდან Resident Evil Code: Veronica X)

Resident Evil – Code: Veronica (ქართ. ბოროტების სავანე კოდი: ვერონიკა), იაპონურად ცნობილი, როგორც Biohazard – Code: VeronicaSurvival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად გამოვიდა პლატფორმა Dreamcast-ზე 2000 წელს[1] და არის მეოთხე ნაწილი „Resident Evil“-ის სერიიდან

Resident Evil – Code: Veronica

Dreamcast-ის ჩრდილოეთ ამერიკული ვერსიის გარეკანის ფოტო
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი
სერია Resident Evil
პლატფორმ(ებ)ი Dreamcast, PlayStation 2, GameCube, PlayStation 3, Xbox 360
გამოსვლის თარიღი
3 თებერვალი, 2000
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ჰიროკი კატო
პროდიუსერ(ებ)ი სინძი მიკამი
პროგრამისტ(ებ)ი იუკიჰიკო ტანი
მხატვარი ძიუნიტი ოტა
კომპოზიტორი ტაკესი მიურა

სიუჟეტი მიმდინარეობს „Resident Evil 2“-ის მოვლენებიდან 2 თვის შემდეგ. თამაშის მთავარი გმირები არიან კლერ რედფილდი და მისი ძმა კრის რედფილდი, რომელთა მიზანი არის მომაკვდინებელი ვირუსისგან თავის დაღწევა და სამხრეთის ოკეანეს კუნძულის ციხიდან და ანტარქტიდაზე მდებარე კვლევითი ცენტრიდან გაქცევა.

თამაში ინარჩუნებს ადრეული პერიოდის Survival horror-ის ჟანრის ტრადიციულ ელემენტებს;[2] თავსატეხების გადალახვას, ზომბებთან და სხვადასსხვა სახის მონსტრებთან ბრძოლას.[2][3] მასში არის ორი მთავარი პერსონაჟი, კრისი და კლერი, თუმცა მოთამაშეს არ აქვს შესაძლებლობა თავისი სურვილისამებრ აირჩიოს პერსონაჟი — პირველ ნაწილში წარმოდგენილია კლერის თავგადასავალი, ხოლო შემდგომ, საქმეში ერთვება კრისი.

Code: Veronica-ს შექმნის ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც სინძი მიკამისა და შექმნელთა ჯგუფის მიერ „Resident Evil 2“-ის პორტირების მცდელობა Sega Saturn-ზე წარუმატებლად დამთავრდა. ამის საპასუხოდ მათ დაიწყეს ახალ პროექტზე მუშაობა 1998 წლის აგვისტოს.[4] თავდაპირველად დაგეგმილი იყო „Resident Evil 2“-ის პირდაპირი სიკველის შექმნა,[1] თუმცა მათ შეიმუშავეს სრულიად დამოუკიდებელი თამაში „Code: Veronica“. გამომდინარე იქიდან, რომ Dreamcast-ს PlayStation 2-თან შედარებით ჰყავდა მომხმარებელთა ნაკლები ბაზა, ამ კონსოლისთვის Capcom-მა გამოუშვა განახლებული ვერსია „Code: Veronica X“.[1] აღნიშნული ვერსია მოიცავდა სხვადასხვა სიახლეებს, მათ შორის ახალ ვიდეორგოლებს და გაუმჯობესებულ გრაფიკას.[5][6][7] მოგვიანებით ის პორტირებული იქნა GameCube-ზე, ხოლო შემდეგ, ასევე სხვა პლატფორმებზეც.[8]

თამაშს ერგო უმაღლესი შეფასებები მიმოხილველებისგან. ის მიჩნეულია „Resident Evil“-ის სერიისა და კონსოლ Dreamcast-ის ერთ-ერთ საუკეთესოდ თამაშად. ის, აგრეთვე მოხდა სხვადასხვა ჟურნალებისა და საიტების ტოპ სიებში.[9][10][11] საერთო განხილვების საიტზე GameRankings თამაშის Dreamcast-ის ვერსია ფლობს 93,79 %,[12] PlayStation 2-ის ვერსია 82,39 %,[13] ხოლო GameCube-ის — 64,32 %.[14]

ის ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, 2013 წლის მონაცემით მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა „Resident Evil – Code: Veronica“-ს 3. 5 მილიონი ასლი.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 IGN Presents the History of Resident Evil en-US (2009-03-11). ციტირების თარიღი: 2017-04-22
  2. 2.0 2.1 Review: Resident Evil: Code Veronica for Dreamcast (24 ნოემბერი, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-11. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2017
  3. Mac Donald, Ryan (10 თებერვალი, 2000). „Resident Evil: Code Veronica Review“. GameSpot (ინგლისური). ციტირების თარიღი: 31 მარტი , 2017. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. Staff, I. G. N.. (1998-08-18) Confirmed Dreamcast Software en-US. ციტირების თარიღი: 2017-04-01
  5. Staff, I. G. N.. (2000-11-16) New Version of Resident Evil: Code Veronica Confirmed! en-US. ციტირების თარიღი: 2017-04-01
  6. „Code Veronica Rerelease Planned“. GameSpot (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-01.
  7. Resident Evil Code: Veronica X Hands-On en. GameSpot. ციტირების თარიღი: 2017-04-01
  8. Resident Evil series exclusive for GameCube en. GameSpot. ციტირების თარიღი: 2017-04-01
  9. Top 100 Games of All Time. Game Informer (16 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-21. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2011.
  10. GamesRadar staff. (19 აპილი, 2012) Best Dreamcast games of all time. GamesRadar. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2013.
  11. Craig Skistimas. (15 აგვისტო, 2011) Top 10 Dreamcast Games. ScrewAttack. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2013.
  12. Resident Evil Code: Veronica for Dreamcast en. GameRankings (12 ივლისი, 2015)..
  13. Resident Evil Code: Veronica X for PlayStation 2 en. GameRankings (12 ივლისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-05. ციტირების თარიღი: 2017-05-21..
  14. Resident Evil Code: Veronica X for GameCube. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-07. ციტირების თარიღი: 2017-05-21..