რიჩარდ რელანი

ბრიტანელი მიკოლოგი და ბოტანიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან Relhan)

რიჩარდ რელანი (ინგლ. Richard Relhan; დ. 1754 — გ. 28 მარტი, 1823) — ბრიტანელი ბოტანიკოსი, მიკოლოგი და ილუსტრატორი. კრიპტოგამების სპეციალისტი.

რიჩარდ რელანი
დაბ. თარიღი 1754[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი დუბლინი
გარდ. თარიღი 28 მარტი, 1823(1823-03-28)
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის სამეფო
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი და უესტმინსტერის სკოლა
მამა ენტონი რელანი[6]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი და ლინეს საზოგადოების წევრი

დაიბადა 1754 წელს დუბლინში (ირლანდია), ექიმ ენტონი რელჰანის ოჯახში. სწავლობდა ვესტმინისტერის სკოლაში. 1773 წელს ჩაირიცხა კემბრიჯის უნივერსტიტეტის ტრინიტის კოლეჯში. 1779 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი. 1783 წელს ბოტანიკოსმა ტომას მარტინმა რელანს გადასცა საკუთარი ხელნაწერები. მარტინის დახმარებით რელანმა 1785 წელს გამოსცა მისი მთავარი ნაშრომი „Flora Cantabrigiensis“. 1802-1820 წლებში ეს ნამუშევარი გადაიბეჭდა და გაფართოვდა.

1787 წელს რელანი აირჩიეს ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად.[7] 1788 წელს გახდა ახალ დაარსებული ლონდონის ლინეს საზოგადოების წევრი. 1791 წელს დაინიშნა ჰემინგბის კოლეჯის რექტორად.

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Relhan.

ნაშრომები

რედაქტირება
  • Relhan, R. (1785). Flora cantabrigensis. 490 pp., 7 pl.
  • Relhan, R. (1786). Florae cantabrigensi supplementum I. 39 pp.
  • Relhan, R. (1788). Florae cantabrigensi supplementum II. 36 pp.
  • Relhan, R. (1793). Florae cantabrigensi supplementum III. 44 pp.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Relhan, Richard. Dictionary of National Biography. London: Smith, Elder & Co. 1885–1900
  • Stafleu, F.A., Cowan, R.S. (1983). Taxonomic Literature. Utrecht: Bohn, Scheltema & Holkema, გვ. 713—714.