რატა ბლანკა

(გადამისამართდა გვერდიდან Rata Blanca)

რატა ბლანკა (ესპ. Rata Blanca) — 1980-იან წლებში ჩამოყალიბებული მძიმე მეტალ ჯგუფი არგენტინიდან.

რატა ბლანკა

ბიოგრაფია
წარმოშობა ბუენოს-აირესი, არგენტინა
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი,
პაუერ მეტალი
აქტიური 1986–1998
2000 წლიდან დღემდე
წევრები ადრიან ბარილარი
დანილო მოსკენი
ფერნანდო სკარჩელა
ვალტერ ჯიარდინო
გილერმო სანჩეზი
ყოფილი წევრები იხ. ქვემოთ
საიტი rataweb.com.ar
რატა ბლანკა ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯგუფი დააარსა ვალტერ ჯიარდინომ მას მერე, რაც დატოვა ჯგუფი V8. რატა ბლანკას წევრები ერთად უკრავდნენ დაახლოებით ორი წელი მათივე დებიუტამდე ბუენოს-აირესის თეატრში Luz y Fuerza 1987 წლის 15 აგვისტოს. 1988 წელს მათ მიიღეს მონაწილეობა ფესტივალში Halley en Obras ჯგუფებთან, ალაკრანთან, JAF და კამიკაძესთან ერთად. ამავე წელს მათ გამოვიდა სადებიუტო ალბომი ორი ჰიტით: Chico Callejero და El Sueño de la Gitana.

1989 წელს ჯგუფს შეუერთდა ჰუგო ბისტოლფი. მალე ჯგუფი დატოვა საულ ბლანჩმა, იგი ჩაანაცვლეს ადრიან ბარილარით. ამ შემადგენლობით ჯგუფმა გამოუშვა მეორე ალბომი Magos, Espadas y Rosas, რომელიც შეიცავდა ჯგუფის კლასიკურ სიმღერას Mujer amante. მას მოყვა ალბომი Guerrero del Arco Iris. ჯგუფმა დაასრულა კონტრაქტი ლეიბლთან Polygram საკონცერტო ალბომის ჩაწერით ორკესტრთან ერთად ოპერის თეატრში,[1] მაგრამ ეს ალბომი გამოიცა წლების შემდეგ. შემდეგ მათ ჩაწერეს მოკლე CD BMG-სთან სახელად El Libro Oculto.

ბისტოლფიმ და ბარილარიმ გადაწყვიტეს ჯგუფის დატოვება, მათ შექმნეს ჯგუფი ალიანზა. რატა ბლანკაში ისინი ჩაანაცვლეს მარიო იანმა (ვოკალი) და ხავიერ რეტამოზომ (კლავიში). ამ შემადგენლობით ჯგუფმა გამოუშვა მორიგი ალბომი Entre el Cielo y el Infierno. იმავე წელს მოგვიანებით, ჯგუფი მიწვეული იქნა ფესტვალზე Monsters of Rock გამოსასვლელად ოზი ოსბორნის, თერაპი?სა და ელის კუპერის გვერდით დასაკვრელად. ფესტივალი ტარდებოდა სან-პაულუში, ბრაზილია.

ჯგუფმა კიდევ ერთი ვოკალისტის, გაბრიელ მარიანის, გამოცვლის შემდეგ 1997 წელს გამოუშვა მორიგი ალბომი Rata Blanca VII, თუმცა, მომდევნო წელს დაიშალნენ. 2000 წელს ჯგუფი კვლავ აღდგა ძველი შემადგენლობით (ბარილარისთან და ბისტოლფისთან ერთად) და ჩაატარეს ლათინოამერიკული ტურნე.

შემდგომ წლებში ჯგუფმა გამოუშვა რამდენიმე ალბომი: 2002 წელს — El Camino del Fuego, 2005 წელს — La Llave de la Puerta Secreta და 2008 წელს — El Reino Olvidado. ალბომის La Llave de la Puerta Secreta ტექსტის შთაგონების წყარო იყო რომანი და ვინჩის კოდი.

მეტი საერთაშორისო იმიჯის დამკვიდრების სურვილით 2009 წელს ჯიარდინომ მოიწვია რეინბოუს ყოფილი ვოკალისტი დუგი ვაითი და ჩაწერა ალბომის El Reino Olvidado ინგლისური ვერსია, Forgotten Kingdom.[2]

ჯგუფი რეინბოუს, Deep Purple-ის, ვაით სნეიკის, აირონ მეიდენისა და ინგვი მალმსტინის დიდი გავლენის ქვეშაა.

ჯგუფის სახელი „რატა ბლანკა“ ქართულად „თეთრ ვირთაგვას“ ნიშნავს.

პერსონალი

რედაქტირება

ახლანდელი

რედაქტირება

თავდაპირველი

რედაქტირება
  • საულ ბლანჩი: ვოკალი
  • ვალტერ ჯიარდინო: გიტარა
  • გილერმო სანჩეზი: ბას გიტარა
  • გუსტავო როვეკი: დრამები
  • სერხიო ბერდიჩევსკი: რიტმური გიტარა

ყოფილი წევრები

რედაქტირება
  • ჰუგო ბისტოლფი: კლავიში (1989 - 1993, 2000 - 2010)
  • მარიო იანი: ვოკალი (1994 - 1996)
  • გაბრიელ მარიანი: ვოკალი (1997 - 1998)
  • ხავიერ რეტამოზო: კლავიში (1994 - 1998)
  • საულ ბლანჩი: ვოკალი (1987, 1988 - 1989)
  • სერხიო ბერდიჩევსკი: რიტმური გიტარა (1987 - 1998)
  • შიტო მოლინა: ვოკალი (1988)
  • გუსტავო როვეკი: დრამები (1986 - 1998)

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რედაქტირება

საკონცერტო ალბომები და კრებულები

რედაქტირება

სინგლები

რედაქტირება
  • La Leyenda del Hada y El Mago
  • Rata Blanca (2001)
  • Teatro Gran Rex (2001)
  • Highway on Fire (2002)

ქავერები

რედაქტირება

ესპანეთის Mägo de Oz-მა ჩაწერა რატა ბლანკას სიმღერის Mujer amante ქავერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ცეზარ ფენტეს როდრიგეზი (1993 წლის დეკემბერი). „La hora de las Brujas - ინტერვიუ რატა ბლანკასთან“. ჟურნალი მედჰაუსი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  2. დუგი ვაითი აპირებს ჩაწეროს ალბომი ბუენოს-აირესში რატა ბლანკასთან ერთად (2009 წლის 9 მარტი.) წაკითხვის თარიღი: 2010-01-10