PubMed
PubMed — ინგლისურენოვანი სამედიცინო და ბიოლოგიური პუბლიკაციების ტექსტური მონაცემთა ბაზა, რომელიც შექმნილია ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის (NCBI) მიერ აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის (NLM) „ბიოტექნოლოგიის“ დარგის საფუძველზე[1]. PubMed-ის მთავარი შემადგენელია MEDLINE[2]. იგი პირველად წარდგენილი იქნა 1996 წლის იანვარში[3]. მისი ნახვა შესაძლებელია ცენტრალური საძებნი სისტემის — Entrez-ის საშუალებით, რომელიც მოიცავს PubMed-ს, PubChem-ს და სხვა მთავარ სამედიცინო მანაცემთა ბაზებს. შეიცავს დაახლოებით 25 მილიონ ციტირებას.
PubMed | |
---|---|
ოფიციალური ლოგო | |
საიტი | ოფიციალური საიტი |
კომერციულობა | არა |
საიტის ტიპი | სამეცნიერო გამოცემების მონაცემთა ბაზა |
რეგისტრაცია | არჩევითი |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
გაეშვა | 1996 |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
PubMed სპეციალური ლიტერატურის მეშვეობით ახორციელებს სამედიცინო და ბიოლოგიური სტატიების დოკუმენტირებას, ასევე იძლევა წყაროებს მთლიანტექსტურ სტატიებზე. PubMed მოიცავს შემდეგი დარგების მონაცემებს: მედიცინა, სტომატოლოგია, ვეტერინარია, საერთო ჯანდაცვა, ფსიქოლოგია, ბიოლოგია, გენეტიკა, ბიოქიმია, ციტოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედიცინა და სხვა. დოკუმენტირებულია დაახლოებით 3800 ბიოსამედიცინო გამომცემლობა. ყოველწლიურად PubMed-ის მონაცემთა ბაზა იზრდება 500 000 დოკუმენტით. ძიება ხდება Medical Subject Headings-ის (MeSH) პრინციპით.
თითოეულ სტატიას ენიჭება უნიკალური საიდენფიკაციო ნომერი PMID (ინგლ. PubMed Identifier — PubMed-ის იდენტიფიკატორი)[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- სასწავლო-ინსტრუქციული დახმარება PubMed-ში საძიებლად დაარქივებული 2017-10-31 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ McEntyre, J. & Lipman D. (2001): PubMed: bridging the information gap. In: CMAJ. Bd. 164, S. 1317—1319. PDF
- ↑ https://www.nlm.nih.gov/pubs/factsheets/medline.html
- ↑ PubMed Celebrates its 10th Anniversary. Technical Bulletin. United States National Library of Medicine (2006-10-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-02. ციტირების თარიღი: 2011-03-22.
- ↑ PubMed Help. PMID [PMID]. National Center for Biotechnology Information. ციტირების თარიღი: 2013-07-23.