მთის სვინტრი

(გადამისამართდა გვერდიდან Polygonatum verticillatum)

მთის სვინტრი,[2] შაქართაფლა[3] (ლათ. Polygonatum verticillatum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს რგოლურად განლაგებული ფართოხაზური ფოთლები, ერთ რგოლში — 4–8, ქვემოდან — ლეგა, შიშველი, გრძელყუნწიანი. ასევე გრძელყუნწიანი ყვავილი, თითო, ორ-ორი ან სამ-სამი. თეთრი გვირგვინი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის ზედა დ სუბალპურ სარტყლებში — ტყეებში, მდელოებზე, ტენიან ადგილებში, ბუჩქნარებსა და მაღალ ბალახეულობაში.[4]

მთის სვინტრი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  სვინტრი
სახეობა:  მთის სვინტრი
ლათინური სახელი
Polygonatum verticillatum (L.) All., 1785
სინონიმები[1]
სია
    • Campydorum verticillatum (L.) Salisb. nom. inval.
    • Convallaria leptophylla D.Don
    • Convallaria stellifolia Peterm.
    • Convallaria verticillata L.
    • Evallaria verticillata (L.) Neck. nom. inval.
    • Polygonatum angustifolium Bubani nom. illeg.
    • Polygonatum erythrocarpum Hua
    • Polygonatum jacquemontianum Kunth
    • Polygonatum kansuense Maxim. ex Batalin
    • Polygonatum leptophyllum (D.Don) Royle
    • Polygonatum macrophyllum Sweet
    • Polygonatum minutiflorum H.Lèv.
    • Polygonatum roseum Hook. nom. illeg.
    • Sigillum verticillatum (L.) Montandon
    • Troxilanthes angustifolia Raf.

მოხევურად ეწოდება ჩალისხილა, მთისრაჭულადშაქართაფლა.[2]

  1. Polygonatum verticillatum (L.) All.. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-11. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2021
  2. 2.0 2.1 მაყაშვილი ა., მთის სვინტრი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  3. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 147.
  4. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 68.