Point Me at the Sky
„Point Me at the Sky“ (ინგლ. მიმანიშნე ცისკენ) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სინგლი. სიმღერა გამოვიდა 1968 წლის 17 დეკემბერს.[1][2] იგი არის როჯერ უოტერსისა და დეივიდ გილმორის ერთ-ერთი ადრეული კომპოზიცია[3].
„Point Me at the Sky“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Early Singles | ||||
B-მხარე | „Careful with That Axe, Eugene“ | |||
გამოსვლის თარიღი | 17 დეკემბერი, 1968 | |||
ჩაიწერა | 4 ნოემბერი, 1968 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:35 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia (EMI) (ბრიტანეთი) | |||
პროდიუსერი |
დეივიდ გილმორი როჯერ უოტერსი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
ისტორია
რედაქტირებასიმღერაში საუბარია ვინმე ჰენრი მაკლინზე, რომელიც მეგობარ იუჯინთან ერთად დაფრინავს საფრენი აპარატით. ორივე მათგანი ცდილობს გამოიქცეს მომავლის სამყაროდან (სიმღერაში მითითებულია თარიღი - 2005 წელი), სადაც დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა უკვე მეტისმეტია, ხოლო საკვები თითქმის არ არის. ჩანაწერის ხარისხი დაბალი იყო, რის გამოც ბევრი მოყვარული არასწორად განმარტავდა სიმღერის ტექსტებს. მუსიკალურად, სიმღერა ფსიქოდელიურ განწყობას ატარებს, ისევე, როგორც „The Nile Song“, პინკ ფლოიდის შემდეგი ევროპული სინგლი.
ჩანაწერი ჩარტებში წარუმატებელი იყო, რის გამოც პინკ ფლოიდს ამერიკული სინგლი 1979 წლამდე არ გამოუშვია. სინგლის B-მხარეზე ჩაწერილი იყო Careful with That Axe, Eugene, რომელსაც უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად.
Point Me at the Sky არ შეიტანეს 1971 წლის კრებულში Relics და გამოსცეს მხოლოდ 1992 წლის კრებულთან The Early Singles ერთად.
BBC-სთვის ჩაწერილი იქნა კომპოზიციის განსხვავებული ვერსია, თუმცა იგი ოფიციალურად არსად გამოსულა. გადაღებული იქნა სიმღერის ვიდეორგოლიც, რომელშიც ჯგუფის წევრები დაფრინავენ 1920-იანი წლების თვითმფრინავით. სურათები ამ სესიიდან გამოყენებული იქნა ბრიტანულ სინგლთან ერთად სხვადასხვა პრომო-აქციისათვის გამოცემულ მასალებსა და ევროპულ სინგლზე. მსგავსი კადრები გამოყენებულია ალბომის A Nice Pair გაფორმებასა და სტუდიური ალბომის A Saucerful of Secrets 1992 წლის გამოცემაში.
სიმღერის საკუთარი ვერსია 1982 წელს შეასრულა ლოს ანჯელესურმა ჯგუფმა Acid Casualties, რომელშიც უკრავდა ჯგუფ The Doors-ის გიტარისტი რობი კრიგერი. მათი ალბომი Panic Station იყო ლეიბლ Rhino Records-ის ერთ-ერთი პირველი პროდუქტი.
სიმღერების სია
რედაქტირება- Point Me At The Sky - 3:35
- Careful with That Axe, Eugene - 5:39
პერსონალი
რედაქტირება- დეივიდ გილმორი — ელექტრონული გიტარა, ვოკალი
- როჯერ უოტერსი — ბასი და ვოკალი
- რიჩარდ რაიტი — კლავიშებიანი საკრავები, ორგანი და დამატებითი ვოკალი
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Harvest Records. Label credit on single. ციტირების თარიღი: 14 September 2012.