PandoraLinux-ზე დაფუძნებული მეშვიდე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და ჯიბის კომპიუტერი, შექმნილი და გამოცემული კომპანია OpenPandora-ს მიერ 2010 წელს. ღია კოდის წყალობით, გათვლილია Hombrew თამაშების წარმოებისთვის.

Pandora
მწარმოებელი OpenPandora GmbH
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი / ჯიბის კომპიუტერი
გამოშვების თარიღი მაისი2010; 13 წლის წინ (2010-05)
პროცესორი OMAP3530 (600 მჰც Cortex-A8 (32-ბიტი) და 430 მჰც TMS320C64x+, NEON & TRADE SIMD-ის ინსტრუქციების კომპლექტი[1]
მეხსიერება 256 MB DDR-333
მეხსიერების საცავი ორმაგი SDHC სლოტი, 512 მბ მეხსიერება
გრაფიკა PowerVR SGX 530 110 მჰც
კავშირი Wi-Fi, USB 2.0, Bluetooth
წინა GP2X (არაოფიციალური)
შემდეგი DragonBox Pyra[2]
საიტი boards.openpandora.org

მოწყობილობა იწონის 320 გრამს. მოიხმარს 43-ღილაკიან კლავიატურას; Texas Instruments-ის OMAP3530 ცენტრალურ პროცესორს 600 მჰც ტაქტური სიხშირით; PowerVR SGX 530 გრაფიკულ ჩიპს 110-მდე ტაქტური სიხშირით; 256 მბ ოპერატიულ მეხსიერებას; სენსორულ LCD ეკრანს 800×480-ზე გაფართოებით; 4200 მილიამპერიან ლითიუმ-პოლიმერულ ბატარეას.[3][4] აგრეთვე გააჩნია Wi-Fi-სა და Bluetooth-ის მხარდაჭერა.

სისტემას შეუძლია სხვადასხვა პლატფორმების თამაშების ემულირება, მათ შორის — N64,[5] PlayStation, PlayStation Portable, Atari Jaguar, Amiga, Game Boy Advance, Sega Mega-CD, Neo Geo, Sega Genesis, Sega Master System, Game Gear, Commodore 64, NES და PC Engine/TurboGrafx-16.

2013 წლამდე გამოვიდა კონსოლის რამდენიმე მოდერნიზებული ვარიანტი. 2014 წელს კომპანიამ დაიწყო ახალ კონსოლ DragonBox Pyra-ზე მუშაობა, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.[6][7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Official OpenPandora Site. OpenPandora. ციტირების თარიღი: 2009-04-28.
  2. website of the DragonBox Pyra
  3. Boot Time. GP32 GP2X Pandora. The Wiz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2009-04-28.
  4. Battery For Pandora. GP32 GP2X Pandora. The Wiz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2009-04-28.
  5. Official 'Mupen64Plus. Gp32x.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-08. ციტირების თარიღი: 2009-09-06.
  6. 1Ghz Phasing Out, and Successor Announcement დაარქივებული 2016-06-03 საიტზე Wayback Machine. (2013)
  7. Pandoralive post about the FOSDEM news დაარქივებული 2016-06-02 საიტზე Wayback Machine.