Officiall U.S. PlayStation Magazeine (შემოკლებით OPM) — ყოველთვიური ვიდეო თმაშების ჟურნალი. გამოიცემოდა Ziff Davis-ის მეშვეობით. იგი იყო Electronic Gaming Monthly-ის დაძმობილებული ჟურნალი. გამოცემა, ძირითადად, ორიენტირებულლი იყო ექსკლუზიურად PlayStation-ის აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ჟურნალთან ერთად გამოცემდა დისკს, რომელიც შეიცავდა დემო თამაშებსა და ვიდეობს PlayStation-ის თამაშებზე. ჟურნალი არსებობდა 10 წლის განმავლობაში, 1997-2007 წლებში.

Official U.S. PlayStation Magazine
მოკლე სათაური OPM
სპეციალიზაცია ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა ინგლისური
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი Ziff Davis
ქვეყანა აშშ
რედაქციის მისამართი სან-ფრანცისკო, კალიფორნია
პუბლიკაციის ისტორია პირველი ნომერი: დეკემბერი, 1997
ბოლო ნომერი: იანვარი, 2007

დემო დისკი რედაქტირება

OPM იყო პირველი ჟურნალი, რომელიც შეიცავდა დემო დისკს PlayStation-ის თამაშების შესახებ. პირველი ნომრიდან მოყოლებული, ყოველ ჟურნალს მოჰყვებოდა დისკი, რომელზეც განთავსებული იყო დემო თამაშები, ვიდეოები, ინტერვიუები და ივენთები ინდუსტრიიდან. მაგალითისთვის, 1999 წლის 23 ნომერი შეიცავდა ისეთ დემო თამაშებს, როგორებიც არის Final Fantasy VIII, 3Xtreme, Tiny Tank, Jade Cocoon: Story of the Tamamayu, Macross VF-2, Centipede, You Don't Know Jack и Ultimate 8-Ball[1]. მოყოლებული 49-ე ნომრიდან (2001 წლის ოქტომბერი), ჟურნალი შეუდგა PlayStation 2-ის დემო დისკების გამოშვებას. 50-ე, 52-ე და 54-ე ნომრები იყო უკანასკნელი, რომლმებიც შეიცავდნენ დემო დისკებს PlayStation-ის შესახებ. ყველა დემო დისკი შეიმუშავა LifeLike Production, Inc.-მა.

საერთაშორისო გამოცემები რედაქტირება

მსგავსი საერთაშორისო გამოცემები არესებობს შვედეთში, ფინეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, პორტუგალიაში, ბრაზილიაში და ავსტრალიაში. ბელგიური გამოცემა, ასევე ქვეყნდება ნიდერლანდებში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Official US PlayStation Magazine 23 Review for PlayStation: Great Demo Disk. GameFAQs (25 ოქტომბერი, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-05. ციტირების თარიღი: 2010-08-01.