გონოკოკი

(გადამისამართდა გვერდიდან Neisseria gonorrhoeae)

გონოკოკი (ლათ. Neisseria gonorrhoeae) — გრამუარყოფითი აერობული ბაქტერია Neisseriaceae-ის ოჯახისა. გონორეისა და ბლენორეის გამომწვევი. აღმოაჩინა ალბერტ ლუდვიგ ნაისერმა 1879 წელს. უჯრედები (სიგრძით 1,25 მკმ, სიგანით 0,7–0,8 მკმ) უძრავია, წყვილ-წყვილადაა შეერთებული გაბრტყელებული ზედაპირებით, რაც ყავის მცენარის პარკების შესახედაობას აძლევს; გარშემორტყმულია ნაზი ლორწოვანი კაფსულით; სპორებს არ წარმოქმნიან. ზრდისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 35–37 °C. ბინადრობის ძირითადი ადგილია შარდ-სასქესო გზების ლოწროვანი გარსი, იშვიათად — სწორი ნაწლავის ან ხახისა, ბლენორეის დროს — თვალისა; დაავადებულთა ჩირქოვან გამონადენში აღმოჩენილია ლეიკოციტების შიგნით. გონოკოკის ტოქსიკურობა განპირობებულია ლიპოპოლისაქარიდით, რომელიც გამოთავისუფლდება ბაქტერიის დაშლის დროს. მხოლოდ ადამიანის პათოგენია.[1]

გონოკოკი

გონოკოკური ურეთრიტის გრამის წესით შეღებვა. ყურადღება გაამახვილეთ ნეიტროფილების განაწილებასა და როგორც უჯრედშიდა, ისე უჯრედგარე ბაქტერიების არსებობაზე.
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ბაქტერიები
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  პროტობაქტერიები
კლასი:  ბეტაპროტობაქტერიები
რიგი:  Neisseriales
ოჯახი:  Neisseriaceae
გვარი:  Neisseria
სახეობა:  გონოკოკი
ლათინური სახელი
Neisseria gonorrhoeae
(Zopf 1885) Trevisan 1885
სინონიმები
  • Micrococcus der Gonorrhoe Neisser, 1879
  • Gonococcus neisseri Lindau, 1898
  1. Баснакьян И. А. Гонококки // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 408.