ანკარა (გვარი)

(გადამისამართდა გვერდიდან Natrix)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანკარა (მრავალმნიშვნელოვანი).

ანკარა (ლათ. Natrix) — გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. ახასიათებთ გრძელი, ჩამოსხმული სხეული, მისგან გამოყოფილი თავი, რომელიც დაფარულია 9 მსხვილი, სიმეტრიულად განლაგებული ფარით. ნეკნების გასწვრივ გააჩნიათ ქერცლები. თავი მკვეთრადაა გამოყოფილი კისრისაგან, გუგები - მრგვალია. ზედა კბილები იზრდება ხახისაკენ. ცხოვრების წესით დაკავშირებულნი არიან წყალთან. იკვებებიან ქვეწარმავლებით, თევზებით, ქვემძრომებით, ამფიბიებით. მსხვერპლს ყლაპავენ ცოცხლად. კვერცხმდებლებია. აერთიანებს 3 - 5 სახეობას. მათგან საქართველოში გვხვდება - 2: წყლის ანკარა (ლათ. Natrix tessellata) და ჩვეულებრივი ანკარა (ლათ. Natrix natrix).

ანკარები

ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ანკარასებრნი
ქვეოჯახი:  Natricinae
გვარი:  ანკარები
ლათინური სახელი
Natrix

სახეობები:

ლიტერატურა

რედაქტირება