Mycobacterium leprae (ასევე ცნობილი როგორც კეთრის ბაცილა, ჰანსენის ბაცილა ან ჰანსენის ჩხირი) — იმ ორი სახეობის ბაქტერიიდან ერთ-ერთი, რომლებიც იწვევენ კეთრს, ქრონიკულ, მაგრამ განკურნებად ინფექციურ დაავადებას. კეთრი აზიანებს პერიფერიული ნერვების დაბოლოებებს, კანის, თვალების, ცხვირის, კუნთებისა და სხვა ორგანოების ქსოვილებს.[1]

Mycobacterium leprae

მიკროსკოპში კეთრის ბაცილა ნარინჯისფერ ჩხირებად ჩანს
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ბაქტერიები
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  Actinomycetota
კლასი:  Actinomycetia
რიგი:  Mycobacteriales
ოჯახი:  Mycobacteriaceae
გვარი:  მიკობაქტერიები
სახეობა:  Mycobacterium leprae
ლათინური სახელი
Mycobacterium leprae (Hansen, 1874)

არის მჟავას მიმართ მდგრადი, გრამდადებითი, ჩხირის ფორმის ბაქტერია და ობლიგატური უჯრედშიდა პარაზიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნათესავი Mycobacterium tuberculosis-ისგან განსხვავებით, ლაბორატორიის უუჯრედო საკვებ არეში ვერ იზრდება.[2] ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია გენის დელეციის გამო, რომელიც სახეობის გენომმა განიცადა რედუქციური ევოლუციის შედეგად, რამაც ბაქტერია მის მასპინძელზე ძლიერად დამოკიდებული გახადა.[3]

  1. Mycobacterium Leprae, the Cause of Leprosy (2014-08-27). ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2019
  2. (1996) „Mycobacteria and Nocardia.“, რედ. Baron S.: Baron's Medical Microbiology, 4th, University of Texas Medical Branch. ISBN 978-0-9631172-1-2. 
  3. Singh P, Cole ST (January 2011). „Mycobacterium leprae: genes, pseudogenes and genetic diversity“. Future Microbiology. 6 (1): 57–71. doi:10.2217/fmb.10.153. PMC 3076554. PMID 21162636.