მთავარი მენიუს გახსნა

Muse (ქართ. მუზა) — ინგლისური როკ ჯგუფი დევონის საგრაფოს ქალაქ ტინმუთიდან. ჩამოყალიბდა 1994 წელს. მისი წევრები არიან მეთიუ ბელამი (ვოკალი, გიტარა, კლავიშებიანები), კრის უოლსტენჰოლმი (ბას-გიტარა, კლავიშებიანები, ვოკალი), და დომინიკ ჰოვარდი (დასარტყმელი საკრავები და პერკუსია).

Muse
Muse melbourne28012010.jpg
Muse მელბურნში, 2010 წელი
ბიოგრაფია
დაბ. ადგილი ტინმუთი, დევონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1994 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
საიტი muse.mu
Muse ვიკისაწყობში

ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Showbiz 1999 წელს გამოსცა. იგი გამოირჩეოდა ბელამის ფალცეტო ვოკალით და მელანქოლიური ალტერნატიული როკით. მეორე ალბომი, Origin of Symmetry (2001) უფრო აფართოებს მათ ჟღერადობას - მასში შეიმჩნევა მეტი ინსტრუმენტული დამუშავება და რომანტიკული კლასიკის გავლენა. ჯგუფმა მოიპოვა ენერგიული სასცენო გამოსვლების მქონე კოლექტივის სახელიც. Absolution-ში (2003) კლასიკური მუსიკის გავლენა კვლავ გაიზარდა. რამდენიმე სიმღერაში (მაგ. „Butterflies and Hurricanes“ გამოიყენებოდა ორკესტრიც). ეს დისკი იქცა Muse-ის პირველ ალბომად მთელი რიგი დისკებიდან, რომლებიც შემდგომში ხვდებოდნენ ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე.

Black Holes and Revelations (2006) გამოირჩევა ელექტრონულ მუსიკაზე და პოპზე გადასვლით, რაც უფრო შთაგონებული იყო 1980-იანების შემსრულებლების, მაგალითად, Depeche Mode-ის შემოქმედებით - ეს კარგად შეიმჩნევა „Supermassive Black Hole“-ში. ამ ალბომის Muse-მა საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწია. The Resistance (2009) და The 2nd Law (2012) უფრო მთავრობების მხრიდან ადამიანებზე ზემოქმედების და პროტესტის თემებს განიხილავენ. Muse ამ პერიოდში იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასტადიონო ჯგუფად. მათი მეშვიდე ალბომი, Drones (2015), კონცეპტუალურია და ეხება დრონული იარაღის გამოყენებას. ამ ალბომით Muse მძიმე ჟღერადობას დაუბრუნდა.

ჯგუფი ფლობს მრავალ, მათ შორის - გრემის ჯილდოს საუკეთესო როკ-ალბომისთვის (The Resistance და Drones), ორ Brit-ს (ორჯერ - საუკეთესო საკონცერტო შემსრულებლისთვის), MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთ ჯილდოს და NME-ს რვა ჯილდოს. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი 20 მილიონზე მეტი ალბომი.[1]

დისკოგრაფიარედაქტირება

  მთავარი სტატია : Muse-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Muse, Glastonbury, review: they are, at heart, an old fashioned heavy rock band who can really really play (25 June 2016). წაკითხვის თარიღი: 27 June 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Muse&oldid=3621863“-დან