კრის უოლსტენჰოლმი

კრისტოფერ ტონი უოლსტენჰოლმი (დ. 2 დეკემბერი, 1978) — ინგლისელი მუსიკოსი, როკ-ჯგუფ Muse-ის ბასისტი და ბექ-ვოკალისტი.[2]

კრის უოლსტენჰოლმი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 დეკემბერი, 1978(1978-12-02)[1] (46 წლის)
დაბ. ადგილი როთერემი
კრის უოლსტენჰოლმი ვიკისაწყობში

ადრეული წლები

რედაქტირება

კრის უოლსტენჰოლმი ინგლისის ქალაქ როთერემში გაიზარდა შემდეგ კი დევონში, ტინმუთში გადავიდა. ერთ-ერთ პოსტ-პანკ ბენდში დრამზე უკრავდა. უოლსტენჰოლმი მეთიუ ბელამისა და დომინიკ ჰოვარდს სხვა ბენდთან ერთად შეხვდა, როდესაც ისინი ერთ შენობაში რეპეტიციას გადიოდნენ. ბელამიმ და ჰოვარდმა იგი დაიყოლიეს, რომ ბას-გიტარაზე დაეკრა და ერთად ახალი ჯგუფი შეექმნათ. თავდაპირველად ჯგუფს Rocket Baby Dolls ერქვა, 1994 წელს კი მას სახელი გადაერქვა და Muse ეწოდა.[3]

Muse-ის მუსიკოსები თავდაპირველად სხვადასხვა სკოლის მუსიკალურ ჯგუფში უკრავდნენ. გიტარისტი მეთიუ ბელამი დომინიკ ჰოვარდის ჯგუფის, Carnage Mayhem მომღერალი და სიმღერების ავტორი გახდა. შემდეგში მათ უოლსტენჰოლმი დაიყოლიეს, რომელმაც დასარტყამი საკრავების ნაცვლად ბას-გიტარაზე დაკვრა დაიწყო.[4][5]

უოლსტენჰოლმის ბას-ლაინები Muse-ის მრავალი სიმღერის ცენტრალური მოტივია. უოლსტენჰოლმის ოვერდრაივ ფაზ-ბას ტონები ბას-გიტარაის, ეფექტებისა და სინთეზატორების ნაზავია.[6] ბელამიც და უოლსტენჰოლმი სინთეზატორებისა და ეფექტებისთვის სხვადასხვა სახის მოწყობილობას იყენებენ, მათ შორისდ Kork Kaoss pad-სა და Digitech Whammy-ის პედალს.[7]

სხვა ნამუშევრები

რედაქტირება

უოლსტენჰოლმი ბას-გიტარაზე უკრავს მუსიკალურ ჯგუფ მორიარტის 2015 წლის სინგლში „Bones“.[8] იგი მონაწილეობდა რიკ პარტიფის სოლო ალბომის Over and Out' ჩაწერაში, რომელიც რითმ-გიტარისტის გარდაცვალების შემდეგ, 2018 წელს გამოვიდა.[9][10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Discogs — 2000.
  2. Barrett, John. The 20 Most Underrated Bass Guitarists. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  3. Bass Players To Know: Chris Wolstenholme (24 June 2016).
  4. Buckley, Peter (17 November 2003). The Rough Guide to Rock. Rough Guides. ISBN 1843531054. 
  5. International who's who in popular music, Volume 4 p.37. Routledge, 2002
  6. BassPlayer.com, Electric & Acoustic Bass Gear, Lessons, News, Video, Tabs and Chords -. „Too Much Is Never Enough: Muse’s Chris Wolstenholme Reinvents Art-Rock Bass For The 21st Century“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 19 February 2018.
  7. Muse Gear Guide – Matt Bellamy's FX Pedals. Dolphin Music (1 October 2009). ციტირების თარიღი: 26 January 2014.
  8. Belton, Emily (27 January 2015). „Moriaty – Bones (Single Review) | Pure M Magazine“. Pure M Magazine (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 9 March 2018.
  9. Nerssessian, Joe. „Muse’s Chris Wolstenholme in his own words: a personal essay about Rick Parfitt – Independent.ie“. Independent.ie (ინგლისური). ციტირების თარიღი: 9 March 2018.
  10. Status Quo – The Official Site – Rick Parfitt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 9 March 2018