Mi2
Mi2, ასევე PDC Touch — მეშვიდე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული ნიდერლანდული კომპანია Planet Interactive-ის მიერ 2009 წლის ნოემბერში. იგი არის 2005 წელს გამოსული კონსოლის Pocket Dream Console მემკვიდრე.[1] ბენილუქსის ქვეყნებში კონსოლი Mi2-ის სახელწოდების ქვეშ გამოიცემოდა, ხოლო ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და გაერთიანებულ სამეფოში გამოდიოდა როგორც PDC Touch Media.
სახელწოდების გარეშე | |
---|---|
მწარმოებელი |
Planet Interactive (ბენილუქსი) Conny Technology (ჩინეთი) Videojet (საფრანგეთი) |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეშვიდე |
გამოშვების თარიღი | ოქტომბერი, 2009 |
მედია | Flash ROM |
პროცესორი | MIPS |
მეხსიერების საცავი |
16GB ფლეშმეხსიერება 512MB უფასო საცავი SD card (არჩევითი) |
წინა | Pocket Dream Console |
დიზაინით მეტად წააგავდა პორტატიულ კონსოლ Dingoo-ს, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით მასში ჩაშენებული იყო აქსელერომეტრი, 0.3 მეგაპიქსელიანი კამერა, ფერადი სენსორული ეკრანი 320x240-ზე გაფართოებით. ასევე მოიხმარდა 16 GB ფლეშმეხსიერებასა და 1200 მილიამპერიან ბატარეას. მოწყობილობა გამიზნული იყო 11 წლამდე აუდიტორიისთვის. მისი თავდაპირველი ფასი ბენილუქსის ქვეყნებში 99.99 ევროს შეადგენდა. მოგვიანებით ფასი 59.99 ევრომდე დაეცა.
კონსოლში ჩაშენებული იყო 100 ერთეული თამაში, რომელთა უმეტესობა წარმოადგენდა პოპულარული თამაშების კლონებს. 2010 წელს ბენილუქსის ბაზარზე გამოჩნდა კონსოლის განახლებული ვერსია Mi2 XL, რომელსაც დამატებით ხუთი თამაში მოჰყვებოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official site from Conny (ჩინ.) (დაარქივებული)
- Mi2 Indexing page (ნიდერ.) დაარქივებული 2015-05-21 საიტზე Wayback Machine.
- Mi2 Forum (ნიდერ)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-20. ციტირების თარიღი: 2010-05-20.