Pocket Dream Consoleმეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია Conny Technology-ის მიერ 2005 წელს.[1] კონსოლი იაპონიაში გამოსცა კომპანია Takara Tomy-მ 2006 წლის 3 აგვისტოს. ხელმისაწვდომი იყო რამდენიმე ფერში. გერმანიაში გამოდიოდა „MGT Pocket Star LCD — Spielkonsole 30in1“-ის სახელწოდების ქვეშ.

Pocket Dream Console
მწარმოებელი Conny Technology Co., Ltd.
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეექვსე თაობა
გამოშვების თარიღი 2005
იაპ 3 აგვისტო, 2006
მონიტორი 320 x 240, წითელი, ლურჯი და თეთრი ფერი
ხმა ჩაშენებული სპიკერი

მასში ჩაშენებული იყო 100 ერთეული თამაში, რომელთა უმეტესობა წარმოადგენდა პოპულარული თამაშების კლონებს, მათ შორის — „Loderunner“, „Arkanoid“, „Puzzloop“, „Sokoban“, „Bomberman“ და „Nintendogs“. სისტემას შეეძლო 15 საათიან რეჟიმში მუშაობა 3 AAA ბატარეის მეშვეობით.

  1. Conny Technology CO.,LTD.. Wayback Machine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-10.