მერიპილუსი
(გადამისამართდა გვერდიდან Meripilus)
მერიპილუსი (ლათ. Meripilus) — ბაზიდიუმიანი სოკოების გვარი მერიპილუსისებრთა ოჯახისა,[1] რომელიც მოიცავს მხოლოდ 6 სახეობას. ევროპაში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა. ნაყოფსხეული შედგება ძირში ერთმანეთთან შეზრდილი დიდი ზომის მარაოსებრი ქუდებისგან.
მერიპილუსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გიგანტური აბედა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Meripilus P.Karst. (1882) | |||||||||||||
|
იზრდება მკვდარ მერქანზე ან ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების ფესვებზე. მასში შემავალი ექვსივე სახეობა საპროტროფია — მერქნის დამღუპველია და იწვევს მის ლპობას; აინფიცირებს ცოცხალი ხის ქსოვილებს, ხოლო შემდგომ ანადგურებს მათ. ტიპური სახეობაა გიგანტური აბედა.
გვარი განსაზღვრული იქნა ფინელი მიკოლოგის პიტერ ადოლფ კარსტენის მიერ 1882 წელს.[2]
სახეობები
რედაქტირება- Meripilus applanatus Corner (1984)[3]
- Meripilus giganteus (Pers.) P.Karst. (1882)
- Meripilus maculatus Corner (1984)[3]
- Meripilus sumstinei (Murrill) M.J.Larsen & Lombard (1988)
- Meripilus tropicalis Guzmán & Pérez-Silva (1975)
- Meripilus villosulus Corner (1984)[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მერიპილუსი“ ვიკისაწყობში.
- მერიპილუსი MycoBank-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Meripilus P. Karst. 1882. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 2011-02-07.
- ↑ P. A. Karsten: „Meripilus” în: „Bidrag till kännedom af Finlands Natur och Folk”, vol. VIII, Editura Finska Litteratursälskapets tryckery, Helsingfors 1882, p. 33
- ↑ 3.0 3.1 3.2 Corner, E.J.H. (1984). Ad Polyporaceas II & III, Beihefte zur Nova Hedwigia. Lubrecht & Cramer, გვ. 187; 202–203.