მესიე 98

გალაქტიკა ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით
(გადამისამართდა გვერდიდან M98)

მესიე 98 (M98 ან NGC 4192) — შუალედური სპირალური გალაქტიკა დედამიწიდან 44,4 მილიონი სინათლის წლის მანძილზე,[1] ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით, კაშკაშა ვარსკვლავ დენებოლადან დაახლოებით 6°-ით აღმოსავლეთით. 1781 წლის 15 მარტს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა პიერ მეშენმა, იმავე წლის 13 აპრილს კი ის თავის კატალოგში ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ შეიტანა.[2] მესიე 98-ს ახასიათებს ლურჯი წანაცვლება და გვიახლოვდება 140 კმ/წმ სიჩქარით.[3]

მესიე 98
გალაქტიკა
მესიე 98
მესიე 98
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
თანავარსკვლავედი ბერენიკეს თმები
პირდაპირი ასვლა 12სთ 13წთ 48.292წმ
დახრილობა +14° 54′ 01.69″
ხილული ზომები 9′.8 × 2′.8
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV 11.0
მახასიათებლები
ტიპი SAB(s)ab
მანძილი 44,4 მლნ სინ. წელი
რადიუსი სინ. წელი

გალაქტიკის მორფოლოგიური კლასიფიკაციაა SAB(s)ab,[1] რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის სპირალური გალაქტიკაა, რომელიც წარმოაჩენს დახურულ და ღია მახასიათებლებს შუალედური, მტკიცედ შემოჭერილი მკლავებით და არა რგოლებით.[4] რიტაციის მაქსიმალური სიჩქარე 236 კმ/წმ-ია.[5] გალაქტიკის შემადგენელ ვარსკვლავთა საერთო მასა დაახლოებით 76 მილიარდი მზის მასის ტოლია. შეიცავს 4,3 მლრდ მზის მასის ნეიტრალურ წყალბადსა და 85 მლნ მზის მასის მტვერს. ბირთვი აქტიურია, წარმოაჩენს „გარდამავალი“ ობიექტის მახასიათებლებს.

მესიე 98 ქალწულის გროვის წევრია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთმანეთთან შედარებით ახლომდებარე გალაქტიკათა გროვას. დაახლოებით 750 მლნ წლის წინ, NGC 4192-მა შესაძლოა ურთიერთქმედება მოახდინა ვრცელ სპირალურ გალაქტიკა NGC 4254-ზე. ეს ორი გალაქტიკა ამჟამად ერთმანეთისგან 1 300 000 სინათლის წლითაა დაშორებული.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Erwin, Peter; Debattista, Victor P. (May 2013), "Peanuts at an angle: detecting and measuring the three-dimensional structure of bars in moderately inclined galaxies", Monthly Notices of the Royal Astronomical Society 431 (4): 3060–3086,
  2. Thompson, Robert; Thompson, Barbara (2007), Illustrated Guide to Astronomical Wonders: From Novice to Master Observer, Diy Science, O'Reilly Media, Inc., p. 196, ISBN 0596526857, https://books.google.com/books?id=ymt9nj_uPhwC&pg=PA196
  3. NASA/IPAC Extragalactic Database. Results for Messier 98. ციტირების თარიღი: 2006-11-18.
  4. Buta, Ronald J.; Corwin, Harold G.; Odewahn, Stephen C. (2007), Atlas of Galaxies, Cambridge University Press, pp. 13–17, ISBN 0521820480, https://books.google.com/books?id=g-P7dCbB5MEC&pg=PA16
  5. 5.0 5.1 Duc, Pierre-Alain; Bournaud, Frederic (February 2008), "Tidal Debris from High-Velocity Collisions as Fake Dark Galaxies: A Numerical Model of VIRGOHI 21", The Astrophysical Journal 673 (2): 787–797,
  6. Why So Blue?. ციტირების თარიღი: 5 September 2016.