გალაქტიკათა ურთიერთქმედება

გალაქტიკები, რომელთა გრავიტაციული ველები ერთმანეთს ხელს უშლის

ურთიერთქმედი გალაქტიკებიგალაქტიკები, რომელთა გრავიტაციული ველები ერთმანეთს ხელს უშლის. მცირე ურთიერთქმედების მაგალითია თანამგზავრი გალაქტიკის შეშფოთება ძირითადი გალაქტიკის სპირალური მკლავების მიერ. დიდი ურთიერთქმედების მაგალითია გალაქტიკათა შეჯახება, რომელიც შესაძლოა გალაქტიკების შერწყმით დასრულდეს.

გალაქტიკა NGC 3169 (მარცხნივ) და NGC 3166 (მარჯვნივ) იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ განიცდიან ერთმანეთის დამანგრეველ გრავიტაციულ გავლენას. ESO-ს 2.2-მეტრიანი ტელესკოპი, ლა-სილიის ობსერვატორია
გალაქტიკათა შეჯახების ანიმაცია
შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკები სამყაროს შორეულ ნაწილში[1]

თანამგზავრული ურთიერთქმედება

რედაქტირება

საკმაოდ გავრცელებულია გიგანტური გალაქტიკების ურთიერთქმედება თავის თანამგზავრებზე. თანამგზავრის გრავიტაციამ შესაძლოა მიიზიდოს მთავარი გალაქტიკის სპირალური მკლავები; ასევე შესაძლებელია მეორეხარისხოვანი თანამგზავრის გზა დაემთხვეს პირველადი თანამგზავრის პოზიციას და შემდეგ ჩაიძიროს ძირითად გალაქტიკაში (ამის მაგალითია მშვილდოსნის სფეროსებრი ჯუჯა გალაქტიკა ირმის ნახტომში). ამან შესაძლოა გამოიწვიოს მცირე ოდენობის ვარსკვლავთა წარმოქმნა.

გალაქტიკათა შეჯახება

რედაქტირება

გალაქტიკათა შეჯახება ძალიან გავრცელებულია გალაქტიკის ევოლუციის გზაზე.[2] გალაქტიკებში მატერიის უკიდურესად გაუხშორებული გადანაწილების გამო, არ უნდა იქნას სიტყვა „შეჯახების“ პირდაპირი მნიშვნელობით გაგება, ეს უფრო გრავიტაციული ურთიერთქმედებაა.

შეჯახებამ შესაძლოა შერწყმა გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, თუ ამ გალაქტიკებს საკმარისი მამოძრავებელი ძალა აღარ აქვთ შეჯახების შემდეგ მოძრაობის გასაგრძელებლად. ამ შემთხვევაში, ერთმანეთში მრავალჯერ გავლა-გამოვლის შემდეგ ისინი ერთმანეთს უბრუნდებიან და თანდათანობით წარმოქმნიან ერთ გალაქტიკას. თუკი ერთი გალაქტიკა მეორეზე ბევრად დიდია, შერწყმის შემდეგ ის დიდწილად ხელუხლებელი რჩება და თითქმის იგივენაირად გამოიყურება, მაშინ როცა პატარა გალაქტიკა მთლიანად იძარცვება და დიდი გალაქტიკის შემადგენელი ნაწილი ხდება. როდესაც გალაქტიკები ერთმანეთში გაივლიან, შერწყმისგან განსხვავებით, უმეტესწილად ინარჩუნებენ საკუთარ მატერიასა და ფორმას.

ფიზიკის რეალური პრინციპების გამოყენებით, გალაქტიკათა შეჯახების სიმულაციას ხშირად ახდენენ კომპიუტერით.[3]

გალაქტიკური კანიბალიზმი

რედაქტირება
 
გალაქტიკა 2MASX J16270254+4328340 galaxy შეერწყა სხვა გალაქტიკას, რის შემდეგაც დარჩა მილიონობით ვარსკვლავისგან შემდგარი მკრთალი ნისლეული.[7]

გალაქტიკური კანიბალიზმი აღნიშნავს პროცესს, რომელშიც უფრო დიდი გალაქტიკა გრავიტაციული გავლენით ირწყავს კომპანიონს, რის შედეგადაც უფრო დიდი, არარეგულარული გალაქტიკა წარმოიქმნება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიქმნას ელიფსური გალაქტიკაც.

მიჩნეულია, რომ ამჟამად გალაქტიკური კანიბალიზმი მიმდინარეობს ირმის ნახტომსა და მაგელანის დიდ და პატარა ღრუბლებს შორის.

გალაქტიკური ჩაგვრა

რედაქტირება

გალაქტიკური ჩაგვრა ურთიერთქმედების ტიპია დაბალი ნათებისა და უფრო კაშკაშა გალაქტიკას შორის, რაც ხშირად ხდება მდიდარ გალაქტიკათგროვებში, მაგალითად ქალწულისა და ბერენიკეს თმების გროვებში, სადაც გალაქტიკები მოძრაობენ მაღალი ფარდობითი სიჩქარით და ხშირად განიცდიან მოულოდნელ შეხვედრებს უფრო მჭიდრო გალაქტიკათგროვებთან.

ირმის ნახტომისა და ანდრომედას სამომავლო შეჯახება

რედაქტირება

ასტრონომების ვარაუდით, უახლოეს 4,5 მილიარდ წლებში, ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი ანდრომედას გალაქტიკას შეეჯახება. მიჩნეულია, რომ ამ პროცესის შემდეგ თანდათან წარმოიქმნება ერთი ელიფსური[8][9] ან დიდი დისკოსებრი გალაქტიკა.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Best View Yet of Merging Galaxies in Distant Universe“. ESO Press Release. ციტირების თარიღი: 26 August 2014.
  2. space.com 2015-04-21 How the Hubble Space Telescope Changed Our View of the Cosmos-Galactic Collisions Photographs
  3. GALMER 27 March 2010
  4. Two become one. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 28 December 2015.
  5. „Galactic soup“. ESA/Hubble Picture of the Week. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 18 August 2014.
  6. „The messy result of a galactic collision“. ESA/Hubble Picture of the Week. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 29 May 2013.
  7. The last waltz. ციტირების თარიღი: 14 December 2015.
  8. whose gravitational interactions will fling various celestial bodies outward, evicting them from the resulting elliptical galaxy.Hazel Muir. (2007-05-14) Galactic merger to 'evict' Sun and Earth. New Scientistperhaps. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 April 2014. ციტირების თარიღი: 2014-10-07.
  9. Astronomy, June 2008, page 28, by Abraham Loeb and T.J.Cox
  10. Junko Ueda; et al. „Cold molecular gas in merger remnants. I. Formation of molecular gas disks“. The Astrophysical Journal Supplement Series. 214 (1). arXiv:1407.6873. Bibcode:2014ApJS..214....1U. doi:10.1088/0067-0049/214/1/1.