ნისკარტმარწუხა
(გადამისამართდა გვერდიდან Loxia curvirostra)
ნისკარტმარწუხა ან ჩვეულებრივი ნისკარტმარწუხა (ლათ. Loxia curvirostra) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ტანად პატარა ფრინველია, მასა 50 გ-ს აღწევს. ნისკარტმარწუხას ნისკარტის ქვედა და ზედა ბოლოები გადაჯვარედინებულია. მარწუხისებრი ნისკარტით გირჩებს ხსნის და თესლს იღებს. თუ საკვები უხვად აქვს, ნისკარტმარწუხა წელიწადში რამდენიმეჯერ მრავლდება ზამთარშიც კი. ბინადრობს წიწვიან ტყეში, ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაცია 16 დღემდე გრძელდება. საქართველოში ბევრია წიწვიან ტყეებში.
ნისკარტმარწუხა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Loxia curvirostra (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
ქვესახეობები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22720646 | |||||||||||||||
|
ქვესახეობები
რედაქტირებანისკარტმარწუხა მოიცავს რვა ქვესახეობას:
- Loxia curvirostra bendirei
- Loxia curvirostra benti
- Loxia curvirostra curvirostra (Linnaeus, 1758)
- Loxia curvirostra grinnelli
- Loxia curvirostra minor
- Loxia curvirostra pusilla
- Loxia curvirostra sitkensis
- Loxia curvirostra stricklandi
ლიტერატურა
რედაქტირება- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 444.