ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

LoveWave (ქართ. სიყვარულის ტალღა) — სომეხი მომღერლის ივეტა მუკუჩიანის სიმღერა, რომლითაც წარადგინა ქვეყანა 2016 წლის ევროვიზიაზე. მისი პრემიერა შედგა 2016 წლის 2 მარტს, ხოლო სინგლის სახით გამოვიდა 2016 წლის 30 მარტს. ,,LoveWave" ავტორები არიან ივეტა მუკუჩიანი, სტეფანი კრაჩფილდი, ლილით ნავასარდიანი და ლევონ ნავასარდიანი. სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით, სიმღერასთან ერთად გამოვიდა მუსიკალური ვიდეოც, სადაც მონაწილეობენ მუკუჩიანი და შვედი მოდელი ბენ დალჰაუსი.

„LoveWave“
სინგლიივეტა მუკუჩიანი
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 30 მარტი, 2016
ჩაიწერა 2016
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 2:58
ხმისჩამწერი ლეიბლი
ავტორ(ებ)ი ივეტა მუკუჩიანი, სტეფანი კრაჩფილდი, ლილით ნავასარდიანი და ლევონ ნავასარდიანი
კომპოზიტორი ლილით ნავასარდიანი, ლევონ ნავასარდიანი
ივეტა მუკუჩიანი — სინგლების ქრონოლოგია
„Ari Yar“
(2015)
LoveWave
(2016)
„Amena“
(2016)

2015 წლის 13 ოქტომბერს სომხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუკუჩიანი აირჩია სომხეთის წარმომადგენლად 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელიც ჩატარდა სტოკჰოლმში, შვედეთი.[1] იმავე დღეს მათ გამოაცხადეს ღია კონკურსი სიმღერების ავტორებისთვის. 2015 წლის 31 დეკემბერს, ევროვიზიის ოფიციალურმა YouTube არხმა ატვირთა ვიდეო, სადაც მუკუჩიანმა თქვა: ,,ჩვენ მივიღეთ სიმღერები კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან. მრავალი საოცარი სიმღერა შემოვიდა და მართლაც ძნელი იყო არჩევა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კომპოზიტორსა და პროდიუსერს."[2]

2016 წლის 19 თებერვალს ცნობილი გახდა სიმღერის სახელი და გამოშვების თარიღი.[3] ,,LoveWave"- ის ტექსტი დაწერილია მუკუჩიანისა და სტეფანი კრატფილდის მიერ, ხოლო სიმღერის კომპოზიტორები არიან ლილით ნავასარდიანი და ლევონ ნავასარდიანი.[3] 2016 წლის 2 მარტს სიმღერის პრემიერა შედგა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და აიტვირთა ევროვიზიის YouTube არხზე.[4] 2016 წლის 30 მარტს, სიმღერა ატვირთა iTunes–ზე სინგლის სახით (ციფრულად გადმოწერის მიზნით).[5] RHANNES-ის მიერ შექმნილი ,,LoveWave"-ის ოფიციალური რემიქსი გამოვიდა 2016 წლის 4 მაისს.[6]

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებულია გერმანიასა და სომხეთში და მასში მონაწილეობენ მუკუჩიანი და შვედი მოდელი ბენ დალჰაუსი. ვიდეოკლიპი წარმოებულია სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის და გერმანიის Black Sheep communications-ის მიერ.[4] 2016 წლის 19 თებერვალს, ვიდეოს 18 წამიანი თიზერი აიტვირთა მუკუჩიანის YouTube არხზე.[3] ვიდეოკლიპის პრემიერა შედგა 2016 წლის 2 მარტს.[4] 2016 წლის 25 მარტს, სიმღერის ოფიციალური ტექსტის ვიდეო აიტვირთა მუკუჩიანის YouTube არხზე.[7]

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი

რედაქტირება

2016 წლის 25 იანვარს ჩატარდა განაწილების წილისყრა, რომლის მიხედვითაც წყდება თუ რომელ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას ქვეყანა. სომხეთი მოხვდა პირველ ნახევარფინალში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 10 მაისს.[8] მუკუჩიანი გამოვიდა მეშვიდე, ნიდერლანდების შემდეგ და სან-მარინოს წინ.[9] სიმღერა გადავიდა ფინალში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 14 მაისს. ფინალში მუკუჩიანი გამოვიდა 26-ე, გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.[10][11] ფინალში სიმღერა 249 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.[12] ამ წელს შოუს დროს კენჭისყრა ჩატარდა ახალი სისტემით, რომელშიც თითოეულმა ქვეყანამ გამოავლინა თავიანთი რჩეულები და გასცა ქულები: 1-8, 10 და 12. ეს ქულები გაიცემოდა ჟიურის შეფასებით და ტელევოუთინგით. ჟიურიმ შეაფასა თითოეული სიმღერა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ვოკალური შესაძლებლობები, სცენა, სიმღერის კომპოზიცია და პერფორმანსის საერთო შთაბეჭდილება.[13]

ჩარტები (2016) პოზიცია
Sweden Heatseekers (Sverigetopplistan)[14] 13

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება
წელი დაჯილდოება კატეგორია შედეგი
2017 Swallow Music Awards[15] წლის ჰიტი მოიგო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Iveta Mukuchyan to represent Armenia. Eurovision.tv (October 13, 2015). ციტირების თარიღი: March 3, 2016
  2. A Happy New Year from Iveta Mukuchyan!. Eurovision.tv (December 31, 2015). ციტირების თარიღი: March 3, 2016
  3. 3.0 3.1 3.2 Armenia: Iveta Mukuchyan to sing LoveWave. Eurovision.tv (February 19, 2016). ციტირების თარიღი: March 3, 2016
  4. 4.0 4.1 4.2 Armenia: Video premiere of LoveWave. Eurovision.tv (March 2, 2016). ციტირების თარიღი: March 3, 2016
  5. LoveWave (Eurovision 2016 - Armenia) - Single by Iveta Mukuchyan. iTunes (March 30, 2016). ციტირების თარიღი: March 31, 2016
  6. Iveta Mukuchyan - LoveWave (Official Remix by RHANNES). Iveta Mukuchyan's YouTube channel (May 4, 2016). ციტირების თარიღი: May 4, 2016
  7. Համացանցում հասանելի է "LoveWave" երգի Lyrics video-ն. բացվում են որոշ գաղտնիքներ եվրատեսիլյան երգի խոսքերի մասին. Armenia 1 (March 25, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 29, 2016. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 17, 2021.
  8. Allocation Draw: The results!. Eurovision.tv (January 25, 2016). ციტირების თარიღი: March 4, 2016
  9. Jordan, Paul. Running order of the Semi-Finals revealed (April 8, 2016). ციტირების თარიღი: May 2, 2016
  10. Running order for the 2016 Grand Final revealed. eurovision.tv (May 13, 2016). ციტირების თარიღი: May 13, 2016
  11. We have our first ten finalists. eurovision.tv (May 10, 2016). ციტირების თარიღი: May 11, 2016
  12. Ukraine wins 2016 Eurovision Song Contest. eurovision.tv (May 14, 2016). ციტირების თარიღი: May 15, 2016
  13. "Here are the judges for Eurovision 2016!". eurovision.tv. European Broadcasting Union. 29 April 2016. Retrieved 29 April 2016.
  14. Swedish Heatseekers Chart (13 May 2016). Retrieved 22 May 2016.
  15. Միհրան Ծառուկյանը, Իվետա Մուկուչյանը և այլք' "Ծիծեռնակ" մրցանակաբաշխության մրցանակակիրներ hy. esctoday.com (6 April 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 22 December 2017
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/LoveWave_(სიმღერა)“-დან