Wings at the Speed of Sound — როკ-ჯგუფ Paul McCartney and Wings-ის მეხუთე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1976 წელს, ლეიბლზე Capitol. ეს არის ჯგუფის ალბომი, რომელზეც ყველა წევრი სულ მცირე, ერთ სიმღერაში ასრულებს წამყვან ვოკალს.
ავსტრალიაში 1975 წლის ნოემბერში გამართული კონცერტების სერიის შემდეგ Wings-მა შეისვენა და 1976 წლის იანვარში ები-როუდის სტუდიებში შეიკრიბა ალბომის ჩასაწერად. მაკ-კარტნი პირველად იწერდა სტუდიურ ალბომს Red Rose Speedway-ის დროიდან. ტურნეს კონტრაქტის გამო ჯგუფს არ შეეძლო სხვა ადგილზე სტუდიაში მასზე მუშაობა. თებერვლის ბოლოს ალბომი დასრულებული იყო და Wings დაუბრუნდა საკონცერტო შემოქმედებას.
დაახლოებით ამ პერიოდში მაკ-კარტნის აკრიტიკებდნენ, რომ მთელ ჯგუფს თავად ხელმძღვანელობდა. ამიტომ სესიების დროს ყველა წევრს შესთავაზა საკუთარი სიმღერის დამატება, სადაც თავადვე შეასრულებდნენ წამყვან ვოკალებს. ასეთი დემოკრატიული ალბომის შექმნის მცდელობა მას უკვე Red Rose Speedway-ს პერიოდში ჰქონდა, თუმცა ლეიბლმა მსგავს იდეაზე უარი თქვა.
ინჟინერი პიტერ ჰენდერსონი მოგვიანებით იხსენებდა, რომ მაკ-კარტნი იწერდა ორ სხვადასხვა ვოკალურ ვერსიას, მოგვიანებით კი, იმაზე, რომელიც საუკეთესო იყო, ამატებდა გიტარას და ბოლომდე უძღვნიდა თავს მის ჩაწერას.[9]
2014 წლის ნოემბერში ალბომი ხელახლა გამოიცა ლეიბლებზე Hear Music/Concord Music Group, როგორც რიგით მეხუთე სერიაში Paul McCartney Archive Collection. სხვადასხვა ფორმატში[10] წარმოდგენილ ამ გამოცემაში შეტანილია:
სტანდარტული გამოცემა: 2 CD; ორიგინალური ალბომი, 7 დამატებითი სიმღერა მეორე დისკზე.
დელუქს-გამოცემა: 2 CD/1 DVD; ორიგინალური ალბომი, 7 დამატებითი სიმღერა მეორე დისკზე; მაგარყდიანი წიგნი გამოუქვეყნებელი ფოტოსურათებით, ინტერვიუებით პოლთან, მასალით მისი არქივებიდან და სიმღერების ანოტაციებით. დელუქს-გამოცემას ახლავს DVD, რომელშიც შეტანილია ამ პერიოდის ვიდეომასალა (ნაწილი – მანამდე უცნობი). DVD-ში აგრეთვე შეტანილია დოკუმენტური ფილმები Wings over Venice, Wings in Venice და ვიდეო „Silly Love Songs“-ის ოფიციალური ვიდეო.
გრამფირფიტა: რემასტერი, შეტანილია გრამფირფიტების სერიაში (ახლავს ბარათი ალბომის ციფრული ვერსიის ჩამოსატვირთი ბმულით.
მაღალი რეზოლუცია: ციფრული ალბომი აგრეთვე გამოიცა როგორც სტანდარტული, ასევე დელუქს ვერსიების სახით; აგრეთვე სპეციალური მასტერინგით iTunes-ისთვის და მაღალი რეზოლუციის ფორმატებისთვის.