ლესე ფერი
ლესე ფერი (ფრანგ. laissez-faire, „ნებაზე მიშვება“) — ეკონომიკური სისტემა, რომელშიც კერძო სუბიექტები თავისუფალი არიან ნებისმიერი ეკონომიკური ინტერვენციისგან, როგორიცაა რეგულაცია და სუბსიდიები. როგორც თეორიული სისტემა, ლესე ფერი ეფუძნება იმ აქსიომებს,[1] რომლებიც მიიჩნევენ, რომ ინდივიდი საზოგადოების ბაზისია და მას აქვს თავისუფლების ბუნებრივი უფლება; სამყაროს ფიზიკური მოწყობა ჰარმონიულია და თვითონ შეუძლია საკუთარი თავის მოწესრიგება; და რომ კორპორაციებს, რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, და მათ მუშაობას მოქალაქეებმა გულდასმით უნდა მიადევნონ თვალი, რადგან მათ აქვთ ბუნებრივი ტენდენცია მიმართული სმიტისეული სპონტანური წესრიგის დარღვევისკენ.[2]
ეს აქსიომები აყალიბებს ლესე ფერის ძირითად პრინციპებს. სხვა ასეთი პრინციპის თანახმად, ბაზარი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ამ წესს ყოველთვის აკავშირებდნენ თავისუფალი ბაზრის თეორიასთან.[1] თავისუფლების გაზრდის და ბაზრისთვის თვითრეგულაციის ფუნქციის მინიჭების მიზნით, ამ თეორიის ადრინდელმა მიმდევრებმა დააწესეს მიწის იჯარის გადასახადი, (გეორგიზმის მსგავსად) რათა ჩაენაცვლებინა ყველა ის გადასახადი, რომელიც ზიანს აყენებდა ადამიანთა კეთილდღეობას პროდუქტებზე ჯარიმის დაწესებით.[3]
ლესე ფერის მოწინააღმდეგეები ეწინააღმდეგებიან ეკონიმიკის სექტორიდან მთავრობის სრულ გამოყოფას.[4] ფრაზა ლესე ფერი ანუ laissez-faire მომდინარეობს ფრანგული ფრაზისგან და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ნება დართე (მას; მათ)“, მაგრამ ამ შემთხვევაში ნიშნავს „ნებაზე მიუშვი“.[5] თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმი დაინერგა XVIII საუკუნის შუა ხანებიდან და უფრო მეტად პოპულარული გახდა ადამ სმიტის წიგნის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ საშუალებით.[6][7] ყველაზე მეტად გავრცელებული იყო XIX საუკუნის ბრიტანეთსა და აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად ასოცირდება კაპიტალიზმთან, არსებობს თავისუფალი ბაზრის არაკაპიტალისტური ფორმებიც, მათ შორის ბაზრის სოციალიზმი.
სიტყვის წარმოშობა და გამოყენება
რედაქტირებატერმინი „ლესე ფერი“ უნდა წარმოშობილიყო 1681 წელს შემდგარ ერთ შეხვედრაზე გამოჩენილ ფრანგ ფინანსთა მინისტრს ჟან ბასტისტ კოლბერსა და ფრანგი ბიზნესმენების ჯგუფს შორის, რომელსაც მ. ლე ჟანდრი ხელმძღვანელობდა. როცა მერკანტილისტმა მინისტრმა იკითხა, თუ როგორ უნდა დახმარებოდა ფრანგული სახელმწიფო ვაჭრებს თავიანთ საქმიანობაში, ლე ჟანდრმა მარტივად უპასუხა: „ნებაზე მიგვიშვი“ („Laissez-nous faire“).[8]
ეს ამბავი კოლბერსა და ლე ჟანდრზე გამოქვეყნდა 1751 წელს ჟურნალ „ეკონიმიკაში“ ფრანგი მინისტრის რენე არგენსონის მიერ.[9] ეს იყო ამ ტერმინის ბეჭდურ ვერსიაში გამოყენების პირველი შემთხვევა. არგენსონმა ეს ტერმინი მანამდე გამოიყენა თავის დღიურში:
„ნებაზე მიუშვი! - უნდა იყოს მთელი ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებრივი ძალის კრედო.. [ეს არის] მიუღებელი შეხედულება მათთვის, ვინც ჩვენი მეზობლების დაკნინების ხარჯზე ცდილობს საკუთარი თავის განდიდებას. მხოლოდ მავნე და ბოროტი გულის პატრონები არიან კმაყოფილი ამ შეხედულების საპირისპირო მტკიცებებით. „მიუშვი ნებაზე, მიუშვი!“ - რენე ლუის არგენსონი.[10]
ვინსენტ დე გურნი, ფრანგი ფიზიოკრატის და ვაჭრობის ინტენდანტის 1750-იან წლებში, საშუალებით ტერმინი „ლესე-ფერი“ უფრო მეტად პოპულარული გახდა.[11] მან ეს ტერმინი აიღო ფრანსუა კენის ჩანაწერებიდან ჩინეთზე. კენიმ შეაკავშირა ეს ორი ტერმინი: „ლესე-ფერი“ („laissez-faire“) და „ლესე-პასე“ („laissez-passer“).[11] ფრანგული ტერმინი „laissez-faire“ გადმოთარგმნა ჩინური „wu wei”-დან, რაც ნიშნავს უმოქმედობას.[11] გურნი მონდომებით უჭერდა მხარს ვაჭრობაზე შეზღუდვების მოხსნას და ინდუსტრიის დერეგულაციას საფრანგეთში. კოლბერისა და ლე-ჟანდრის ამბით შთაგონებული გურნი კიდევ უფრო შორს წავიდა და შექმნა კრედო: „ნებაზე მიუშვი და გაატარებინე!“, რომლის გრძელ ვარიანტსაც ასე განსაზღვრავენ: „ნებაზე მიუშვი და გაატარებინე, სამყარო თავის გზაზე მიდის!“. მიუხედავად იმისა რომ გურნიმ არ დატოვა თავისი ეკონომიკური პოლიტიკის იდეების შესახებ, მან მაინც დიდი გავლენა მოახდინა თავის თანამედროვეებზე, განსაკუთრებით ფიზიოკრატებზე, რომლებიც თავისუფალი ბაზრის დოქტრინასა და ძირითად იდეას გურნის მიაწერენ.[12]
არგენსონამდე ან გურნიმდე პ.ს. დე ბოისგილტერს მიეწერება ფრაზა „არ ჩაერიო ბუნების პროცესებში“.[13] არგენსონი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ცნობილი იყო მსგავსი ფრაზით: „მართე ცოტა“.[14] მიუხედავად ამისა, გორნის დამსახურებაა ტერმინ „ლესე-ფერი“ ფართოდ გამოყენება, რადგან ფიზიოკრატებმა მოიწონეს ეს ფრაზა.
ფიზიოკრატებმა თავისუფალი ბაზარი XVIII საუკუნის საფრანგეთში საკუთარი ეკონომიკური თეორიების განუყოფელ ნაწილად აქციეს და შემდგომ უკვე ცნობილმა ეკონომისტებმა, მათ შორის ადამ სმიტმა, ეს იდეა განავითარეს.[15] სწორედ ფიზიოკრატებსა და კლასიკურ პოლიტიკურ ეკონომიკას უკავშირებენ ტერმინ „თავისუფალი ბაზარს“.[16] წიგნში „თავისუფალი ბაზარი და კეთილდღეობა“ განმარტებულია: „ფიზიოკრატებმა, რომელთაც ჰქონდათ რეაქცია უკვე მეტისმეტ მერკანტილისტურ რეგულაციაზე საფრანგეთში, გამოხატეს საკუთარი შეხდულება „ბუნებრივ მოწყობაზე“ ან ისეთ თავისუფლებაზე, რომელიც ინდივიდის ეგოისტურ მიზნებს მოახმარს საზოგადოების კეთილდღეობას. მათი ხედვით, ბუნებრივი მოწყობა კარგად ფუნქციონირებს სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ამიტომ მათ ურჩიეს სახელმწიფოს შეეზღუდა თავისი თავის ჩარევა კერძო საკუთრების უფლებებისა და ინდივიდის თავისუფლების საკითხებში. მას უნდა მოეშორებინა ყველა ხელოვნური ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა ვაჭრობას და გაეუქმებინა არაფრისმთქმელი კანონები.[15]
ფრანგული ფრაზა „laissez-faire“ ინგლისურენოვან ქვეყნებში გამოჩნდა ფიზიოკრატების ლიტერატურის გავრცელებასთან ერთად XVIII საუკუნეში. ჯორჯ ვეტლის „ვაჭრობის 1774 პრინციპში“ (თანაავტორია ბენჟამინ ფრანკლინი) მოთხრობილია კოლბერისა და ლე ჟანდრეს შეხვედრის ამბავი - ეს არის ამ ამბის პირველი გამოჩენა ინგლისურენოვან პუბლიკაციაში.[17]
ჰერბერტ სპენსერი გვთავაზობდა თავისუფალი ბაზრის ოდნავ განსხვავებულ განმარტებას, რომელსაც „სავალალო თავისუფალ ბაზარს“ უწოდებდა, რომელიც ანგრევს ადამიანთა ცხოვრებას.[17] ის ამბობს: „თავისუფალი ბაზარი სავალალოა. იგი მშვიდად უყურებს, თუ როგორ ანადგურებენ ადამიანები საკუთარ თავებს იმის ცდაში, რომ კანონის საშუალებით ცხოვრებაში გაატაროთ თავიანთი სამართლიანი მტკიცებები. ამასობაში მათ სხვა ადამიანების ხარჯზე მიეწოდებათ უფასო საკითხავი.“ სპენსერის აზრით, კერძო მფლობელობის უფლება ილახებოდა და თავისუფალი ბაზრის სავალალოობა სწორედ იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი დაღლიდა ადამიანებს საკუთრების დაცვის უფლებისთვის ბრძოლაში.
როგორც განმანათლებლების აზროვნების შედეგი, თავისუფალი ბაზარი იყო „გაგებული, როგორც ადამიანური შესაძლებლობების გამომჟღავნების შანსი ბუნებრივი წყობის აღდგენის საშუალებით, იმ წყობის, რომელიც მთავრობის შეზღუდვებმა ვერ შეზღუდა ბოლომდე. მსგავსად, ადამ სმიტი ეკონომიკას ხედავდა, როგორც ბუნებრივ სისტემას და ბაზარს ამ სისტემის ორგანულ ნაწილად.[1] სმიტი თავისუფალ ბაზარს მორალურს უწოდებდა და ბაზარს მიიჩნევდა იმ ინსტრუმენტად, რომელსაც უნდა დაეცვა ადამიანთა ბუნებრივი უფლებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისუფალი ბაზარი უნდა გამხდარიყო თავისუფლების ბუნების სისტემის ანასახი.[1] სმიტისთვის თავისუფალი ბაზარი იყო „პროგრამა იმ კანონების გასაუქმებლად, რომლებიც ზღუდავდნენ ბაზარს, პროგრამა ბუნებრივი წყობის აღსადგენად და პოტენციური ზრდის გასააქტიურებლად.“[1]
მიუხედავად ამისა, სმიტი და სხვა გამოჩენილი ეკონომისტები, მათ შორის თომას მალთუსი და დევიდ რიკარდო არ იყენებდნენ ამ ფრაზას. ჯერემი ბენტჰემმა გამოიყენა იგი, მაგრამ სავარაუდოდ ეს იყო ჯეიმზ მილის მიმართება 1824 წელს ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ თავისუფალი ბაზრის განმარტებაზე, რომელმაც ეს სიტყვა ინგლისურ ენაში უფრო მეტად გაავრცელა. „მარცვლეულის კანონის მოწინააღმდეგეთა ლიგის“ გამოჩენასთან ერთად (დაარსდა 1838 წელს), ტერმინმა მიიღო თავისი ინგლისური დეფინიცია.[18]
სმიტმა მეტაფორა „უხილავი ხელი“ პირველად გამოიყენა თავის წიგნში „მორალური გრძნობების თეორია“ (1759 წ.).[19] მან ამით აღწერა ისეთი შედეგები, რომლებიც არ იყო განზრახული ეკონომიკის თვითორგანიზაციისა და საკუთარი ინტერესების მოქმედების შედეგად. თვითონ მეტაფორა არა, მაგრამ ის იდეა, რომელიც „უხილავი ხელის“ უკან დგას, ეკუთვნის ბერნარდ დე მენდევილს და მის „ფუტკრების იგავს“. (1705 წ.) პოლიტიკის ეკონომიკაში, ეს იდეა და თავისუფალი ბაზრის თეორია დიდი ხანია ერთმანეთს უკავშირდეიბან.[20] ზოგი მას ახასიათებს, როგორც თავისუფალი ბაზრის მეტაფორას, მიუხედავად იმისა, რომ სმიტს ეს ტერმინი არასდროს არ გამოუყენებია.[21] წიგნში „მესამე ათასწლეულის კაპიტალიზმი“ (2000 წ.) უაიტ როჯერსი გამოკვეთს ტრენდს, რომლის მიხედვითაც „კონსერვატორი პოლიტიკოსები და ეკონომისტები იყენებენ ტერმინს „თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმი“ მხოლოდ „თავისუფალი ბაზრის“ ნაცვლად.[22]
ამერიკელი ინდივიდუალისტი ანარქისტები, როგორიცაა ბენჟამინ ტუკერი, თავიანთ თავს განიხილავდნენ თავისუფალი ბაზრის სოციალისტებად და პოლიტიკურ ინდივიდუალისტებად. ისინი ამავდროულად კამათობდნენ, რომ „ანარქისტული სოციალიზმი“ ან „ინდივიდუალური ანარქიზმი“ იყო „მუდმივი მანჩესტერიზმი.“[23]
ისტორია
რედაქტირებაევროპა
რედაქტირებაევროპაში თავისუფალი ბაზრის მოძრაობას პირველად მხარი ფართოდ დაუჭირეს ფიზიოკრატებმა. ეს იყო მოძრაობა, რომელმაც ვინსენტ დე გურნი (1712-1759) წარმატებული ვაჭრიდან პოლიტიკურ ფიგურად აქცია. გურნის მიეწება დაოისტური კონცეპციის „Wu Wei“-ის ადაპტირება ფრანსუა კენის (1694-1774) ჩინეთის შესახებ ჩანაწერების მიხედვით.[24] გურნი ამტკიცებდა, რომ მთავრობამ ბუნების კანონებს საშუალება უნდა მისცეს თავად განაგოს ეკონომიკა, სახელმწიფო კი უნდა ერეოდეს მხოლოდ სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვისთვის. ფრანსუა კენი და ენ რობერტ ჟაკ ტურგომ გურნის იდეები აიტაცეს. კენის მოსაზრებებს ითვალისწინებდა ლუი XIV-ც. სწორედ კენიმ მოახერხა დაერწმუნებინა ლუი და მეფემ 1754 წელს თავისუფალი ბაზრის კონცეფცია რეალურად განახორციელა. 17 სექტემბერს მეფემ გააუქმა ყველა მოსაკრებელი და შეზღუდვა მარცვლეულის გაყიდვასა და ტრანსპორტირებაზე. ერთ ათწლეულზე მეტხანს ეს პოლიტიკა წარმატებულად ხორციელდებოდა, მაგრამ 1768 წელს საფრანგეთში ძალიან ცოტა მოსავალი მოვიდა, რამაც პურის ფასი იმდენად მაღლა ასწია, რომ საფრანგეთში დაიწყო მასობრივი შიმშილობები. ვაჭრებს მარცვლეული ექსპორტზეც გაჰქონდათ, რათა დარჩენოდათ რაც შეიძლება მეტი მოგება. 1770 წელს ფინანსების გენერალურმა რევიზორმა იოზეფ მარიე ტერიმ გააუქმა ედიქტი, რომელიც მარცვლეულით თავისუფალი ვაჭრობის უფლებას იძლეოდა.[25]
ლესე ფერის დოქტრინა განუყოფელი ნაწილი გახდა XIX საუკუნის ევროპული ლიბერალიზმისა.[15] როგორც ლიბერალები მხარს უჭერდნენ აზროვნების თავისუფლებას ინტელექტუალურ სფეროში, ასევე უჭერდნენ ისინი თავისუფალი ბაზარსა და თავისუფალ კონკკურენციას ეკონომიკაში. ისინი სახელმწიფოს განიხილავდნენ როგორც პასიურ პოლიციელს, რომელიც იცავს კერძო საკუთრებას და განაგებს სამართალს, მაგრამ არ ერევა მოქალაქეების შიდა საქმეებში. ბიზნესმენები, განსაკუთრებით ბრიტანელი მეწარმეები, უკავშირებდნენ ამ პრინციპებს საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს.[15] ფიზიოკრატების ბევრი იდეა გავრცელდა მთელი ევროპის მასშტაბით და მოიცვა დიდი თუ მცირე მასშტაბით ისეთი ტერიტორიები, როგორებიცაა შვედეთი, ტოსკანა, ესპანეთი და ახლად შექმნილი ამერიკის შეერთებული შტატები. ადამ სმიტი, რომელიც არის ავტორი წიგნისა „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის, ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, შეხვდა კენის და გააცნობიერა მისი გავლენა.[26]
ბრიტანეთში გაზეთი „ეკონომისტი“ (დაარსდა 1843 წელს) დიდ გავლენას ახდენდა თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის იდეის გავრცელებაში.[27] თავისუფალი ბაზრის მომხრეები დაუპირისპირდნენ ბრიტანეთის იმპერიაში შექმნილი შიმშილით დაზარებული ადამიანების საკვებით დახმარებას. 1847 წელს ჯერ კიდევ ირლანდიაში მყოფი გაზეთ „ეკონომისტის“ დამფუძნებელი ჯეიმზ ვილსონი ბრიტანეთში გამეფებული შიმშილობის შესახებ წერდა: „არავისი საქმე არ არის სხვისი დაკმაყოფილება“.[28] მიუხედავად ამისა, „ეკონომისტი“ უწევდა ანტიკამპანიას „მარცვლეულის კანონს“, რომელიც მიწათმფლობელებს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში იცავდა უცხოურ იმპორტირებულ ბურღულეულ პროდუქტებთან კონკურენციაში შესვლისგან. 1845 წლის ირლანდიის დიდ შიმშილობას მოჰყვა „მარცვლეულის კანონის“ გაუქმება 1846 წელს. გაუქმდა ტარიფები მარცვლეულზე, რომლებიც ხელოვნურად ინარჩუნებდნენ მაღალ ფასს პურზე.[29] მიუხედავად ამისა, „მარცვლეულის კანონის“ გაუქმება დაგვიანდა იმდენად, რომ თავიდან ვერ აიცილა ირლანდიელების შიმშილობა. ეს მოხდა ნაწილობრივ იმიტომ, რომ მისი გაუქმება სამ წელს მიმდინარეობდა.[30]
ჯგუფის, რომელიც ცნობილი გახდა „მანჩესტერელი ლიბერალების“ სახელით, წევრები იყვნენ რიჩარდ კობდენი (1804-1865) და ჯონ ბრაიტი (1811-1889). ისინი ერთგული მომხრეები იყვნენ თავისუფალი ვაჭრობისა. კობდენის სიკვდილის შემდეგ კობდენის კლუბმა (დაარსდა 1866 წელს) გააგრძელა მუშაობა.[31] 1860 წელს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დადეს სავაჭრო ხელშეკრულება, რომელსაც შემდეგაც მრავალმა სხვა ევროპულმა ქვეყანამაც გააფორმა მსგავსი ხელშეკრულება ერთმანეთში. ბრიტანეთის იმპერიის პრაქტიკამ მოშალა თავისუფალი ბაზარი, რადგან ბრიტანული კომპანიები ითხოვდნენ სახელმწიფოს დახმარებას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ასეთ კომპანიებს მიეკუთვნებოდა ბრიტანული ნავთობის კომპანიები.[32]
ამერიკის შეერთებული შტატები
რედაქტირებაფრენკ ბურგინის კვლევამ პარლამენტი-კონვენტისა და შემდგომი ათწლეულის შესახებ აჩვენა, რომ მთავრობის პირდაპირი ჩარევა ეკონომიკაში დამფუძნებელ მამებს განზრახული ჰქონდათ.[33] ამის მიზეზი იყო ის შექმნილი ქაოსი, რომელიც არსებობდა კონფედერაციის მუხლების მიღების შემდეგ. მათ მიზნად დაისახეს, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ უნდა დაეკარგათ. ამის მოხდენის შანსი კი არსებობდა თუ ისინი ეკონომიკურად და ფინანსურად ევროპულ ძალებზე იქნებოდნენ დამოკიდებული. ძლიერი ცენტრალური მთავრობის შექმნით მათ დახმარება გაუწიეს მეცნიერებას, გამოგონებებს, ინდუსტრიასა და კომერციას. ეს ყველაფერი აუცილებელი ფაქტორებია კეთილდღეობისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურად მოძლიერებისთვის. ამით ისინი უკვე საკუთარ ბედს თავადდ განაგებდნენ. ამ პროცესის ერთ-ერთი შემდგომი შედეგი იყო რიჩარდ ფარინგტონის ახალი გეგმის მიღება (მუშაობდა ჯონ ჯეფერსონთან ერთად), რომლის მიხედვითაც უნდა მიღებული ყოფილიყო ახალი ცვლილებები „ახალი გარიგების“ თანახმად. სხვები, მათ შორის ჯეფერსონიც, ბურგინის კვლევას, რომელიც დაიწერა 1940-იან წლებში და არ გამოქვეყნდა 1989 წლამდე, მიიჩნევდნენ გაზვიადებულად. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ კვლევის განზრახული მიზანი იყო „ახალი გარიგების დაცვა“, რათა შემდგომ დაპირისპირებოდა რონალდ რეიგანის ეკონომიკურ პოლიტიკას.[34]
ისტორიკოსი ქეთლინ დონოჰიუ წერს, რომ XIX საუკუნის ამერიკულ ლიბერალიზმს გააჩნდა განსხვავებული მახასიათებლები და რომ კლასიკური ევროპული ლიბერალური თეორიის ცენტრალური იდეა თავისუფალი ბაზარი იყო. მიუხედავად ამისა, ამერიკელი კლასიკური ლიბერალების უმრავლესობისთვის, თავისუფალი ბაზარი არ წარმოადგენდა „სახელმწიფოს არანაირ ჩარევას.“ ამის საპირისპიროდ ამერიკელები მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფოს უნდა დაედგინა ტარიფები, სარკინიგზო სუბსიდიები და საშინაო პოლიტიკა, ამ ყველაფრიდან კი მეწარმეები იხეირებდნენ.“ ამერიკის სამოქალაქო ომამდე სახელმწიფოს ჩარევის ცნობილი მაგალითებიდან უნდა აღვნიშნოთ საპატენტო ბიუროს გახსნა 1802 წელს; სტანდარტული ზომისა და წონის ერთეულების ოფისის გახსნა 1830 წელს; სანაპიროსა და გეოდეზიური კვლევის შექმნა 1807 წელს და სხვა მსგავსი ღონისძიებები, რომელთა მიზანი მდინარეებისა და ნავსადგურების ნავიგაციის გაუმჯობესება იყო; არმიის მრავალი ექსპედიცია დასავლეთით, დაწყებული ლუისისა და კლარკის დანაყოფების აღმოჩენებით 1804 წელს და გაგრძელებული 1870 წლებით, რომელსაც ყოველთვის ხელმძღვანელობდა ტოპოგრაფიული ინჟინრების საჯარისო დანაყოფების ოფიცერი. იგი აწვდიდა მნიშვნელოვან ინფორმაციას სახმელეთო დანაყოფებს; არმიის ინჟინერი ოფიცრები დახმარებას ან მითითებას უწევდნენ პირველი რკინიგზებისა და არხების მშენებლობას; ამერიკის პირველი ბანკისა და ამერიკის მეორე ბანკის დაფუძნებაც სწორედ პროტექციონისტული ღონისძიებების საშუალებით გახდა შესაძლებელი (მაგ. 1828 წლის ტარიფები). ბევრ ამ ღონისძიებას შეხვდა წინააღმდეგობები და ამ ყველაფრის კანონად ქცევას რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასჭირდა. მაგალითად, პირველი ეროვნული ბანკის შესახებ დოკუმენტი ვერ მიაღწევდა ჯორჯ ვაშინგტონის მაგიდამდე, რომ არ მომხდარიყო შეთანხმება ალექსანდერ ჰამილტონსა და კონგრესის რამდენიმე სამხრეთელ წევრს შორის, რომლის მიხედვითაც კაპიტოლიუმი უნდა გადასულიყო კოლუმბიის ოლქში. ჰამილტონსა და ფედერალისტებს უპირისპირდებოდა თომას ჯეფერსონისა და ჯეიმზ მედისონის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, დემოკრატ-რესპუბლიკელები.
თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის თავდაპირველი ოპონენტები ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდნენ კერძო ამერიკულ სკოლებში. ამ სკოლების იდეა ინსპირირებული იყო ჰამილტონის მიერ, რომელმაც წარმოადგინა მთავრობის მიერ დასპონსორებული ბანკის შექმნის იდეა. ამის მიხედვით, მთავრობას უნდა გაეზარდა ტარიფები, რათა დაეცვა ჩრდილოური ინდუსტრიის ინტერესები. ჰამილტონის გარდაცვალების შემდგომ უფრო მეტად მყარი პროტექციონისტული პოლიტიკის მუხტი წამოვიდა ომამდელ პერიოდში ჰენრი კლეისა და მისი ამერიკული სისტემისგან. XIX საუკუნის დასაწყისში „ეჭვგარეშეა, რომ თავისუფალი ბაზრის იარლიყი გამოუსადეგარია“, რათა აღვწეროთ აშშ-ის მთავრობასა და ინდუსტრიას შორის ურთიერთობა.[35] XIX საუკუნის შუაში აშშ მიჰყვებოდა ვიგების პარტიის ტრადიციულ ეკონომიკურ ნაციონალიზმს, რომელიც მოიცავდა სახელმწიფო კონტროლს, რეგულაციებსა და ინფრასტრუქტურის მაკროეკონომიკურ განვითარებას.[36] ამ დროს მიმდინარეობდა საზოგადოებრივი სამუშაოები, მაგალითად, საკვების უზრუნველყოფა და ტრანსპორტის რეგულაცია, როგორიცაა რკინიგზის. „წყნარი ოკეანის რკინიგზის“ აქტმა უზრუნველყო პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის შექმნა.[36] სამოქალაქო ომში გაწეული დანახარჯების ამოსავსებად, აშშ-მ პირველად დააწესა ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი 1861 წლის 5 აგვისტოს, როგორც 1861 წლის შემოსავლების აქტის ნაწილი (ყველა შემოსავლის 3% $800-ზე ზემოთ; ანულირება მოხდა 1872 წელს).
სამოქალაქო ომის შემდეგ დაიწყო მოძრაობა შერეული ეკონომიკის მოთხოვნებით. პროტექციონიზმი გაიზარდა მაკკინლის 1890 წლის და დინგლის 1897 წლის ტარიფებით. სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგულაცია გაიზარდა 1887 წლის შტატთაშორისი კომერციული აქტისა და შერმანის უნდობლობის აქტის მიღების შემდეგ. პროგრესულ ერაში მიიღეს ეკონომიკის მაკონტროლებელი უფრო მეტი კანონი, რომელიც გათვალისწინებული იყო ვუდრო ვილსონის ადმინისტრაციის „ახალი თავისუფლების“ პროგრამაში. პირველი მსოფლიო ომისა და დიდი დეპრესიის შემდეგ აშშ მიუბრუნდა შერეულ ეკონომიკას, რომელიც აერთიანებდა თავისუფალ მეწარმეობას პროგრესულ საშემოსავლო გადასახადთან. შიგადაშიგ ამერიკის მთავრობა ერეოდა და მხარს უჭერდა ამერიკულ ინდუსტრიას უცხოურ პროდუქციასთან კონკურენციისას. მაგალითად, 1980-იან წლებში მთავრობამ გადაწყვიტა დაეცვა ავტომობილების ინდუსტრია იაპონიიდან „მოხალისეობრივი“ საექსპორტო შეზღუდვების დაწესებით.[37]
1986 წელს პიეტრო ნივოლა წერდა: „ყველაფრის გათვალისწინებით, დოლარის შედარებითი სიძლიერე სხვა უცხოურ ვალუტასთან ასახავს ამერიკის მაღალ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც განპირობებულია ფედერალური ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტით. ამის შედეგად, ვაჭრობის ამჟამინდელი გაუარესების წყარო არ არის ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობა. ეს არის უფრო მთავრობის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შერევის შედეგი - ეს არის გადასახადების მკვეთრად შემცირება, შედარებით შეზღუდული სამონეტო პოლიტიკა, ძვირი სამხედრო კამპანიები და მცირედი ცვლილება მთავარ საკომპენსაციო პროგრამებში. მარტივად რომ ვთქვათ, ვაჭრობის პრობლემის სათავე და პროტექციონიზმის აღორძინების მიზეზები არის ძირეულად როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური“.[38]
ახლო წარსულში თავისუფალი ბაზრის მიმდევარი იყო ობიექტივისტი აინ რენდი, რომელიც მას განიხილავდა, როგორც „მთავრობის ჩარევის ყველა ფორმის გაუქმებას ვაჭრობასა და პროდუქციის წარმოშობაში, ეკონომიკისა და სახელმწიფოს განცალკევებას იმავე გზებითა და მიზეზებით, როგორც განცალკევდა ეკლესია და სახელმწიფო“.[39] ეს შეხედულება შეჯამებულია რეგულაციის რკინის კანონში, რომლის მიხედვითაც მთავრობის ეკონომიკური რეგულაციები იწვევს საზოგადოებრივი კეთილდღეობის სტრუქტურის რღვევას.[40] რენდის პოლიტიკური ფილოსოფია ხაზს უსვამდა ინდივიდის უფლებებს (მათ შორის საკუთრების უფლებებს) და ის თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმს მიიჩნევდა სოციალური სისტემისთვის მორალურად ყყველაზე გამართულ სისტემად, რომელიც ეფუძნებოდა უფლებების დაცვას.[41] ის ეწინააღმდეგებოდა სტატიზმს, რომელიც, მისი აზრით, მოიცავდა თეოკრატიას, აბსოლუტურ მონარქიას, ნაციზმს, ფაშიზმს, კომუნიზმს, სოციალიზმსა და დიქტატურას.[42] რენდს სჯეროდა, რომ ბუნებრივი უფლებები უნდა დაიცვას კონსტიტუციით შეზღუდულმა მთავრობამ.[43] მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეებს უწოდებენ კონსერვატიულს ან ლიბერტარიანულს, მას უმჯობესად მიაჩნდა ტერმინი „რადიკალი კაპიტალიზმისთვის“. ის მუშაობდა კონსერვატორებთან პოლიტიკურ პროექტებზე, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა მათ ისეთ თემებზე, როგორებიც ეთიკა და რელიგია იყო.[44] მან დაგმო ლიბერტარიანიზმი, რომელიც ანარქიზმთან ასოცირებდა.შეცდომა ციტირებაში დამხურავი ტეგი </ref>
დაკარგულია; $2
მოდელები
რედაქტირებაკაპიტალიზმი
რედაქტირებაშეუზღუდავი კაპიტალიზმის ან წმინდა კაპიტალიზმის ყველაზე ახლოს მდგარი კონცეფცია არის კაპიტალიზმის თავისულება სოციალური რეგულაციებისგან ცოტა,[45] მინიმალური[46] ან არავითარი სახელმწიფოს ჩარევით. ის მთლიანად მოგებაზეა გადართული. თავისუფალი ბაზრის ეკონიმიკისა და ანარქოკაპიტალიზმისგან განსხვავებით, ის არ უკავშირდება აზროვნების რომელიმე სკოლას. მას ხშირად არასწორად აიგივებენ შეზღუდვების საჭიროებასთან სოციალური მოთხოვნილებებისა და უსაფრთხოების გამო, რომელზეც კომპანიები ვერ ახდენენ სათანადო რეაგირებას მხოლოდ მოგების მიღების მიზნის გამო.
რობერტ კუტნერი ამბობს, რომ „საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დემოკრატიებში გავრცელებული ბრძოლა იყო ეროვნული სახელმწიფოების მხრიდან შეუზღუდავი კაპიტალიზმის დარეგულირება. ამომრჩეველთა ძალა დაუპირისპირდა კაპიტალის ძალას. მიუხედავად ამისა, როგორც ეროვნული ბარიერები მოქმედებდნენ კომერციის გათავისუფლების სახელით, ისე მთავრობები მოქმედებდნენ კაპიტალიზმის მართვისკენ საზოგადოებრივი ინტერესებზე მოსარგებად. ასე რომ პრობლემა არის არა „ვაჭრობა“, არამედ დემოკრატიული მმართველობა.[47]
შეუზღუდავი კაპიტალიზმის მთავარი პრობლემაა ის, რომ იგი არ მიემართება შემდეგ საკითხებს: ხარისხი, ხანგრძლივობა, მდგრადობა, გარემოსა და ადამიანის პატივისცემა, ასევე მორალის ნაკლებობა.[48] უფრო კრიტიკული კუთხიდან თუ შევხედავთ, კომპანიებმა შეიძლება ბუნებრივად დაისახონ მიზნად მოგების მაქსიმალიზაცია მუშების შრომის ხარჯზე და გააფართოვონ სოციალური ინტერესები.[49]
შეუზღუდავი ან ჰიპერკაპიტალიზმი მთავარი მოტივია კიბერპანკის დისტოპიურ ნამუშევრებში, როგორიცაა „სინდიკატი“.[50][51]თარგი:Additional citation needed
სოციალიზმი
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ბაზარი ხშირად ასოცირდებოდა კაპიტალიზმთან, არსებობს მსგავსი ეკონომიკური თეორიაც, რომელიც მას უკავშირებს სოციალიზმს. ამას მარცხენა ფრთის თავისუფალ ბაზარს ან თავისუფალი ბაზრის ანარქიზმს[52][53] ან თავისუფალი ბაზრის ანტიკაპიტალიზმსა და თავისუფალი ბაზრის სოციალიზმს უწოდებენ იმ მიზნით, რომ იგი განასხვავონ თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმისგან.[54][55][56] ამ ორი კონცეფციის ერთ ტერმინად განვითარება მიეწერება პიერ-ჟოზეფ პრუდონს XVIII საუკუნეში. შემდგომ უკვე აქედან წარმოიშვა ინდივიდუალისტური ანარქიზმი. ბენჟამინ ტუკერი იყო გამოჩენილი ამერიკელი ინდივიდუალისტი ანარქისტი, რომელმაც თავისუფალი ბაზრის კონცეფცია დაუკავშირა ანარქისტულ სოციალიზმს სახელმწიფო სოციალიზმის საპირისპიროდ.[57][58] This tradition has been recently associated with contemporary scholars such as Kevin Carson,[59][60] ეს ტრადიცია ამჟამად უკავშირდება თანამედროვე მკვლევრებს, მათ შორის, კევინ კარსონს, როდერიკ ლონგს, ჩარლზ ჯონსონს,[61][62] Charles W. Johnson,[63] ბრედ სპენგლერს, შელდონ რიჩმენს, კრის მეთიუ სკიაბარას და გარი შარტიერს, რომლებიც ხაზს უსვამენ რადიკალურად თავისუფალ ბაზრებს. მათ უწოდებენ უკვე გათავისუფლებულ ბაზრებს, რათა განასხვავონ ამ კონცეფციის გავრცელებული დეფინიციისგან, რომლის არასერიოზულად აღქმას მემარცხენე ლიბერტარიანელები კაპიტალისტურ და სახელმწიფო პრივილეგიებს აბრალებენ. ამ მიდგომის მომხრეები, რომელთაც მემარცხენე საბაზრო ანარქისტებს ან ბაზარზე ორიენტირებულ მემარცხენე ლიბერტარიანელებს უწოდებენ, ემხრობიან კლასიკურ ლიბერალურ იდეებს - საკუთრებასა და თავისუფალ ბაზარს, თუმცა არ უარყოფენ იმ ლოგიკურ დასკვნებს, რომელთა მიხედვითაც ეს იდეები მხარს უჭერენ ანტიკაპიტალისტურ, ანტიკორპორაციულ, ანტიიერარქიულ და მშრომელ ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკას ეკონომიკაში; ანტიიმპერიალიზმს საგარეო პოლიტიკაში; და ღრმად რადიკალურ ხედვებს ისეთ კულტურულ საკითხებთ დაკავშირებით, როგორიც გენდერი, სექსუალობა და რასაა. თავისუფალი ბაზრის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფართოდ გავრცელებული თავისუფალი ბაზრის სისტემა უნდა იყოს ანტიკაპიტალისტური და სოციალისტური.
კევინ კარსონი თავის პოლიტიკას აღწერს, როგორც „თავისუფალი ბაზრის ლიბერტარიანიზმისა და სოციალიზმის გამოვლინებებს“[64] და ხშირად აკრიტიკებს კიდევაც ინტელექტუალურ საკუთრებას.[65] კარსონი ბენჟამინ ტუკერის, თომას ჰოდგსკინის, რალფ ბორსოდის, პოლ გუდმენის, ლუის მამფორდის, ელინორ ოსტრომის, პიტერ კროპოტკინისა და ივან ილიჩის შრომებს უწოდებს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური შეხედულებების წყაროდ. რაც შეეხება ინდივიდუალისტი ანარქისტის ბენჟამინ ტუკერის ოთხ დიდ მონოპოლიას (მიწა, ფული, ტარიფი და პატენტები), კარსონი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სიმდიდრე მდიდრებს გადასცა ტრანსპორტისა და საკომუნიკაციო სუბსიდიების ორგანიზაციული ცენტრალიზაციით. კარსონს სჯერა, რომ ტუკერმა ვერ შეამჩნია პრობლემა, რადგანაც ის ისევე იყო ფოკუსირებული ორგანიზაციულ საკითხებზე, როგორც ტუკერი ინდივიდუალისტური ბაზრის ფუნქციონირებაზე. მისი ნაშრომების მთავარი თემა იყო მანუფაქტურებისა და არაფორმალური თუ საოჯახი ეკონომიკის დეცენტრალიზაცია.[66] კარსონის კვლევების თეორიულ ნაწილს ასევე აღიქვამენ მცდელობად, რომელიც მიმართულია მარგინალური კრიტიკისა და შრომელთა თეორიის ღირებულების გასაერთიანებლად.[67]
იმ მტკიცებების საპირისპიროდ, რომლებიც კარსონს აბრალებენ ტერმინ „კაპიტალიზმის“ არასწორად ხმარებაში, კარსონი ამბობს, რომ იგი ამას სპეციალურად აკეთებს ტერმინის ძველი განმარტების გასაცოცხლებლად, რათა „აზრი არ დაიკარგოს.“ ის ამბობს, რომ ტერმინი „კაპიტალიზმი“ თავდაპირველად არ მიემართებოდა თავისუფალ ბაზარს. მისი თქმით, ეს იყო სახელმწიფო სისტემა, რომელშიც კაპიტალისტები აკონტროლებდნენ სახელმწიფოს და სახელმწიფო ბაზრის საქმეებში ერეოდა მათი მითითებისამებრ“.[68] კარონი ამტკიცებს, რომ „კაპიტალიზმი აღმოცენდა შუა საუკუნეების მოძველებული კლასობრივი სისტემიდან. იგი ეფუძნებოდა მასობრივ ძარცვას ისე, როგორც ფეოდალიზმი ეფუძნებოდა მიწების მიტაცებას. ის შენარჩუნდა სახელმწიფოს ხშირი ჩარევით, რომელიც იცავს პრივილეგიების სისტემას. ამის გარეშე ამ წყობის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა“.[69] კარსონი ამბობს, რომ „წმინდა“ თავისუფალი ბაზრის სისტემაში სარგებლის ნახვა მშრომელისა და კაპიტალისგან უმნიშვნელო იქნებოდა. იგი იყენებს სალანძღავ ფრაზას „ვულგარულ ლიბერტარიანიზმს“. ამ ფრაზით იგი აღწერს იმ ტენდენციას, რომელიც იყენებს თავისუფალი ბაზრის რიტორიკას კორპორაციული კაპიტალიზმისა და ეკონომიკური უთანასწორობის დასაცავად.[70] კარსონის მიხედვით, ეს ტერმინი წარმოდგება მარქსის მიერ შემუშავებული ვულგარული პოლიტიკური ეკონომიკიდან. მარქსი ამბობს: ეკონომიკური წესრიგი „განზრახულად ხდება მზარდად აპოლოგეტიკური და ცდილობს აღარ ილაპარაკოს ისეთი იდეების არსებობაზე, რომლებიც თავიანთ თავში წინააღმდეგობრივია [არსებობა ეკონომიკაში]“.[71]
გარი შარტიე გვავაზობს საკუთრების უფლებების განმარტებას - მას უწოდებს შემთხვევითს და სოციალური სტრატეგიების მხრიდან იძულებით ქმნილს. მისი განმარტებები ასევე ნაწილობრივ ასახავს კერძო მფლობელობის და ბუნებრივი კანონის პრინციპების პრაქტიკულ მიზეზობრიობის ლოგიკას. შარტიე მხარს უჭერს ძლიერ, მაგრამ არა აბსოლუტურ დაცვას ამ უფლებებისა, რითაც იგი იმეორებს დევიდ ჰუმის მიდგომას.[72] ეს მიდგომა განსხვავდება ლოკის მიმდევრებისა თუ არამიმდევრების ხედვისგან, რომელიც კერძო საკუთრების იდეიდან და კონსიქვენციონალისტური მიდგომიდან (ემხრობა ჯგუფის ან ინდივიდის საკუთრებაში ჩარევას საჭიროების შემთხვევვაში ოფიციალური საბუთის საფუძველზე) ამოდის და ასე ემხრობა საკუთრების უფლებას. შარტიე იყენებს ამ მიდგომას ბუნებრივი კანონების ბაზისის განმარტებისთვის. ის ამბობს, რომ სიმდიდრე უნდა გადანაწილდეს ინდივიდებზე, რადგან ეს მორალურად გამართლებულია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ინდივიდებისა და ფართო მასების მიერ პირობების გათვალისწინებით და ეს საქმე ხელში არ უნდა ჩაიგდოს სახელმწიფომ.[73] ის ავითარებს მსჯელობას დეტალური არგუმენტებით, მაგალითად, ის ბუნებრივი კანონის პრინციპად მიიჩნევს სუბსიდიარულობას.[74] მას უწოდებს მორალურად გამართლებულს და უსამართლობისგან გაწმენდის შედეგს, ვიდრე სახელმწიფოს მიერ განკარგულ პოლიტიკას.[75]
შარტიემ ბუნებრივი კანონი დაუკავშირა მიწის რეფორმასა და მშრომელთა მიერ ქარხნების დაკავებას.[76] მისთვის ბუნებრივი კანონი გადის ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე, რითაც მიუთითებს თავისი საკუთრების უფლებების თეორიაზე[77] უფრო ზოგადად და ავითარებს ბოიკოტის ბუნებრივი კანონის მიდგომას. ის ამტკიცებდა, რომ გათავსუფლებული ბაზრების მიმდევრებმა უნდა აქტიურად უარყონ კაპიტალიზმი და საკუთარი თავი გააიგივონ ანტიკაპიტალისტურ მოძრაობასთან. მათ უნდა ხაზი გაუსვან ანტიკაპიტალისტური მოძრაობის მიერ გამოვლენილ დანაშაულებებზე, რომლებიც იყო შედეგი სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ტოლერანტობისა და ამავე სახელმწიფოს მხრიდან პრივილეგიების დაცვისა. შარტიეს მიხედვით, „ლოგიკურია [გათავისუფლებული ბაზრის მიმდევრებმა] „კაპიტალიზმი“ უწოდონ იმას, რასაც ეწინააღმდეგებიან. ასეთი სახელის დაქმევით ისინი დაანახებენ საზოგადოებას თავისუფლების მოძრაობის რადიკალურ ფესვებს და ხაზს გაუსვამენ იმ საზოგადოების მნიშვნელობას, რომელიც ალტერნატივად უნდა მოევლინოს სახელმწიფოს. ეს ასევე ხაზს გაუსვამს იმ ფაქტს, რომ თავისუფლების შეზღუდვის როგორც აგრესიული, ასევე არააგრესიული ფორმების დამცველები არ იბნევიან იმ ადამიანების რიტორიკით, რომლებიც სულ თავისუფალ ბაზარს ახსენებენ უსამართლო სტატუს ქვოს შესანარჩუნებლად. ეს ასევე გამოხატავს სოლიდარობას თავისუფალი ბაზრისა და მუშების დამცველების მიმართ - და ასევე ყველა იმ ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ მსოფლიოს გარშემო, ვინც ტერმინ „კაპიტალიზმს“ იყენებს ღარიბი სამუშაო ძალის სისტემის აღწერისთვის, ისეთი სისტემისთვის, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას და აფერხებს მათ ცხოვრებას.“[69][78]
კრიტიკა
რედაქტირებაწლების განმავლობაში ბევრმა ეკონომისტმა შემოგვთავაზა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის კრიტიკა. ადამ სმიტი აცნობიერებდა კაპიტალისტური სისტემას მორალურ ორაზროვნებას.[79] სმიტს ჰქონდა გარკვეული შიშები, რომლებიც უკავშირდებოდა მისი თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოების, განსაკუთრებით კი მიწათმფლობელების, მუშებისა და კაპიტალისტების მიერ შექმნილ საზოგადოებრივ მდგომარეობებს.[79] სმიტი ამტკიცებდა რომ „მიწათმფლობელების როლი ეკონომიკურ პროცესში პასიურია. მათ აქვთ მექანიზმი გადასახადების აკრეფისა, მაგრამ ეს მიწათმფლობელებს აზარმაცებს და უმაქნისს ხდის, რის შედეგადაც ისინი უძლური ხდებიან საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიც კი დაიცვან“.[79] „მოსახლეობის ზრდა იწვევს საჭმელზე მოთხოვნის გაზრდას, რაც ზრდის რენტას, ამით კი მიწათმფლობელებს შეუძლიათ ხეირი“. სმიტის მოსაზრებების მიხედვით, მიწათმფლობელების ინტერესებში უნდა იყოს ხელი შეუწყოთ ადამიანების გამდიდრებას, მაგრამ ისინი ამას ხშირად არა აკეთებენ, საკუთარი უუნარობის, უმეცრებისა და გაუნათლებლობის გამო.[79]
კრიტიკოსები და ბაზრის გაუქმების მომხრეები, მათ შორის დევიდ მაკნელი ამტკიცებს, რომ მაქსისტულ ტრადიციაში ბაზარი თავისთავად აწარმოებს პროდუქტს უსამართლოდ და ეს იწვევს უსამართლო გაცვლას. მისი აზრით, სმიტის მორალურ განზრახვასა და მორალის ფილოსოფიას თანაბარ გაცვლა-გამოცვლაში ძირს უთხრის ისევ თავისუფალი ბაზარი, რომელსაც იგი უჭერდა მხარს. მაკნელის მიხედვით, საბაზრო ეკონომიკის განვითარება მოიცავდა იძულებას, ექსპლუატაციასა და ძალადობას, რითაც ის არ უკავშირდება სმიტის მორალის ფილოსოფიას.[80]
ბრიტანელი ეკონოისტი ჯონ მეინარდ კეინსი თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური პოლიტიკის რამდენიმე უარყოფით თვისებას ხედავდა.[81] წიგნში „თავისუფალი ბაზრის დასარული“ (1926 წ), რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკაა, კეინსი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ბაზრის დოქტრინა გარკვეულწილად დამოკიდებულია მიუღებელ დედუქციურ მიზეზობრიობაზე და ამბობს, რომ კითხვა - საბაზრო გადაწყვეტა სჯობს თუ სახელმწიფოს ჩარევა - მხოლოდ დამოკიდებულია კერძო შემთხვევებზე.[82]
ავსტრიული სკოლის ეკონომისტმა ფრიდრიხ ჰეიეკმა განაცხადა, რომ თავისუფალი, კონკურენტუნარიანი ბაზრის საბანკო სისტემა მიდრეკილია შინაგანი დესტაბილიზაციისკენ. მან დაასკვნა, რომ საბანკო სისტემის ცენტრალიზებული კონტროლის საჭიროება გარდაუვალი იყო.[83]
ლიტერატურა
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Gaspard, Toufick. A Political Economy of Lebanon 1948–2002: The Limits of Laissez-faire. Boston: Brill, 2004. ISBN 978-9004132597
- ↑ Adam Smith, Wealth of Nations, p. 52: "The exclusive privileges of corporations, statutes of apprenticeship, and all those laws which restrain, in particular employments, the competition to a smaller number than might otherwise go into them, have the same tendency, though in a less degree. They are a sort of enlarged monopolies, and may frequently, for ages together, and in whole classes of employments, keep up the market price of particular commodities above the natural price, and maintain both the wages of the labour and the profits of the stock employed about them somewhat above their natural rate."
- ↑ Gaffney, Mason. "The Taxable Surplus of Land: Measuring, Guarding and Gathering It". Archived from the original on 10 May 2015. Retrieved 9 December 2014.
- ↑ Quick Reference Handbook Set, Basic Knowledge and Modern Technology (revised) by Edward H. Litchfield, Ph.D
- ↑ "Laissez-faire", Business Dictionary.
- ↑ Edward H. Litchfield. "Quick Reference Handbook Set, Basic Knowledge and Modern Technology" (revised ed.).
- ↑ "Adam Smith". Encyclopædia Britannica. Retrieved 12 April 2020.
- ↑ "Journal Oeconomique". 1751 article by the French minister of finance.
- ↑ M. d'Argenson, "Lettre au sujet de la dissertation sur le commerce du marquis de Belloni', Avril 1751, Journal Oeconomique p. 111. See A. Oncken, Die Maxime Laissez faire et laissez passer, ihr Ursprung, ihr Werden, 1866
- ↑ As quoted in J. M. Keynes, 1926, "The End of Laissez Faire". Argenson's Mémoirs were published only in 1858, ed. Jannet, Tome V, p. 362. See A. Oncken (Die Maxime Laissez faire et laissez passer, ihr Ursprung, ihr Werden, 1866).
- ↑ 11.0 11.1 11.2 Baghdiantz McCabe, Ina (2008). Orientalism in Early Modern France: Eurasian Trade Exoticism and the Ancien Regime. Berg Publishers. pp. 271–272. ISBN 978-1-84520-374-0.
- ↑ Gournay was credited with the phrase by Jacques Turgot ("Eloge a Gournay", Mercure 1759), the Marquis de Mirabeau (Philosophie rurale 1763 and Ephémérides du Citoyen, 1767.), the Comte d'Albon ("Éloge Historique de M. Quesnay", Nouvelles Ephémérides Économiques, May, 1775, pp. 136–137) and DuPont de Nemours (Introduction to Oeuvres de Jacques Turgot, 1808–11, Vol. I, pp. 257, 259, Daire ed.) among others.
- ↑ "Tant, encore une fois, qu'on laisse faire la nature, on ne doit rien craindre de pareil", P.S. de Boisguilbert, 1707, Dissertation de la nature des richesses, de l'argent et des tributs.
- ↑ DuPont de Nemours, op cit, p. 258. Oncken (op.cit) and Keynes (op.cit.) also credit the Marquis d'Argenson with the phrase "Pour gouverner mieux, il faudrait gouverner moins" ("To govern best, one needs to govern less"), possibly the source of the famous "That government is best which governs least" motto popular in American circles, attributed variously to Thomas Paine, Thomas Jefferson and Henry Thoreau.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 Fine, Sidney. Laissez Faire and the General-Welfare State. United States: The University of Michigan Press, 1964. Print
- ↑ Macgregor, Economic Thought and Policy (London, 1949), pp. 54–67
- ↑ 17.0 17.1 Whatley's Principles of Trade are reprinted in Works of Benjamin Franklin, Vol.2, p. 401.
- ↑ Abbott P. Usher; et al. (1931). "Economic History – The Decline of Laissez Faire". American Economic Review. 22 (1, supplement): 3–10.
- ↑ Andres Marroquin, Invisible Hand: The Wealth of Adam Smith, The Minerva Group, Inc., 2002, ISBN 1-4102-0288-7, p. 123.
- ↑ John Eatwell, The Invisible Hand, W. W. Norton & Company, 1989, pp. Preface x1.
- ↑ The mathematical century: the 30 greatest problems of the last 100 years (2006) Piergiorgio Odifreddi, Arturo Sangalli, Freeman J Dyson, p. 122. Princeton University Press. 22 October 2006. ISBN 9780691128054. Retrieved 30 July 2013.
- ↑ Rogers, Wyatt M. (2000). "1: Economic Forces in Modern Capitalism". Third Millennium Capitalism: Convergence of Economic, Energy, and Environmental Forces. ABC-Clio ebook. Westport, Connecticut: Greenwood Publishing Group. p. 38. ISBN 9781567203608. Retrieved 30 December 2016.
- ↑ Tucker, Benjamin (1926). Individual Liberty: Selections from the Writings of Benjamin R. Tucker. New York: Vanguard Press. pp. 1–19.
- ↑ Christian Gerlach, Wu-Wei in Europe. A Study of Eurasian Economic Thought, London School of Economics – March 2005 p. 3" the diffusion of wu-wei, co-evolved with the inner-European laissez-faire principle, the Libaniusian model." p. 8 "Thus, wu-wei has to be recognized as a laissez-faire instrument of Chinese political economy "p. 10 "Practising wu-wei erzhi. Consequently, it is this variant of the laissez-faire maxim in which the basis of Physiocracy's 'moral philosophy' is to be located. Priddat's work made clear that the wu-wei of the complete économie has to be considered central to Physiocracy; "p. 11 "that wu-wei translates into French as laissez-faire".
- ↑ Will & Ariel Durant, Rousseau and the Revolution, pp. 71–77, Simon and Schuster, 1967, ISBN 067163058X.
- ↑ Will & Ariel Durant, Rousseau and the Revolution, p. 76, Simon and Schuster, 1967, ISBN 067163058X.
- ↑ Scott Gordon (1955). "The London Economist and the High Tide of Laissez Faire". Journal of Political Economy. 63 (6): 461–488. doi:10.1086/257722.
- ↑ Cormac Ó Gráda (1995). "section: Ideology and relief in Chpt. 2". The Great Irish Famine. Cambridge University Press. ISBN 9780521557870.
- ↑ George Miller. On Fairness and Efficiency. The Policy Press, 2000. ISBN 978-1-86134-221-8 p. 344
- ↑ Christine Kinealy. A Death-Dealing Famine:The Great Hunger in Ireland. Pluto Press, 1997. ISBN 978-0-7453-1074-9. p. 59.
- ↑ Antonia Taddei (1999). "London Clubs in the Late Nineteenth Century" (PDF). Retrieved 30 December 2008.
- ↑ Jones, G. Gareth (1977). "The British Government and the Oil Companies 1912–1924: The Search for an Oil Policy". The Historical Journal. 2 (3): 647–672. doi:10.1017/s0018246x00011286. JSTOR 2638433.
- ↑ Bourgin, Frank (1989). The Great Challenge: The Myth of Laissez-Faire in the Early Republic. New York, NY: George Braziller Inc. ISBN 978-0-06-097296-7.
- ↑ Bourgin, Frank (1 June 1989). "The Great Challenge: The Myth of Laissez-faire in the Early Republic". Kirkusreviews.com. Retrieved 30 July 2013.
- ↑ Prince, Carl E.; Taylor, Seth (1982). "Daniel Webster, the Boston Associates, and the U.S. Government's Role in the Industrializing Process, 1815–1830". Journal of the Early Republic. 2 (3): 283–99. doi:10.2307/3122975. JSTOR 3122975.
- ↑ 36.0 36.1 Guelzo, Allen C. (1999). Abraham Lincoln: Redeemer President. Grand Rapids, Mich.: W.B. Eerdmans Pub. Co. ISBN 978-0-8028-3872-8.
- ↑ Robert W. Crandall (1987). "The Effects of U.S. Trade Protection for Autos and Steel" (PDF). Brookings Papers on Economic Activity. 1987 (1): 271–88. doi:10.2307/2534518. JSTOR 2534518.
- ↑ Pietro S. Nivola (1986). "The New Protectionism: U.S. Trade Policy in Historical Perspective". Political Science Quarterly. 101 (4): 577–600. doi:10.2307/2150795. JSTOR 2150795.
- ↑ Rand, Ayn Capitalism: The Unknown Ideal, Ch. 7, New American Library, Signet, 1967.
- ↑ Armstrong, J. Scott; Green, Kesten C. (2013-10-01). "Effects of corporate social responsibility and irresponsibility policies". Journal of Business Research. Strategic Thinking in Marketing. 66 (10): 1922–1927. CiteSeerX 10.1.1.663.508. doi:10.1016/j.jbusres.2013.02.014. S2CID 145059055.
- ↑ Gotthelf 2000, pp. 91–92; Peikoff 1991, pp. 379–380.
- ↑ Peikoff 1991, pp. 369.
- ↑ Peikoff 1991, p. 367.
- ↑ Burns 2009, pp. 174–177, 209, 230–231; Den Uyl & Rasmussen 1986, pp. 225–226; Doherty 2007, pp. 189–190; Branden 1986, p. 252.
- ↑ Nolan, Peter (2008) Capitalism and Freedom: The Contradictory Character of Globalisation. Anthem Press. ISBN 9781843312826. ციტირების თარიღი: 9 February 2017.
- ↑ Orchard, Lionel; Stretton, Hugh (27 July 2016) Public Goods, Public Enterprise, Public Choice: Theoretical Foundations of the Contemporary Attack on Government. Springer. ISBN 9781349235056. ციტირების თარიღი: 9 February 2017.
- ↑ Kuttner, Robert. Globalization and Its Critics. The American Prospect. ციტირების თარიღი: 17 March 2019.
- ↑ Kerckhove, Gilbert Van (2012) Toxic Capitalism: The Orgy of Consumerism and Waste: Are We the Last Generation on Earth? (en). AuthorHouse. ISBN 9781477219065. ციტირების თარიღი: 9 February 2017.
- ↑ Müntefering's criticism of raw capitalism strikes a chord. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2022. ციტირების თარიღი: 9 February 2017.
- ↑ Paris, Jeffrey (1 July 2005). „Rethinking the End of Modernity“. Social Philosophy Today. 21: 173–189. doi:10.5840/socphiltoday20052120. ციტირების თარიღი: 26 July 2017.
- ↑ Kilgore, Christopher D. (2017). „Bad Networks: From Virus to Cancer in Post-Cyberpunk Narrative“. Journal of Modern Literature. 40 (2): 165–183. doi:10.2979/jmodelite.40.2.10. JSTOR 10.2979/jmodelite.40.2.10. S2CID 157670471.
- ↑ Nick Manley. "Brief Introduction To Left-Wing Laissez Faire Economic Theory: Part One".
- ↑ Nick Maley. "Brief Introduction To Left-Wing Laissez Faire Economic Theory: Part Two".
- ↑ Chartier, Gary; Johnson, Charles W. (2011). Markets Not Capitalism: Individualist Anarchism Against Bosses, Inequality, Corporate Power, and Structural Poverty. Brooklyn, NY:Minor Compositions/Autonomedia
- ↑ "It introduces an eye-opening approach to radical social thought, rooted equally in libertarian socialism and market anarchism." Chartier, Gary; Johnson, Charles W. (2011). Markets Not Capitalism: Individualist Anarchism Against Bosses, Inequality, Corporate Power, and Structural Poverty. Brooklyn, NY: Minor Compositions/Autonomedia. p. back cover.
- ↑ "But there has always been a market-oriented strand of libertarian socialism that emphasizes voluntary cooperation between producers. And markets, properly understood, have always been about cooperation. As a commenter at Reason magazine's Hit&Run blog, remarking on Jesse Walker's link to the Kelly article, put it: "every trade is a cooperative act." In fact, it's a fairly common observation among market anarchists that genuinely free markets have the most legitimate claim to the label “socialism.”" "Socialism: A Perfectly Good Word Rehabilitated" by Kevin Carson at website of Center for a Stateless Society.
- ↑ Tucker, Benjamin. "State Socialism and Anarchism".
- ↑ Brown, Susan Love. 1997. "The Free Market as Salvation from Government". In Meanings of the Market: The Free Market in Western Culture. Berg Publishers. p. 107.
- ↑ Carson, Kevin A. (2008). Organization Theory: A Libertarian Perspective. Charleston, SC:BookSurge.
- ↑ Carson, Kevin A. (2010). The Homebrew Industrial Revolution: A Low-Overhead Manifesto. Charleston, SC: BookSurge.
- ↑ Long, Roderick T. (2000). Reason and Value: Aristotle versus Rand. Washington, DC:Objectivist Center
- ↑ Long, Roderick T. (2008). "An Interview With Roderick Long"
- ↑ Johnson, Charles W. (2008). "Liberty, Equality, Solidarity: Toward a Dialectical Anarchism." Anarchism/Minarchism: Is a Government Part of a Free Country? In Long, Roderick T. and Machan, Tibor Aldershot: Ashgate pp. 155–88.
- ↑ "Introductions – Kevin Carson".
- ↑ Carson, Kevin. Intellectual Property – A Libertarian Critique. c4ss.org. ციტირების თარიღი: May 23, 2009.
- ↑ Carson, Kevin. Industrial Policy: New Wine in Old Bottles. c4ss.org. ციტირების თარიღი: May 26, 2009.
- ↑ Kevin Carson, "Studies in Mutualist Political Economy", დაარქივებული 15 April 2011 საიტზე Wayback Machine. chs. 1–3.
- ↑ Carson, Kevin A. Carson's Rejoinders. Journal of Libertarian Studies, Volume 20, No. 1 (Winter 2006): 97–136, pp. 116, 117.
- ↑ 69.0 69.1 Richman, Sheldon, Libertarian Left დაარქივებული 14 August 2011 საიტზე Wayback Machine. , The American Conservative (March 2011).
- ↑ Dean, Brian (Winter 2002). „Bluffer's Guide to Revolutionary Economics“. The Idler. ციტირების თარიღი: 24 May 2009.
- ↑ Marx, Theories of Surplus Value, III, p. 501.
- ↑ See Gary Chartier, Anarchy and Legal Order: Law and Politics for a Stateless Society (New York: Cambridge UP 2013) 44–156.
- ↑ See Gary Chartier, "Natural Law and Non-Aggression," Acta Juridica Hungarica 51.2 (June 2010): 79–96 and, for an earlier version, Justice 32–46.
- ↑ Justice 89–120.
- ↑ See Gary Chartier, "Pirate Constitutions and Workplace Democracy," Jahrbuch für Recht und Ethik 18 (2010): 449–67.
- ↑ Justice 123–54.
- ↑ See Gary Chartier,' "Intellectual Property and Natural Law," Australian Journal of Legal Philosophy 36 (2011): 58–88.
- ↑ "Advocates of Freed Markets Should Embrace "Anti-Capitalism".
- ↑ 79.0 79.1 79.2 79.3 Spencer J. Pack. Capitalism as a Moral System: Adam Smith's Critique of the Free Market Economy. Great Britain: Edward Elgar, 2010. Print
- ↑ McNally, David (1993). Against the Market: Political Economy, Market Socialism and the Marxist Critique. Verso. ISBN 978-0-86091-606-2.
- ↑ Dostaler, Gilles, Keynes and His Battles (Edward Elgar Publishing, 2007), p. 91.
- ↑ Dostaler 2007, p. 91; Barnett, Vincent, John Maynard Keynes (Routledge, 2013), p. 143.
- ↑ White, Lawrence H. (1999). „Why Didn't Hayek Favor Laissez Faire in Banking?“ (PDF). History of Political Economy. 31 (4): 753–769. doi:10.1215/00182702-31-4-753. ციტირების თარიღი: 11 April 2013.