ნაბადასოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Lactarius torminosus)

ნაბადასოკო (ლათ. Lactarius torminosus) — ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ვარდისფერია, თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ჩაღრმავებული. ზედაპირი დაფარულია მატყლისებრი ბოჭკოებით, კიდეები შეკეცილია, უფრო ღია ფერისაა და ბუსუსიანი, აქვს წითელი კონცენტრული ზოლები. ფირფიტები თეთრი ან მოვარდისფროა. ფეხი მეტწილად ქუდის ფერია. დაზიანებისას გამოყოფს თეთრ, ძალიან ცხარე წვენს. უფრო არყნარში იზრდება ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული. საჭმელად იხმარება დამწნილებული.

ნაბადასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი:  Russulales
ოჯახი:  Russulaceae
გვარი:  რძიანა სოკოები
სახეობა:  ნაბადასოკო
ლათინური სახელი
Lactarius torminosus

ლიტერატურა

რედაქტირება