Joker's Wild — 1960-იანი წლების ბლუზ-როკ ჯგუფი კემბრიჯიდან. ჯგუფის წევრი იყო დეივიდ გილმორი, რომელიც მოგვიანებით პინკ ფლოიდს შეუერთდა. მათ გამოუშვეს მხოლოდ ერთი ალბომი და ერთი სინგლი, თითოეული მხოლოდ 50 ეგზემპლარად. ალბომის ჩანაწერი ინახება ბრიტანეთის ბიბლიოთეკის არქივში.[1]

Joker's Wild
ბიოგრაფია
წარმოშობა კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი
ჟანრ(ებ)ი ბლუზ-როკი
აქტიური 1960-იანები
ყოფილი წევრები დეივიდ გილმორი
დეივიდ ოლთემი
პიტერ გილმორი
ჯონ გორდონი
დიკ პერი
ტონი სეინტი
კლაივ უელჰემი
რიკ უილსი
უილი უილსონი

პროდიუსერ ჯონათან კინგთან ერთად, ჯგუფმა ჩაწერა დუეტის Sam & Dave სიმღერის Hold On, I'm Comin ბრიტანული ქავერი. თუმცა ორიგინალი გამოვიდა ბრიტანეთში, ამიტომ Jokers Wild-ის ვერსია აღარ გამოუციათ.

ჯგუფის წევრები

რედაქტირება

უილსი მოგვიანებით უკრავდა ჯგუფებში Foreigner და Bad Company. ის და უილსონი ასევე უკრავდნენ დეივიდ გილმორის პირველ სოლო ალბომზე David Gilmour. პერიმ დაუკრა პინკ ფლოიდის რამდენიმე ალბომსა და საკონცერტო ტურნეზე და კარიერა გააგრძელა სესიურ მუსიკოსად.

სიმღერების სია

რედაქტირება

Joker's Wild-ის 5 სიმღერა შეტანილია პინკ ფლოიდის ბუტლეგების კოლექციის A Tree full Of Secrets მე-15 დისკზე. ეს სიმღერებია:

Why Do Fools Fall in Love
Walk Like a Man
Don't Ask Me (What I Say)
Big Girls Don't Cry
Beautiful Delilah
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-29. ციტირების თარიღი: 2010-07-24.