Irmandades da Fala
ენის საძმო (გალისიური: Irmandades da Fala) — 1916-1936 წლებში მოქმედი გალისიური ნაციონალისტური ორგანიზაცია. ის ყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია გალისიაში, რომელიც მხოლოდ გალისურ ენას იყენებდა.
წარმოშობა
რედაქტირება1915 წელს, მადრიდში მცხოვრები გალისიელი მწერალი აურიელო რიბალტა გალისიური ენის დაცვის მოწოდებით გამოვიდა. 1916 წლის 5 იანვარს, გაზეთში La Voz de Galicia, ანტონ ვილარ პონტემ დაიწყო გალისიური ენის მეგობრების ლიგის დაფუძნების კამპანია. 1916 წლის მარტში მან გამოსცა: გალისიური ნაციონალიზმი: ჩვენი რეგიონალური აღიარება, სადაც ის გამოდიოდა გალისიური ენის დაცვის აღიარების და გამოყენების მოთხოვნით.
პოლიტიკური პროგრამა
რედაქტირება1918 წლის ნოემბრის ლუგოს კონგრესზე მათ მიიღეს პროგრამა:
- ძირითადი მიზნები:
- გალისიის სრული ავტონომია.
- მუნიციპალური ავტონომია.
- გალისიის ერთა ლიგაში შესვლა.
- პორტუგალიასთან ფედერაციული კავშირის შექმნა.
- გალისიის მიზნები:
- საკანონმდებლო ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეულ გალისიის პარლამენტს.
- საკანონმდებლო სამართალი ყოველთვის სრულდებოდეს გალისიელების მიერ.
- გალისიის საგადასახადო კანონმდებლობაში არ ერეოდეს ცენტრალური მთავრობა.
- გალისიაში გალისიური და ესპანური იყოს ოფიციალური ენები.
- ქალისა და კაცის ერთნაირი უფლებები.
- პროვინციული დეპუტაციის აკრძალვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Beramendi, X.G. and Núñez Seixas, X.M. (1996): O nacionalismo galego. A Nosa Terra, Vigo
- Beramendi, X.G. (2007): De provincia a nación. Historia do galeguismo político. Xerais, Vigo